Plasmon
ნაწლავის მიკრობიოტა - როგორ გავუძლიეროთ ჩვილს იმუნიტეტი

თარიღი: 23 აპრილი, 2024

დაბადების ტიპის გავლენა ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტის შემადგენლობაზე
იმუნიტეტი.  სწორედ  მის  მდგომარეობაზეა  დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმის ჰარმონიული ფუნქციონირება.  იმუნური სისტემა დაბადების პირველივე წუთებიდან ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას -  პათოგენებისგან დაცვას.   ეს მისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან დაბადების მომენტში  ის ჯერ კიდევ  არაა სრულად  მომწიფებული  და ბავშვის სიცოცხლის პირველი 1000 დღის  განმავლობაში ხდება იმუნიტეტის განსაკუთრებით ინტენსიური განვითარება. ნაწლავის მიკრობიოტას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  იმუნიტეტის  ფორმირებისთვის.  გაიგეთ,  რა ფაქტორები მოქმედებენ  მიკრობიოტის  შემადგენლობაზე, როდის და როგორ ვითარდება ის და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში ბიფიდობაქტერიებს.


ნაწლავის მიკრობიოტა - რა არის ეს?
იმუნიტეტის განვითარება, რომელიც მთელი ორგანიზმის მომწიფების ძირითადი პროცესია, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ადრეულ ბავშვობაში და შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 12 წლის ასაკამდე. ნაწლავი, მიუხედავად იმისა, რომ  მიეკუთვნება  საჭმლის მომნელებელ  სისტემას, ითვლება იმუნური  სისტემის  აუცილებელ   კომპონენტად. ის შეიცავს  სხეულის იმუნური უჯრედების 70-80%-ს, და  ნაწლავის მიკრობიოტა, ანუ მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან საჭმლის მომნელებელ  სისტემაში  რთულ  ეკოსისტემას, უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის განვითარების პროცესში. ნაწლავის მიკრობიოტას აქვს მრავალი ფუნქცია და მისი სასარგებლო ბაქტერიები ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას. ნაწლავის მიკრობიოტის შემადგენლობის სწორად ფორმირებას დაბადებიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის და ამ პროცესზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი.

როცა ახალშობილი ევლინება სამყაროს, მისი გარემო მთლიანად იცვლება - მანამდე ნაყოფი ვითარდებოდა დედის საშვილოსნოში, რომელშიც შეზღუდული იყო მიკროორგანიზმების ზემოქმედება. დაბადებისას ახალშობილი იწყებს კონტაქტს მიკროორგანიზმებთან, რომლებიც ყველგან არიან - დედის კანზე, ჰაერში, საგნებზე და ასევე გადაეცემიან  სამედიცინო პერსონალისგან.

„ნაწლავის მიკრობიოტა, რომელიც გავლენას ახდენს იმუნური სისტემის მომწიფებაზე, საკვები ნივთიერებების შეწოვაზე, მეტაბოლიზმზე და პათოგენების კოლონიზაციისგან დაცვაზე, მნიშვნელოვნად მოქმედებს ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაზე. ახალშობილის ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირება უკიდურესად დინამიური პროცესია, რომელიც მოითხოვს გარემოს, ჰორმონული ცვლილებების, დედის ნაწლავის მიკრობიოტის, გენეტიკური ფაქტორების და იმუნური სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ფაქტორების ურთიერთქმედებას.  სიცოცხლის პირველი წლები არის  ყველაზე ინტენსიური ცვლილებების პერიოდი ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირებაში, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ბავშვის სიცოცხლის პირველი 1000 დღის პერიოდი (ჩასახვის მომენტიდან დათვლილი) არის მისი ჯანმრთელობის პროგრამირების დრო" - განმარტავს პროფესორი იან მაზელა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.


ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირებაზე მიეკუთვნება:

ორსულობის ხანგრძლივობა
მშობიარობის ტიპი
დედის მიკრობიოტის შემადგენლობა
დედის და ბავშვის რაციონი
შესაძლო ჰოსპიტალიზაცია და მისი ხანგრძლივობა
გამოყენებული მედიკამენტები, მ.შ. ანტიბიოტიკთერაპია
საავადმყოფოს გარემო


დაბადების ტიპი და ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტა

ბუნებრივი გზით  დაბადებული  ჩვილი იღებს დამატებით მხარდაჭერას მისი იმუნური სისტემისთვის. ბუნებრივი მშობიარობის დროს მას პირველი უშუალო კონტაქტი აქვს დედის მიკრობიოტასთან, რის წყალობითაც მისი ნაწლავის მიკრობიოტა  მდიდრდება  ბაქტერიებით როგორც დედის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ასევე სამშობიარო  გზებიდან.  სწორედ  დედის  ნაწლავის მიკრობიოტა   წარმოადგენს  მიკროორგანიზმების  ძირითად წყაროს, რომლებიც სახლდებიან ახალშობილის და ერთ ერთი პირველი სასარგებლო ბაქტერიები, რომლებიც მონაწილეობენ  ამ პროცესში, არიან Bიფიდობაცტერიუმ-ის გვარის წარმომადგენლები. ისინი ითვლებიან  ბაქტერიების ტიპად, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირებაში ადრეულ ბავშვობაში.

„კვლევამ აჩვენა, რომ დაბადების ტიპი მნიშვნელოვნად მოქმედებს როგორც ნაწლავის კოლონიზაციაზე, ასევე ახალშობილის სხეულის სხვა ეკოლოგიურ ნიშებზე.

ვაგინალურად დაბადებული ჩვილების შემთხვევაში ის შეესაბამება იმას, რაცაა დედის სასქესო გზებსა  და ნაწლავში, ხოლო საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილების ნაწლავის მიკრობიოტა დედის კანზე არსებულის მსგავსია. ამიტომ, როგორც ჩანს, სწორედ პრე- და პრობიოტიკების მიღებამ შეიძლება შეცვალოს ახალშობილის ნაწლავის მიკრობიოტის პროფილი ფიზიოლოგიურად დაბადებულ ახალშობილებში დაფიქსირებულის დონემდე. შტამები, რომელთა დამატებით მიწოდებამ შეიძლება გააუმჯობესოს საკეისრო კვეთით დაბადებული  ჩვილების ნაწლავის მიკრობიოტის პროფილი, არის ბიფიდობაქტერიების გვარი, მათ შორის Bიფიდობაცტერიუმ ბრევე-ს სახეობა, რომელიც გამოცდილია კლინიკურ კვლევებში," განმარტავს პროფ. იან მაზელა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

 

საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვის მხარდაჭერა
თანამედროვე მეცნიერების მიღწევებმა საშუალება მისცა საკეისრო კვეთით დაბადებული ჩვილების ნაწლავის მიკრობიოტის მხარდასაჭერი მეთოდების შემუშავებას. ერთ-ერთია ბავშვის სწორი კვება დაბადების შემდეგ. ექსპერტები გვირჩევენ  ახალშობილის კვებას დედის რძით, თუმცა კვლევები აჩვენებენ, რომ საკეისრო კვეთით მშობიარობამ შეიძლება გამოიწვიოს ძუძუთი კვების შეფერხება ან გაძნელება. ასეთ სიტუაციებში შეიძლება სასარგებლო იყოს  ბებიაქალის ან ლაქტაციის კონსულტანტის დახმარება. თუმცა ზოგჯერ, სპეციალისტების მხარდაჭერის მიუხედავად, გამართლებული მიზეზების გამო ლაქტაციის შენარჩუნება შეუძლებელია. ასეთ სიტუაციებში პედიატრთან ერთად უნდა აირჩიოთ რძე ბიფიდობაქტერიების დამატებით, ანუ ბაქტერიების, რომლებსაც  ახალშობილი დედისგან იღებს ბუნებრივი მშობიარობის დროს.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ძუძუთი კვება ჩვილთა კვების ყველაზე შესაფერისი და იაფი გზაა და რეკომენდებულია ადრეული ასაკის  ბავშვებისთვის მრავალფეროვან კვებასთან ერთად. დედის რძე შეიცავს ბავშვის სწორი განვითარებისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და იცავს მას დაავადებებისა და ინფექციებისგან. ძუძუთი კვება იძლევა საუკეთესო შედეგს, როდესაც დედა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სწორად იკვებება და როდესაც გამართლებულია ბავშვის ძუძუთი კვება. კვების წესის შეცვლის შესახებ  გადაწყვეტილების მიღებამდე, დედამ კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.