ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი - წარმოადგენს საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლის სათაო დაწესებულებას, რომელიც შეიმუშავებს, ახორციელებს და მართავს ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამას. პროგრამის საბოლოო მიზანია საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების შემცირება. 

ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:
1) ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის მართვა, პარტნიორობა ადგილობრივ და უცხოურ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან
2) ტუბერკულოზის დიაგნოზირების მაღალი დონის უზრუნველყოფა
3) ტუბდაავადებულთა მკურნალობა
4) ტუბერკულოზის პრევენცია. 

ცენტრი ფუნქციონირებს 2001 წლიდან და შექმნილია რეორგანიზაციის შედეგად, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ს/კ ინსტიტუტის, ქალაქის ტუბერკულოზის საავადმყოფოს და საქართველოს რკინიგზის ტუბსტაციონარის ბაზაზე. ამჟამად ცენტრი წარმოდგენილია ადმინისტრაციული, სადიაგნოზო  და სამკურნალო ნაწილებით. 

ცენტრს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი – ზაზა ავალიანი