ორსულთა ტოქსიკოზი

თარიღი: 06 ნოემბერი, 2017

გულისრევა და ღებინება, რაც ცნობილია, როგორც “დილის ავადმყოფობა”, ორსულებში მეტად გავრცელებულ სიმპტომს წარმოდგენს. 

შემთხვევათა უმეტესობაში მსგავსი სიმპტომების არსებობა არ არის დაკავშირებული ორსულობის რაიმე სახით გართულებასთან და როგორც წესი, გაივლის ორსულობის 16-20 კვირის ვადისთვის. თუმცა, ზოგიერთ ქალს უვთარდება ძლიერი ღებინება, რაც მეტად საყურადღებო მდგომარეობას წარმოადგენს - საჭიროებს სპეციალიზებულ მკურნალობას, ზოგიერთ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციასაც კი. 

 

რისკ_ფაქტორები: 

- ორსულთა ტოქსიკოზი წინა ორსულობის დროს

- გულისრევის და ღებინების ოჯახური ისტორია

- მოძრაობითი ავადმყოფობა ანამნეზში. მაგ: მანქანის ავადმყოფობა

-  გულისრევა კონტრაცეპტივების გამოყენების პერიოდში

-  სტრესი

- სხეულის მასის ინდექსი 30 და მეტი

-  მრავალნაყოფიანი ორსულობა

- პირველი ორსულობა

 

სიმპტომები:

ორსულთა ტოქსიკოზის მქონე ორსულების ნაწილს აღენიშნება მხოლოდ გულისრევის შეგრძნება, მაშინ როცა მათი ნაწილი აღნიშნავს ღებინების ეპიზოდების არსებობასაც. ტერმინი “დილის ავადმყოფობა” გადატანითი მნიშვნელობისაა - გულისრევა და ღებინება შესაძლოა გამოიხატოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის ღამითაც. 

აღნიშნული სიმპტომების მქონე ქალების ნაწილი შესაძლოა გრძნობიდეს მხოლოდ უმნიშვნელო ხასიათის დისკომფორტს, მაშინ როცა ორსულთა ნაწილისთვის დილის ავადმყოფობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის კუთხით.

ტოქსიკოზის გამომწვევ მიზეზად ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებია მიჩნეული.

ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, ორსულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით ნახევარს აღენიშნება ღებინება, მათ 80%-ზე მეტს კი ეს ჩივილი ორსულობის პრველი 12 კვირის განმავლობაში აქვს გამოხატული. ორსულობის პროგრესირებასთან ერთდ აღნიშნული სიმპტომების ინტენსივობა მცირდება. 

ორსულთა ნაწილს ტოქსიკოზისთვის დამახასითებელი სიმტომები უმეორდება ორსულობის მესამე ტრიმესტრშიც. 

ათიდან ერთ ქალს კი გულისრევა და ღებინება უგრძელდება ორსულობის 20 კვირის ვადის გასვლის შემდეგაც, მთელი ორსულობის მანძილზე.

 

ორსულთა ტოქსიკოზის მკურნალობა: 

დილის ავადმყოფობის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია თქვენი მკურნალი ექიმისგან მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები. პირველ რიგში მნიშვნელოვანია კვების დაბალანსება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა თქვენი კვების რაციონსა და ყოველდღიური ცხოვრების რიტმში , რათა მაქსიმალურად შევამციროთ გამოვლენილი სიმპტომების ხასიათი და ინტენსივობა. აღნიშნული რეკომედაციები მოიცავს შემდეგს:

- იყავით მშვიდად, მოსვენებულ მდგომარეობაში. გახსოვდეთ, რომ დაღლილობამ შესაძლოა გააუარესოს ორსულთა ტოქსიკოზის სიმპტომები. 

- თუ თქვენ გრძნობთ ჩივილებს დილით, უმჯობესი იქნება თავს მისცეთ გარკვეული დრო გაღვიძებიდან ადგომამდე და ადგეთ ნელა. 

- ადგომამდე კარგია თუ მიირთმევთ რაიმე მშრალ საკვებს, მაგალითად ორცხობილას, ჩხირებს და მსგავს პროდუქტებს. 

- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხეები, მაგ: წყალი. თუმცა გახსოვდეთ, რომ სითხე უნდა მიიღოთ მცირე ულუფებით,მაგრამ ხშირად დღის განმავლობაში. ერთდროულად სითხის დიდი რაოდენობით მიღებისგან თავის არიდება საგრძნობლად შეამცირებს ღებინების სიხშირეს. 

- ეფექტურია ლიმონის და ლიმნიანი ჩაის ან წვენის მიღებაც.

- რეკომედებულია მცირე ულუფებით, მაგრამ ხშრად კვება ისეთი საკვებით, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცვას ნახშირწყლებს , როგორიცაა მაგ: პური, ბრინჯი, მაკარონი და მცირე რაოდენობით ცხიმს.

-  მოერიდეთ ტკბილ და ცხარე საკვებსაც. 

- უპირატესობა მიანიჭეთ ცივ საკვებს ცხელთან შედარებით. 

-  მოერიდეთ მძაფრ არომატებს. სხვადასხვა სახის არომატს შეუძლია ტოქსიკოზის სიმპტომების როგორც გამოწვევა ასევე გაუარესება.

-  მოერიდეთ ცივ, ასევე ტკბილ სასმელებს.

- დადგენილია, რომ ფიქრი გულისრევაზე აუარესებს ორსულის მდგომარეობას, ამიტომ გახსოვდეთ, რომ ყურადღების გადატანა ასევე დაგეხმარებათ ტოქსიკოზის სიმპტომების შემსუბუქებაში.

- ატარეთ კომფორტული ტანისამოსი. გახსოვდეთ, ტანსაცმელი ნაკლებად მოჭერილი უნდა იყოს ტანზე.

- არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კოჭა და კოჭის შემცველი პრდუქტები ამსუბუქებს ტოქსიკოზის სიმტომების მიმდინარეობას. ამასთან დღემდე არ გამოვლენილა არანაირი გვრდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს კოჭას გამოყენებასთან.

 

ამის მიუხედავად, ჩვენი რჩევა იქნება, კოჭის შემცველი დანამატების გამოყენებამდე შეთანხმოთ მისი შემადგენლობა ექიმთან და მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენოთ ის.

-  ქალების ნაწილი აღნიშნავს, რომ ჯინჯერის შემცველი ორცხობილა ასევე ამცირებს გულისრევისა და ღებინების სიმპტომებს. 

-  აკუპრესურა ასევე შესაძლოა იყოს ეფექტური ორსულთა ტოქსიკოზის სიმპტომების შესამცირებლად.

აკუპრესურა მოიცავს სპეციალური ბანდაჟის ან სარტყელის ტარებას მხრის მიდამოში. მკვლევართა ნაწილი თანხმდება, რომ ზეწოლა სხეულის გარკვეულ ადგილებზე მოქმედებს თავის ტვინზე და იწვევს თავის ტვინში ისეთი ნივთიერებების გამოთავისუფლებას რომლებიც ამცირებენ გულისრევას დაღებინებას.

არ არსებობოს მტკიცებულება ორსულობის დროს აკუპრესურის მეთოდის გამოყენებით გამოწვეული რაიმე სერიოზული გართულებების შესახებ, თუმცა ზოგიერთი ქალი აღნიშნავს დაბუჟების, ტკივილის და შეშუპების გაჩენას ზედა კიდურების მიდამოში აკუპრესურის მეთოდის გამოყენების შემდეგ. 

 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს დილის ავადმყოფობის არსებობისას? 

თუ თქვენ აღგენიშნებათ ღებინება, რომელიც არ ექვემდებარება შესაბამის დიეტას/ როგორც საკვები რაციონის ცვლილებას, ასევე სითხეების სწორად მიღებას, შესაძლოა განვითარდეს სხეულის დეჰიდრატაცია/გაუწყლოვნება ან მალნუტრიცია. 

ასეთ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სხვადასხვა სახის სამკურნალო საშუალება ჩივილების შესამსუბუქებლად. 

გახსოვდეთ, რომ თვითნებურად მედიკამეტების მიღება ორსულობის დროს არ შეიძლება. 

 

მიაკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს მაშინ თუ:

- გაქვთ მუქი ფერის შარდი ან არ გაქვთ შარდვა 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში

- ვერ იღებთ საკვებს ან სასმელს 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში

- გაქვთ ძლიერი ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა ან სისუსტე ფეხზე ადგომის დროს.

- გაქვთ ტკივილი მუცლის არეში

- ტემპერატურამ მოიმატა 38C მეტად ან თუ მოიმატა არტერიულმა წნევამ

გახსოვდეთ, რომ გულისრევის და ღებინების მიზეზი ყველა შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ორსულთა ტოქსიკოზი. მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება საშარდე გზების მწვავე ინფექციაც, რომელიც განსაკუთრებით ხშრია ორსულებში და საჭიროებს დროულ და ადექვატურ მკურნალობას. დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე, რომ გაძლიერდეს შარდვა და შემცირდეს ტკივილი ამ დროს. საშარდე გზების ინფექციის გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 

P.S. გაიგეთ მეტი! დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა!

გაეცანით ჩვენს სტატიებს, დასვით კითხვები და მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

 

სტატიის ავტორები:

თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი

რეზიდენტი: მარიამ ანდღულაძე