რატომ ვბრაზობთ, როცა გვშია?

თარიღი: 04 აპრილი, 2017

რატომ ვბრაზობთ, როცა გვშია?

შიმშილის დროს ადამიანს ხასიათი ეცვლება.

დიახ, ამ განცდას ფსიქოლოგიური მიზეზი აქვს. შიმშილის დროს იზრდება გაღიზიანების დონე და ამაში დამნაშავეა თქვენი სისხლის გლუკოზა.

მოგეხსენებათ, ორგანიზმი საკვებს გარდაქმნის ამინომჟავად, ცხიმად და შაქრად და მათ შორის გლუკოზად. როცა ეს პროცესი ირღვევა, მაღვიძარაც ირთვება.

 

ჩვენი ტვინი დამოკიდებულია გლუკოზაზე, რომელიც მის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. როცა გლუკოზის დონე მნიშვნელოვნად მცირდება, ადამიანს უჭირს დაკისრებული მოვალეობის შესრულება. ზოგიერთი პიროვნება უჩივის თავბრუსხვევას ან შფოთვას.

 

სისხლის გლუკოზის რეგულირება ინდივიდუალურია. მაგალითად, სპორტდარბაზში ინტენსიური ვარჯიში ზოგიერთი ადამიანისთვის რელაქსაციის საშუალებაა, მაგრამ სხვებისთვის არა. სწორედ ამიტომ შიმშილის გამო ზოგიერთი ადამიანი ბრაზდება, ღიზიანდება მაშინ როცა სხვას შეუძლია ე.წ. განტვირთვის დღე მომღიმარი სახით დაიცვას და შოკოლადის დანახვაზე გუნება–განწყობილება არ გაუფუჭდეს.

 

მკვლევარები თანხმდებიან, რომ სისხლში შაქრის დაბალ დონესა და სიბრაზეს შორის ძლიერი კავშირია.

 

სიბრაზის მეორე მიზეზია ის, რომ ორგანიზმი ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს სისხლში შაქრის დაბალ შემცველობას. ამ დროს თქვენი ტვინი კონკრეტულ ორგანოებს სიგნალებს უგზავნის – გამოყოფს ადრენალინს, რომელიც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ხასიათზე.

 

ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ როცა ადამიანს შია, ჯანსაღი საკვები უნდა მიირთვას.