Nuk
მაღალი არტერიული წნევა და ექიმის რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც აუცილებელია

თარიღი: 09 ივნისი, 2020

მო­მა­ტე­ბუ­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა და მისი მარ­თვა სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ბის­თვის საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტიც, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა იცის და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ან მას სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად არ აღიქ­ვამს, რაც სა­ბო­ლო­ოდ მათ ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს უქ­მნის.

 

ამ თე­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად ექი­მი კარ­დი­ო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, კლი­ნი­კა „ჰელ­სი­კო­რის“ კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­მუ­კა ქო­ბა­ლა­ვა გევ­სა­უბ­რე­ბა.

 

ზო­გა­დად, რა და­ა­ვა­დე­ბაა ჰი­პერ­ტენ­ზია და რო­გო­რია სტა­ტის­ტი­კა რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით?
მო­მა­ტე­ბუ­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა წამ­ყვა­ნი მი­ზე­ზია სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი­სა, რო­გო­რი­ცაა: მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი, ინ­სულ­ტი, აორ­ტის ანევ­რიზ­მა, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა და ა.შ. ერთი ტი­პი­უ­რი შე­კი­თხვა­ზეც გა­ვა­მახ­ვი­ლებ­დი ყუ­რა­დღე­ბას, სა­ი­დან მო­დის წნე­ვა, რა არის მი­ზე­ზი? საქ­მე იმა­შია რომ, შემ­თხვე­ვა­თა 92-95%-ში წნე­ვა არ­სა­ი­დან არ მო­დის, არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა (ე.წ. ესენ­ცი­უ­რი ჰი­პერ­ტენ­ზია) და აზი­ა­ნებს სხვა სა­სი­ცო­ცხლო ორ­გა­ნო­ებს, კერ­ძოდ - გულს, ტვინს, თირკმელს და თვალს; და­ნარ­ჩე­ნი 5-8 % მო­დის მე­ო­რად ჰი­პერ­ტენ­ზი­ა­ზე, ანუ სხვა ორ­გა­ნოს და­ზი­ა­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი წნე­ვის ციფ­რე­ბის მა­ტე­ბა.

მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით ჰი­პერ­ტენ­ზია ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 41%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა, და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა 46% შე­ად­გენს. პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 40% იტა­რებს მკურ­ნა­ლო­ბას და მხო­ლოდ 13%-ში მი­იღ­წე­ვა წნე­ვის ციფ­რე­ბის სა­თა­ნა­დო შემ­ცი­რე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

 

რა სიმპტო­მე­ბით ვლიდ­ნე­ბა ჰი­პერ­ტენ­ზია და წნე­ვის რა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია სა­ყუ­რა­დღე­ბო?
ჰი­პერ­ტენ­ზია ვლინ­დე­ბა ისე­თი მრა­ვალ­მხვრი­ვი სიმპტო­მე­ბით, რო­გო­რი­ცაა: თა­ვის ტკი­ვი­ლი, კე­ფის მი­და­მო­ში სიმ­ძი­მე, თავ­ბრუს­ხვე­ვა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბა და ა.შ.. რიგ შემ­თხვე­ვებ­ში პა­ცი­ენ­ტი შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ ვერ გრძნობ­დეს წნე­ვას.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფრა­ზა, „ასე­თი წნე­ვა მე არ მა­წუ­ხებს“ ან „ჩემ­თვის 170/100 -ზე ნორ­მაა და სა­მუ­შაო წნე­ვაა“ აბ­სურ­დუ­ლი და უაღ­რე­სად სა­ში­შია. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტიც რომ, იმ პა­ცი­ენ­ტებ­შიც, რომ­ლე­ბიც იტა­რე­ბენ ან­ტი­ჰი­პერ­ტენ­ზი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მხო­ლოდ 13%-ში მი­იღ­წე­ვა, რაც ზრდის კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის და შე­სა­ბა­მი­სად, სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს. ამ გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბით და არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მიღ­წე­ვით. თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნე­ბელს ვერ ვაღ­წევთ, წნე­ვის ციფ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი და­წე­ვაც კი სა­სი­კე­თოა. კერ­ძოდ, დად­გე­ნი­ლია, რომ ზედა, ანუ სის­ტო­ლუ­რი წნე­ვის 10 ერ­თე­უ­ლით დაქ­ვე­ი­თე­ბა და ქვე­და, ანუ დი­ას­ტო­ლუ­რი წნე­ვის, რო­მელ­საც რა­ტომ­ღაც შეც­დო­მით გუ­ლის წნე­ვას ეძა­ხი­ან 5 ერ­თე­უ­ლით დაქ­ვე­ი­თე­ბა იძ­ლე­ვა ინ­სულ­ტის 35%, მწვა­ვე კო­რო­ნა­რუ­ლი სინ­დრო­მის (მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი და არას­ტა­ბი­ლუ­რი სტე­ნო­კარ­დია ) 20% და სა­ერ­თო სიკ­ვდი­ლო­ბის 13% შემ­ცი­რე­ბას. გა­ცი­ლე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვი ხდე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ციფ­რე­ბი, თუ წნე­ვის ციფ­რებს დავ­წევთ სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბამ­დე, კერ­ძოდ, 65 წელს ქვე­მოთ არ­ტე­რი­უ­ლი წნვა ნაკ­ლე­ბი უნდა იყოს 130/80 მმ.ვწყ.სვ-ზე, ხოლო 65 წელს ზე­მოთ 140/80 მმ.ვწყ.სვ-ზე;

 

რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ არის ჰი­პერ­ტენ­ზი­ის მკურ­ნა­ლო­ბა კვლა­ვაც გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მა?
ამ მდგო­მა­რე­ო­ბას სა­ფუძ­ვლად ორი მი­ზე­ზი უდევს. პირ­ვე­ლი ეს გახ­ლავთ და­ა­ვა­დე­ბის არა­საკ­მა­რი­სი დი­აგ­ნოს­ტი­კა. რად­გან ხში­რად პა­ცი­ენ­ტებ­მა არ იცი­ან და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ და სა­ნამ ეს პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს ჩვენ უძ­ლუ­რე­ბი ვართ ამ და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­შე. მე­ო­რე და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი გახ­ლავთ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე პა­ცი­ენ­ტის არა­სა­თა­ნა­დო დამ­ყო­ლო­ბა. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰი­პერ­ტენ­ზი­უ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მე­სა­მე­დი ან­ტი­ჰი­პერ­ტენ­ზი­ულ მე­დი­კა­მენტს იღებს არა ყო­ველ­დღი­უ­რად, არა­მედ მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც მა­ღა­ლი აქვს წნე­ვის ციფ­რე­ბი ან რო­დე­საც გა­ახ­სენ­დე­ბა. ასე­ვე საკ­მა­ოდ ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი თვით­ნე­ბუ­რად წყვეტს მკურ­ნა­ლო­ბას. ზოგ­ჯერ პა­ცი­ენ­ტი ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე მე­ტად ით­ვა­ლის­წი­ნებს მე­ზობ­ლის ან ოჯა­ხის წევ­რის რჩე­ვას და ცვლის მე­დი­კა­მენტს. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი არ­თუ­ლებს და­ა­ვა­დე­ბის კონ­ტროლს და საფრ­თხეს უქ­მნის პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლეს.

 

რამ­დე­ნად მოგ­ვა­რე­ბა­დია ეს პრობ­ლე­მა და ვის ეკის­რე­ბა მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, პა­ცი­ენტს თუ მკურ­ნალ ექიმს?
დღეს­დღე­ო­ბით ეს პრობ­ლე­მა მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ–ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა. თუმ­ცა, ეს სა­კი­თხი, რა თქმა უნდა, მოგ­ვა­რე­ბა­დია გარ­კვე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად.

ჰი­პერ­ტენ­ზი­ის მკურ­ნა­ლო­ბა და მისი ეფექ­ტუ­რო­ბა წარ­მო­ად­გენს რო­გორც პა­ცი­ენ­ტის, ისე ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ი­ზარ­დოს და­ა­ვა­დე­ბის ცნო­ბა­დო­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბას მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ ჰი­პერ­ტენ­ზი­ის და მისი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

არა­ნაკ­ლებ დი­დია უშუ­ა­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბის როლი. იმი­სათ­ვის რომ დრო­უ­ლად მოხ­დეს მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ჰი­პერ­ტენ­ზი­ის გარ­თუ­ლე­ბე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სახ­ლის პი­რო­ბებ­ში წნე­ვის გა­ზომ­ვა, მო­მა­ტე­ბუ­ლი წნე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი, ექიმ­თან რე­გუ­ლა­რუ­ლი კონ­სულ­ტა­ცია და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გვახ­სოვ­დეს, რომ ჰი­პერ­ტენ­ზია მულ­ტი­ფაქ­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და სა­ჭი­რო­ებს კომ­პლექ­სურ მიდ­გო­მას. დღეს­დღე­ო­ბით, უახ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მოგ­ვი­წო­დე­ბენ ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ან­ტი­ჰი­პერ­ტენ­ზი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი უდევს სა­ფუძ­ვლად: ხდე­ბა სხვა­დას­ხვა პა­თო­გე­ნე­ზურ რგოლ­ზე მოქ­მე­დე­ბა, შე­დე­გად უფრო სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად ხდე­ბა არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის სა­მიზ­ნე ციფ­რე­ბის მიღ­წე­ვა. ამას­თან გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი, პა­ცი­ენ­ტის­თვის დღე­ში ერთი აბის მი­ღე­ბა ბევ­რად მარ­ტი­ვია, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე მე­დი­კა­მენ­ტის. ხა­რის­ხი­ა­ნი, ეფექ­ტუ­რი და გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის პა­ცი­ენ­ტე­ბის დამ­ყო­ლო­ბას და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის სა­წინ­და­რია.

 

რო­გო­რია წნე­ვის გა­ზომ­ვის სწო­რი წე­სე­ბი?
წნე­ვის გა­ზომ­ვამ­დე პა­ცი­ენ­ტი უნდა იჯ­დეს მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, უახ­ლო­ე­სი 30 წუ­თის მან­ძილ­ზე არ ჰქონ­დეს მი­ღე­ბუ­ლი ყავა, ჩაი, ან ალ­კოჰო­ლი, მო­წე­უ­ლი თამ­ბა­ქო; ერთჯე­რა­დად გა­ზომ­ვა არ არის საკ­მა­რი­სი, მისი გა­ზომ­ვა უნდა მოხ­დეს 2- 3 ჯერ, მი­ნი­მუმ 3 წუ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით. 2 გა­ზომ­ვის შემ­თხვე­ვა­ში მარ­თე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა ნაკ­ლე­ბი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სამ­ჯერ გაზ­მო­ვის შემ­თხვე­ვა­ში სა­შუ­ა­ლო არით­მე­ტი­კუ­ლი; სა­წყის ეტაპ­ზე წნე­ვა უნდა გა­ი­ზო­მოს ორი­ვე ხელ­ზე და უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა იმ ხელს, სა­დაც უფრო მა­ღა­ლია მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი; 70-80%-ში ეს არის მარ­ჯვე­ნა ხელი. ასე რომ საბ­ჭო­ე­თის დრო­ინ­დე­ლი მითი „გუ­ლის მხა­რეს“ წნე­ვის გა­ზომ­ვის შე­სა­ხებ და­ვი­წყე­ბას უნდა მი­ე­ცეს.

 

რას ურ­ჩევთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც მო­მა­ტე­ბუ­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა აწუ­ხებს?
პირ­ველ რიგ­ში, და­იც­ვან ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი. ეს კი მო­ი­ცავს შემ­დეგ რე­კო­მენ­და­ცი­ებს: მა­რი­ლის და­ბა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა საკ­ვებ­ში,რე­გუ­ლა­რუ­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, წო­ნის კლე­ბა, ალ­კოჰო­ლის, კო­ფე­ი­ნის, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის შე­ზუდ­ვა და ა.შ. არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მო­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თონ ექიმს, შე­ას­რუ­ლონ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და რაც მთა­ვა­რია, არ შე­წყვი­ტონ ან შეც­ვა­ლონ თვით­ნე­ბუ­რად მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა. ვი­ნა­ი­დან ჰი­პერ­ტენ­ზია ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და სა­ჭი­რო­ებს მუდ­მივ კონ­ტროლს, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბი.