დისკის თიაქრის დროული დიაგნოსტირება და ეფექტური მკურნალობა

თარიღი: 23 თებერვალი, 2017

მალთაშუა დისკის თიაქარი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და ამ პრობლემით საქართველოში ბევრი ადამიანი იტანჯება.


ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგები დისკის თიაქარს წარმატებით მკურნალობენ.

ჩვენი კლინიკის ნეიროქირურგიის მიმართულებას ჰყავს ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი და მათი რიცხვი გამუდმებით იზრდება!

მალთაშუა დისკი არის ხრტილოვანი სტრუქტურა, რომელიც ძირითადად ხერხემლის ამორტიზაციის ფუნქციას ასრულებს. 

მალთაშუა დისკის თიაქარი ძირითადად ვითარდება ხერხემლის ოსტექონდროზის გამო. ის შესაძლოა განვითარდეს კისრის, გულმკერდისა და წელის მიდამოში, როდესაც ადგილი აქვს დეგენერაციულ–დისტროფიულ ცვლილებებს.

აღნიშნული პრობლემა გვხვდება სხვადასხვა ასაკობრივ ზღვარში.

პაციენტი ძირითადად უჩივის ტკივილს. ტკივილთან ერთად თავს იჩენს თითებში დაბუჟება და ზოგჯერ ძალის დაქვეითება. დისკის თიაქარის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არაჯანსაღი ცხოვრების რეჟიმი და ფიზიკური დატვირთვა.

ჩვენს კლინიკაში არსებული მაღალტექნოლოგიური ნეიროვიზუალიზების წყალობით ხდება დაავადების დროული დიაგნოსტირება და ეფექტური მკურნალობა.

24 საათის განმავლობაში პაციენტების განკარგულებაშია მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი Vantage Elan 2015 წლის მოდელი, რომელიც თავისი შესაძლებლობებით ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიო ბაზარზე. აპარატი აღჭურვილია მძლავრი ტექნოლოგიური პაკეტებით და კვლევის უახლესი რეჟიმებით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგები ამომწურავ, კვალიფიციურ ინფორმაციას მოგაწვდიან დისკის თიაქრის შესახებ. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ მაღალტექნოლოგიურ ოპერაციას და სწორ სარეაბილიტაციო მკურნალობას.

თანამედროვე ხერხემლის ქირურგიაში ყველაზე ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს მინიინვაზიური მიკროდისკექტომია, რომელიც გულისხმობს თიაქრის ამოკვეთას მაქსიმალურად მცირე განაკვეთით.

ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს უმაღლესი ხარისხის გერმანული წარმოების ნეიროქირურგიული მიკროსკოპი  Zeiss Pentero 800 რომლის უნიკალური ფუნქციების მეშვეობით ხდება შეუიარაღებელი თვალით უხილავი მიდამოს მაქსიმალური ზომებით დანახვა, რომელიც ეფექტურს ხდის ნებისმიერ ნეიროქირურგიულ ოპერაციულ მკურნალობას.

 

პაციენტის ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი პერიოდის მკურნალობის პროცესს უზრუნველყოფს ჩვენი კლინიკის ნეიროქირურგთა გუნდი. თითოეული ექიმი ზრუნავს იმაზე, რომ პაციენტმა თავი მაქსიმალურად მშვიდად, კომფორტულად იგრძნოს და სწრაფი ტემპით, წარმატებით წარიმართოს რეაბილიტაციის ეტაპი.


ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდამ თქვენს სამსახურში!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნეიროქირურგს, გაგა ბეგიაშვილს ნომერზე 599 33 44 22 

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ-ცენტრს ნომერზე 577 11 91 19