რა ძირითადი გამოკვლევევები უნდა ჩაიტაროს უნაყოფო წყვილმა

თარიღი: 14 თებერვალი, 2018

 

კლინიკა’’ინ ვიტრო’’ არის ლიდერი ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ინ ვიტრო განაყოფიერებას 20 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი ბ-ნი გია ცაგარეიშვილისა და ქ-ნი ნატალია ხონელიძის გუნდის მიერ და დღემდე ათასობით იმედგადაწურული ოჯახისათვის ბედნიერების მოტანის საწინდარი გახდა. მრავალწლიანი გამოცდილება, უახლესი ტექნოლოგიები ,მაღალი პროფესიონალიზმი, პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება  და უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო კავშირი კლინიკა ‘’ინ ვიტროს’’ წარმატების გარანტიაა.

რა ძირითადი გამოკვლევევები  უნდა ჩაიტაროს უნაყოფო წყვილმა
უნაყოფობა არის სინდრომი, როდესაც 12 და მეტი თვის განმავლობაში დაუცველი, რეგულარული, სქესობრივი ცხოვრების ფონზე ორსულობა არ დგება.
მსოფლიოში რეპროდუქციული ასაკის ყოველი 6 წყვილიდან 1-ს აღენიშნება უნაყოფობა:
· 20-35% - ში  უნაყოფობა გამოწვეულია ქალის ფაქტორით
· 20-30% - ში - მამაკაცის ფაქტორით
· 25-40% - ში - ორივეს ფაქტორით ერთად
· 10-20% -ში უნაყფობის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება

შესაბამისად, უნაყოფობის  პრობლემის არსებობისას აუცილებელია როგოც ქალის, ასევე მამაკაცის ერთობლივი გამოკვლევა, რისთვისაც ყველა პირობაა შექმნილი ჩვენს კლინიკაში.

ზოგადად, უნაყოფობის თვალსაზრისით წყვილის გამოკვლევას ვიწყებთ თუ 1 წლის განმავლობაში, დაუცველი, რეგულარული სქესობრივი ცხოვრების ფონზე ორსულობა არ დადგა, ხოლო თუ ქალის ასაკი აღემატება 35 წელს - უნაყოფობის მიზეზის დადგენა მიზანშეწონილია დაუცველი, რეგულარული სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან უკვე 6 თვის შემდეგ.

ქალის ასაკი - ეს არის პირველი და მთავარი მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს ორსულობის  შანსის პროგნოზის  საშუალებას როგორც ბუნებრივ, ისე ინ-ვიტრო ციკლში.

ქალის გამოკვლევისას ხდება საკვერცხეების, საშვილოსნოს, საშვილოსნოს მილების მდგომარეობის შესწავლა.

ძალიან დიდი მნივნელობა აქვს ანამნეზის დაწვრილებით შეკრებას - ყურდღება ექცევა მენსტრუაციული ციკლის რეგულარობას, მენსტრუაციული სისხლდენის ხასიათს, სხეულის მასის ინდექსს, სხეულზე ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილების ტიპს,  ჰიპერანდროგენიის გარეგნული ნიშნების (ჭარბთიანობა, აკნე) შეფასებას, ქირურგიულ ჩარევებს მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე, სქესობირივი ცხოვრების სიხშირეს და ა.შ.

გამოკვლევის პირველ ეტაპზე ფასდება საკვერცხეების რეზერვი, რისთვისაც ტარდება სისხლის ჰორონული ანალიზი - AMH, FSH, E2 და ულტრასონოგრაფიული კვლევა საკვერცხეებში ფოლიკულების რაოდენობის დადგენის მიზნით, შემდეგ ვაფასებთ  დროულად ხდება თუ არა ოვულაცია (ფოლიკულის მომწიფება და გასკდომა).

საშვილოსნოს მდომარეობის შეფასებისთვის ტარდება 2D  და 3D ულტრასონგრაფიული კველვა, საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიაზე ეჭვის შემთხვევაში რეკომენდირებულია დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპიის ჩატარება.

ვინაიდან საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ფუნქციონირება პირდაპირ კვაშირშია ჰორმონულ სტატუსთან, ტარდება სისხლის ჰორმონული ანალიზი. საკვერცხის ჰორმონების გარდა, ფასდება ჰიპოფიზის, ფარისებრი, თირკმელზედა  ჯირკვლების,   პანკრეასის ფუნქციონირება.

საშვილოსნოს მილების შეფასებისთვის ტარდება  ჰისტეროსალპინგოგრაფია,  ჰისტეროსალპინგო-კონტრასტ - ულტრასონოგრაფია.

დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია  უნაყოფობის კვლევის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი მეთოდია,  განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც  ანამეზში აქვთ მცირე მენჯის ღრუს  ანთებითი დაავადებები, ქირურგიული ჩარევა მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე,  ენდომეტრიოზი ან პაციენტებში, რომლებთანაც უნაყოფობის მიზეზის დადგენა, ზემოთ აღნიშნული კვლევებით, ვერ მოხერხდა.

ორსულობის დაგეგმვამდე   ხორციელდება TORCH   და უჯრედშიდა ინფექციების კვლევა. ასევე წყვილში ტარდება  სკრინინგი  აივ-ინფექციის, ჰეპატიტების გამოვლენის მიზნით.

საჭიროების შემთხვევაში ტარდება გენეტიკური  ანალიზი, როგოც ქალის, ასევე მამაკაცის.

მამაკაცის კვლევისას პირველ ეტაპზე ვაფასებთ  სპერმოგრამის მონაცემებს, რომლებიც   უნდა  შეფასდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO)  მიერ მოწოდებული უახლესი კრიტერიუმებით, რომლის მიხედვითაც ნორმალურ სპერმად ითვლება   თუ:
· სპერმატოზოიდების კონცენტრაცია  ეაკულატის 1 მილილიტრში  აღემატება 15 მლნ-ს,  ხოლო მთელ ეაკულატში  -   39 მლნ-ს
· მოძრავი სპერმატოზოიდების  პროცენტული შემცველობა აღემატება  40% -ს, ხოლო  პროგრესულად მოძრავის -   32%-ს
· ნორმალური  მორფოლოგიის მქონე სპერმატოზოიდების კონცენტრაცია  მეტია   4% -ზე.

თუ  სპერმოგრამის მაჩვნებლები ნორმას არ შეესაბამება,  დიაგნოზის დაზუსტების მიზნით რეკომენდებულია მისი განმეორება. საჭიროების შემხვევაში ტარდება ჰორმონული კვლევა მამაკაცებში.

ეაკულატში სპერმტოზოიდების არარსებობის დროს (აზოოსპერმია) ტარდება სათესლე ჯირკვლების ბიოფსია სპერმატოზოიდების  დეტექციის მიზნით.

რაც შეეხება, ანტისპერმალური ანტისხეულების განსაზღვრას  სისხლსა თუ სპერმაში, ასევე  ცერვიკალური ლორწოს პოსტკოიტალური ტესტის ჩატარება  არ არის რეკომენდებული  მათი  დაბალი ინფორმატიულობის გამო. 


ქეთევან კაკაშვილი: რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი


მისამართი: ქ.თბილისი, ლუბლიანას2/6
ქ.ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 159ბ
ტელ: +995 32 2 15 77 77
www.invitro.ge
Facebook: In Vitro Clinic.კლინიკა ინ ვიტრო