Nuk
როგორ დავაღწიოთ თავი ჩირქოვან გამონაყარს ანუ აკნეს?

თარიღი: 14 თებერვალი, 2017

როგორ დავაღწიოთ თავი ჩირქოვან გამონაყარს ანუ აკნეს ?

რა კავშირი აქვს აკნეს გინეკოლოგიასთან?

ვისაც არ  აწუხებს აკნეს პრობლემა , მათთვის რთულია წარმოდგენა თუ რაოდენ დიდ ემოციურ სტრესსთან არის იგი დაკავშირებული, რამდენად  აქვეითებს პიროვნების  თავდაჯერებულობას და რას ნიშნავს მუდმივი, დაუსრულებელი ბრძოლა "გლუვი, ლამაზი კანისთვის". კოსმეტიკური სამყარო თითქოს გვთავაზობს ფართო არჩევანს აკნეს სამკურნალოდ, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ... რადგან აკნე არ არის მხოლოდ კანის ადგილობრივი პრობლემა და მას ბევრად  უფრო ღრმა ფესვები აქვს... ამ თემაზე გვესაუბრება ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა ‘’ინ ვიტროს’’ რეპროდუქტოლოგი, მეან - გინეკოლოგი ქეთევან კაკაშვილი

რას წარმოადგენს აკნე?

აკნე კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული  ანთებითი დაავდებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია კანისა და  თმის ცხიმიანობის მატება, კანზე  შავი და თეთრი  (დახურული და ღია) ფერიმჭამელებისა და   ჩირქიანი გამონაყარის არსებობა.

აკნე განსაკუთრებით  მოზარდთა პრობლემაა, თუმცა მოზრდილების  -  როგორც ქალების, ასევე მამაკაცების, არც თუ მცირე ნაწილი უჩივის  აღნიშნულ დაავადებას.

რატომ ვითარდება აკნე - მითი და რეალობა და რა კავშირი აქვს მას გინეკოლოგიასთან?

ხშირ შემთხვევაში აკნე კანის იზოლირებული დაავადება ჰგონიათ და არც თუ იშვიათად უკავშირებენ გარკვეული საკვების (მაგ.თხილეულის და ა.შ.) მიღებას, კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის დარღვევას,  თუმცა რეალურად  მისი განვითარება დაკავშირებულია სასქესო ჰორმონებთან, კერძოდ  ანდროგენების (მამაკაცის ტიპის ჰორმონები) მატებასთან,    რომლებიც წარმოადგენენ აკნეს განვითარების მთავარ და გამშვებ მექანიზმს. სწორედ ამიტომ აკნე  გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის ჭრილში განიხილება.

როგორ ვითარდება აკნე ?

კანის  თმის  ფოლიკულები შეიცავენ   დიდი რაოდენობით ცხიმოვან  ჯირკვლებს, რომლებიც ნორმაში გამოიმუშავებენ ცხიმს, რაც განაპირობებს კანის სირბილესა და სინოტივეს; აღნიშნული ცხიმოვანი ჯირკვლები ანდროგენებით ჭარბი სტიმულაციის შედეგად, რომელიც სხვადასხვა  მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული,  იწყებენ ცხიმის გაძლიერებულ გამომუშავებას, რაც იწვევს კანის ფოლიკულის გაფართოვებას, ცხიმოვან  სეკრეტში გარქოვანებული  უჯრედების დაგროვებას, შედეგად ფოლიკულის არხში "საცობის" წარმოქმნას, რაც იწვევს  კომედონის ანუ ფერიმჭამელას ჩამოყალიბებას, რომლის დაჩირქების შედეგად ვითარდება ჩირქოვანი გამონაყარი ანუ   აკნე . დაავადებას  ახასიათებს გამწვავება-რემისიებით  მიმდინარეობა  და ხშირ შემთხვევაში  კანზე ტოვებს არასასურველ, ძნელად მოსაშორებელ  ნაწიბურებს.

რა არის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანდროგენებით (მამაკაცის ტიპის ჰორმონებით) ჭარბი სტიმულაციის მიზეზი?

მიზეზი გახლავთ ანდროგენების ჭარბი რაოდენობით გამომუშავება და/ ან კანის ფოლიკულების მომატებული მგრძნობელობა ანდროგენების მიმართ.

ანდროგენების ჭარბი წარმოქნა  აღინიშნება საკვერცხეებისა  და თირკმელზედა ჯირკვლების გარკვეული დაავდებების დროს, ვინაიდან ქალის ორგანიზმში ანდროგენები ძირითადად ამ ორ ენდოკრინულ ჯირკვლაში გამომუშავდება. ხოლო  კანის ფოლიკულების მომატებული მგრძნობელობა ანდროგენების მიმართ   გენეტიკურად არის განპირობებული და დაკავშირებულია ანდროგენული რეცეპტორების რაოდენობის მატებასთან.

რა უნდა გავაკეთოთ აკნეს სამკურნალოდ?

პირველ რიგში აუცილებელია  დროულად მივმართოთ ექიმს, რომ ავიცილოთ ნაწიბურების წარმოქმნა კანზე; 

ეფექტური მკურნალობის აუცილებელი წინაპირობაა  სწორი დიაგნოზის დასმა, რათა დადგინდეს  აკნეს გამომწვევი მიზეზი, რისთვისაც ძირითადად ტარდება სისხლის   ჰორმონული   ანალიზი და ულტრასონოგრაფიული კვლევა, საჭიროების შემთვევაში ხორციელება  დამატებითი კვლევები.

სასურველი ეფექტის მიღებისთვის კი აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა, რომელიც მოიცავს:

• ანდროგენების ჭარბი სეკრეციის  ნორმალიზებას

• ანდროგენებისადმი კანის მგრძნობელობის დაქვეითებას

• ანთების საწინააღმდეგო მკურნალობას, როგორც  სისტემურად ასევე ადგილობრივად

გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ადგილობრივი ატიბიოტიკოთერაპია, რასაც მიმართვას აკნეთი დაავადებული ადამიანების უმრავლესობა ექიმთან მისვლამდე , არაეფექტურია, სწორედ ამიტომ,  იგი არ ახდენს გავლენას აკნეს გამომწვევ მიზეზზე და შესაძლოა გაართულოს კიდეც  მდგომარეობა  ანტიბიოტიკებისადმი კანის მგრძნობელობის დაქვეითების გამო.

ასე, რომ აკნეს პრობლემა სრულად დაძლევადია, თუ მას მივუდგებით სწორად და დროულად!



მისამართი : ლუბლიანას2/6

ტელეფონი: + 995 32 2 15 77 77

WWW.INVITRO.GE

Facebook – In Vitro Fertilization