ფითრი და ფითრის პრეპარატები ინტეგარციულ ონკოთერაპიაში
თარიღი: 13/12/2021
ფითრი (Viscum album)
ნახევრად პარაზიტი მცენარეა. ახასიათებს სფეროსებური ზრდა. მისი შემჩნევა ზამთარში ბევრად უფრო ადვილია, როცა ხასხასა მწვანე ყლორტებზე მძივივით თეთრი ნაყოფები აქვს გამოსხმული. ევროპაში მას საშობაო აქსესუარადაც იყენებენ. ფითრის ვეგეტაციური პროცესი დროში „ნორმალური“ მცენარეების საპირისპიროდ მიმდინარეობს.
ფითრის გასამრავლებლად აუცილებელია, რომ ნაყოფი ფრინველის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვდეს, მხოლოდ „ჩიტგამოვლილი“ თესლი ხის მერქანზე მოხვედრის შემდეგ ივითარებს საწოვარა დისკოს, ემაგრება მას და იწყებს განვითარებას. ფითრის მასპინძელი ხეებია: იფანი, მუხა, ცაცხვი, კუნელი, ვაშლი, მსხალი, ფიჭვი, ტირიფი...
1917 წლიდან ფითრისგან მიღებული პრეპარატები ონკოთერაპიაში გამოიყენება. ის პირველად ქალაქ ციურიხში ანტროფოსოფი ექიმის იტა ვეგმანის მიერ იქნა პრაქტიკაში გამოყენებული. მას შემდეგ ფითრის ექსტრაქციის პროცესი დაიხვეწა, გაუმჯობესდა და დღეისათვის უზრუნველყოფილია მისი იმ ოპტიმალური შემადგენლობის გამოწვლილვა, რომელიც განაპირობებს მედიკამენტის მაღალეფექტიანობას.
დღეს უკვე ფითრის ქიმიური შემადგენლობა და ფარმაკოლოგიური პოტენციალი ზუსტად არის ცნობილი.
ფითრის შემადგენლობა
პროტეინები: თიონინი -ვისკოტოქსინი A1, A2, A3, B, B2, C1, 1-PS
ლექტინები - ფითრის ლექტინი I (ML I), II(ML II), III(ML III), ქიტინდაკავშირებული ფითრის ლექტინები 1(cbML 1), 2(cbML 2), 3(cbML 3)
პეპტიდები: ოლიგოპეპტიდები -გლუტათიონი
ამინომჟავები: არგინინი, ცისტეინი, გამამინოერბოსჟავა
ამინები: აცეტილქოლინი, ქოლინი, ტირამინი, ჰისტამინი
პროტეოგლიკანები: არაბინოგალაქტან-პროტეინები, პოლისაქარიდები
ფენოლური ნაერთები
ტერპენოიდები
სხვა შენაერთები ( მათშორის ასკორბინის მჟავა).
ვისკოტოქსინები ცისტეინით მდიდრი ცილებია, გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით მადენატურირებელი გავლენების მიმართ. შერჩევითად ანეკროზებენ ონკოუჯრედებს. დადგენილია ვისკოტოქსინების სტრუქტურული და ფარმაკოლოგიური მსგავსება გველის შხამთან (კარდიოტოქსინთან).
ფითრის ლექტინები მიეკუთვნება რიბოსომების მაინაქტივირებელ პროტეინებს, რომლებიც ნახშირწყლების B და რნმ დამშლელი A ჯაჭვებისგან შედგება. ისინი ახდენენ აპოპტოზის ინდუქციას, ბლოკავენ რა პროტეინების სინთეზს ეუკარიოტული უჯრედის რიბოსომაში რნმ-ის ჰიდროლიზის მეშვეობით.
პოლისაქარიდები სელექციურად ასტიმულირებენ T ლიმფოციტებს.
ფითრის პრეპარატების გამოყენების ფონზე ბუნებრივი „ქილერი“ უჯრედების აქტივაცია არაბინოგალაქტანებს უკავშირდება, რომლითაც მდიდარია ფითრის ნაყოფი.
სამკურნალოდ გამოიყენება ფითრის საერთო ექსტრაქტი, რადგან მეცნიერულად დადგენილია, რომ მისი საერთო ექსტრაქციით მიღებული „მოქმედი ნივთიერება“ გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ცალკეულ ფრაქციათა იზოლაციით.
ფითრის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს იმუნური უჯრედების აქტივაციასა და გამრავლებაში. ძლიერდება დამცავი ფუნქცია, შედეგად კი აღიძვრება ტუმორული უჯრედების აპოპტოზი (უჯრედთა ბუნებრივი კვდომა) და ფერხდება მისი ზრდა. ფითრის ამგვარი მოქმედება არ ვრცელდება ჯანსაღ ქსოვილებზე, არამედ პირიქით, ჯანმრთელ უჯრედებს იცავს ციტოსტატიკების მავნე ზეგავლენისგან.
რა მნიშვნელობა ენიჭება ფითრს სიმსივნის ჰოლისტიკურ თერაპიაში?
ფითრით თერაპია სიმსივნის მკურნალობის მნიშვნელოვანი რგოლია ჰოლისტიკურ, ასევე ინტეგრაციულ თერაპიაში და სასკოლო მედიცინის შემავსებელი მეთოდია. ოპერაცია, ქიმიო, სხივური თერაპია ან (ანტი)ჰორმონოთერაპია სიმსივნის მკურნალობის სტანდარტული მეთოდებია, რომელთა დამხმარედ ან შემავსებელ მეთოდად ფითრით თერაპიის გამოყენება სასურველია. ფითრით მკურნალობის უპირველესი მიზანია პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.
კლინიკური ეფექტიანობა
• სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება
• დაქვეითებული მადის მომატბა, სხეულის წონის ოპტიმიზაცია
• ძილის ნორმალიზება
• უმჯობესდება სითბოს შეგრძნება, შრომისუნარიანობა, ინიციატივის გამოხატვის სურვილი და განწყობა.
• სასკოლო თერაპიის (ქიმიო და რადიოთერაპია) არასასურველი გვერდითი მოვლენების მინიმიზაცია.
• ავად ყოფონის შეგრძნების და მკურნალობის თანმხლები სიმპტომების შემცირება, მაგ. ღებინება, გულის რევა, დიარეა, იმუნოდეპრესია.
• სიმსივნესთან დაკავშირებული ქრ. დაღლილობის სინდრომის შემცირება.
• სიმსივნური ტკივილების შემცირება
• ჰოსპიტალიზაციის დროის შემცირება
• იმუნოლოგიური სტატუსის გაუმჯობესება: მაგ. ორგანიზმის დამცავი მექანიზმის გაძლიერება და ნაკლები ტოლერანტობა ინფექციების მიმართ.
• რეციდივებისა და მეტასტაზების თავიდან აცილება
• სიცოცხლის გახანგრძლივება
დღეს ფითრის პრეპარატები სიმსივნის მკურნალობაში გამოყენებულ მცენარეულ მედიკამენტთა უმეტესობას მიეკუთვნება. გერმანულენოვან ქვეყნებში სიმსივნით დაავადებული ყოველი მეორე პაციენტი მიმართავს ფითრით თერაპიას.
მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზარზე დღეს წარმოდგენილია გერმანული, ვსტრიული და შვეიცარიული ფითრის პრეპარატები: ABNOBA GmbH (გერმანია), ISCADOR AG (შვეიცარია) , Helixor Heilmittel GmbH (გერმანია), Iscucin Wala Heilmittel GmbH (გერმანია), DREHM Pharma GmbH Isorel (ავსტრია).
ფითრის პრეპარატების პროფილაქტიკური ან სამკურნალო მიზნით გამოყენება ნებადართულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
საქართველოში ფითრის პრეპარატების შეძენა ექიმის დანიშნულებისამებრ შესაძლებელია „თერაპიის სახლის“ ავტორიზებულ აფთიაქში (გურამიშვილის 72, 2 65 40 46, 2 65 40 49), ვალას აფთიაქში (ონიაშვილის 20), ნატუროპათში (ყაზბეგის 33).