როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში ექიმთან მისვლამდე - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე

თარიღი: 16 იანვარი, 2017

ვის აქვს მშრალი კანი და რატომ?

ნებისმიერ ადამიანს შესაძლებელია ჰქონდეს მშრალი კანი. კანი ხდება მშრალი, როდესაც ის კარგავს წყალს. კანის სიმშრალის გამომწვევი  მიზეზია:

ასაკი: ასაკთან ერთად კანი ხდება თხელი და უფრო მშრალი. 40 წლის ასაკისთვის კი ბევრ ადამიანს სჭირდება  ყოველდღიურად  კანის დამატენიანებელი კრემის  გამოყენება.

კლიმატი: მშრალი კლიმატის ქვეყნებში ცხოვრება აშრობს კანს.

კანის დაავადებები: ნებისმიერი ასაკის ადამიანები, რომელთაც აქვთ  ატოპიური დერმატიტი. ფსორიაზი ასევე იწვევს მშრალი კანის განვითარებას.

პროფესია: ძიძები, ექთნები, მზარეულები, თმის სტილისტები, დიასახლისები და სხვა პროფესიის ხალხი, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ  წყალან მთელი დღის განმავლობაში. შედეგად კანი ხდება გამომშრალი, მგრძნობიარე და დახეთქილი.

ცურვა: ქლორის მაღალი დონე აუზში იწვევს კანის სიმშრალეს.

 

7 რჩევა რას ვერიდოთ და როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში ექიმთან მისვლამდე

1. თბილი წყალი დიახ, ცხელი არა

რეგულარულად ცხელი შხაპის მიღება აცლის თქვენს სხეულს ბუნებრივ ბარიერს, ეს ბარიერი კი ეხმარება კანს წყლის შეკავებაში, უზრუნველყოფს კანის სიგლუვესა და ტენიანობას. ასე რომ შეამცირეთ ტემპერატურა და არ გაჩერდეთ დიდი ხნის განმავლობაში შხაპის ქვეშ. ასევე მნიშვნელოვანია აბაზანის მიღების ხანგრძლივობის გათვალისწინებაც. ისინი ვინც მიდრეკილნი არიან კანის სიმშრალისკენ დაბანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებობდეს 5-10 წთ-ს, იმისთვის რომ კანი ზედმეტად არ დალბეს. 

2. დასაბანი საშუალების შერჩევა

კანის მოვლა იწყება კანის დაბანით. თუ გაქვთ მშრალი კანი მოერიდეთ ჩვეულებრივ საპნებსა და უხეშ საწმენდ საშუალებებს. საპნის საშუალო pH დონე  არის 9-დან 10-მდე. კანის ნორმალური pH დონე კი 4-დან 5-მდე მერყეობს. ამ განსხვავებების გამო საპონს შეუძლია თქვენი კანის pH დონე გაზარდოს არასასურველ ზღვრამდე და გამოიწვიოს ან გააღმაოს კანის სიმშრალე.

უმჯობესი იქნება თუ არ გამოიყებეთ ჩვეულებრივ საპნებს, რადგან ისინი, როგორც წესი შეიცავენ ნატრიუმის ლაურილსულფატის, ეს ქიმიური ნივთიერება ქმნის საპნის ქაფს და აღიზინებს კანს. ასევე არ არის რეკომენდებული ანტიბაქტერიული საპნების გამოყენება მშრალი კანის შემთხვევაში, რადგან ის ასევე ხელს უწყობს კანის გამოშრობას. შეაჩერეთ არჩევანი უსაპნო, ჰიპოალერგიულ, არომატისგან და ქიმიური დანამატებისგან თავისუფალ საშუალებებზე. სასურველია შეიცავდეს ცერამიდებს. ცერამიდები არის ცხიმოვანი მოლეკულები, რომლებიც ქმნიან კანის გარე ბარიერს.ისინი ეხმარება კანს ტენიანობის შენარჩუნებაში. 

3. მშრალი კანი და გაპარსვა

გაპარსვამ შესაძლოა გააღიზიანოს  მშრალი კანი, ასევე გაპარსვის დროს არასასურველ თმასთან ერთად კანს აცლით ბუნებრივ ზეთს. გაპარსვისთვის საუკეთესო დროა შხაპის შემდგომი პერიოდი. თმა უფრო რბილი და დამყოლია. ყოველთვის გამოიყენეთ საპარსი კრემი ან გელი, გაიპარსეთ თმის ზრდის მიმართულებით, რათა თავიდან აიცილოთ კანის დაზიანება. საპარსის პირი შეცვალეთ 5 ან 7 გაპარსვის შემდეგ. დაბლაგვებულ საპარსის პირს შეუძლია გამოიწვიოს დამატებითი კანის გაღიზიანება.

4. მზისგან დაცვა

მოგეხსენებათ კანის სიმშრალე წყლის შეკავების დარღვევასთან არის დაკავშირებული, შესაბამისად კანის ბარიერული შრე დარღვეულია და მზის ულტრაიისფერი სხივები განსაკუთრებით მავნედ მოქმედებენ მასზე,  იწვევენ ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების განვითარებას. ამიტომაც სასურველია მშრალი კანის მქონე ადამიანებმა წლის მანძილზე მუდმივად გამოიყენონ მზის დამცავი კრემები SPF 30-დან სპეციალისტთან შეთანხმებით.

5. კანის დატენიანების წესები

რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემის შერჩევისას მის შემადგენლობაში შედიოდეს ცერამიდები, შის კარაქი, სტეარინის მჟავა, გლიცერინი.

• დაიბანეთ ჰიპოალერგიული უსაპნო თხევადი გამწმენდით

• შეიმშრალეთ პირსახოცით და დაელოდეთ კანს შეშრეს არაუმეტეს 20 წამისა.

• დამატენინებელი დაიტანეთ ოდნავ სველ კანზე, აბაზანის შემდგომ რათა შეინარჩუნოს ტენიანობა.

• დაიტენიანეთ ხელები ყოველი დაბანის შემდეგ,რათა აორთქლებულმა წყალმა კიდევ უფრო მეტი ტენიანობის დაკარგვა არ გამოიწვიოს.

6.  ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა

ცივი და მშრალი ჰაერი მთავარი მიზეზია მშრალი და გაღიზიანებული კანისა. თქვენს სახლში არსებული გამათბობელი მართალია გათბობთ, მაგრამ ამასთანავე იწვევს ჰაერის ტენიანობის დაკარგვას. რაც იწვევს მშრალი კანის კიდევ უფრო დასკდომა-დახეთქვას.

სწრაფად და მარტივად რომ შეავსოთ დაკარგული ტენიანობა, გამოიყენეთ დამატენიანებელი მოწყობილობა საძინებელში, რაც საშუალებას მოგცემთ მარტივად აკონტროლოთ ტენიანობა და კანი დაიცვათ გამოშრობისგან.

 

7. ხელთათმანები და ტანსაცმელი

ხელთათმანების ტარებით შეგიძლიათ შეამციროთ კანის გამოშრობა და დახეთქვა. დარწმუნდით რომ ხელთათმანები გიკეთიათ სანამ:

• ზამთარში გარეთ გახვალთ;

• შეასრულებთ ისეთ სამუშაოს,რომელიც მოითხოვს ხელების დასველებას;

• სანამ ხელით შეეხებით ქიმიკატებს და სხვა ნივთიერებებს;

• ატარეთ ბამბა ან აბრეშუმი თქვენი ტანისამოსის ქვეშ. მატყლი ან სხვა ქსოვილი აღიზიანებს კანს