Nuk
კრიპტორქიზმი – ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი

თარიღი: 30 ივნისი, 2021

კრიპტორქიზმი – სათესლე პარკში, ცალი ან ორივე ჯირკვლის ჩამოუსვლელობაა და მას უმეტესად ქირურქგიული ჩარევით მკურნალობენ.

ნაყოფის სათესლე ჯირკვლები, დასაწყისში ვითარდებიან თირკმლებთან, 3 თვის შემდგომ იწყებენ მიგრაციას ქვემოთ, 7 თვის ბოლოს სათესლე ჯირკვალი ჩამოდის საზარდულის შიდა რგოლთან. მე-8 თვის განმავლობაში გაივლის საზარდულის არხს, ხოლო მე- 9 თვეზე ჩამოდის სათესლე პარკში, ან მათ უნდა მიაღწიონ თავის მდებარეობის საბოლოო ადგილს, დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში.

1 წლის ასაკში, მამრობითი სქესის ახალშობილების დაახლოებით 1%-ს აღენიშნება კრიპტორქიზმი.

ამ პროცესის შეფერხება  შესაძლოა გენეტიკური ან ჰორმონალური დარღვევებით იყოს განპირობებული:
• მცირე წონა
• ალკოჰოლის და თამბაქოს გამოყენება, ორსულობის პერიოდში
• ნაადრევი მშობიარობა
• მშობლის მიერ ქიმიური პრეპარატების გამოყენება

რა გართულებები შეიძლება მოყვეს, კრიპტორქიზმს – ჯირკვლის ჩამოუსვლელობას სათესლე პარკში?
პირველი, ეს არის სათესლე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ხოლო მეორე, მოგვიანებითი გართულებაა მისი ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარება. ზოგჯერ, შესაძლოა მოხდეს კრიპტორქიზმული ჯირკვლის შემოგრეხაც.

ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლები იყოფა 4 ძირითად ჯგუფად:
1.აბდომინალური ან საზარდულის კრიპტორქიზმი , როდესაც სათესლე ჯირკვალი შეჩერებულია, მუცლის ღრუში ან საზარდულის არხში.
2. ექტოპია- როდესაც სათესლე ჯირკვალი გამოსულია საზარდულის არხიდან, მაგრამ პარკში ჩამოსვლის ნაცვლად შეჩერებულია კანქვეშ: საზარდულის, ბოქვენის, სასქესო ასოს ფუძის, ბარძაყის ან შორისის მიდამოში.
3. ცრუ კრიპტორქიზმი – როდესაც სათესლე ბაგირაკი საკმარისი სიგრძისაა, მაგრამ საზარდულის გარეთა რგოლი განიერია, რის გამოც ჯირკვალი მოძრაობს და  ხშირად ( სიცივის, ან ფიზიკური დატვირთვის დროს.) ადის საზარდულის არხში.
4. შეძენილი კრიპტორქიზმი – რომელიც ვითარდება ტრამვის ან თიაქარკვეთის შედეგად.

დაავადება, როგორც წესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ და მშობლების ყურადღებას იქცევს, მხოლოდ ჯირკვლის არ არსებობა სათესლე პარკში, მაგრამ კრიპტორქიზმი  მეტად სახიფათო დაავადებაა, რაც განპირობებულია ტემპერატორული რეჟიმის დარღვევით.

ცნობილია, რომ მუცლის ღრუში ტემპერატურა 4-6*, ხოლო საზარდულის არხში 2-3* აღემატება სათესლე პარკის ტემპერატურას, რაც დამღუპველ ზეგავლენას ახდენს, სათესლე ჯირკვლის სიცოცხლის უნარიანობაზე, იწვევს მის ატროფიას, დეგენერაციას და თითქმის 65 ჯერ ზრდის მალიგნიზაციის რისკს.

თუ დაბადებიდან 9 თვის ასაკისთვის,  სათესლე ჯირკვალი არ ჩამოვიდა სათესლე პარკში, საჭიროა ოპერაციული ჩარევა, ჯირკვლის ჩამოტანა და დაფიქსირება ქირურგიული მეთოდით უნდა მოხდეს.