საგანგებო შემთხვევების კონტრაცეფცია - რა უნდა ვიცოდეთ?!

თარიღი: 02 მაისი, 2019

საგანგებო შემთხვევების კონტრაცეფცია - რა უნდა ვიცოდეთ?!

საუბრობს  მედიცინის დოქტორი, ექიმი გინეკოლოგი  ქალბატონი ნინო ჩოგოვაძე 

თანამედროვე წყვილების უმრავლესობა, სამწუხაროდ, არ არის ინფორმირებული ექსტრემალური კონტრაცეფციის არსებობასთან დაკავშირებით,  ან  ინფორმაციას არ ფლობს მისი სწორი, დროული გამოყენების შესახებ. ამიტომ ხშირია როცა წყვილი / ქალბატონი  კარგავს დროს და გამორჩება ის პერიოდი როდესაც  ეფექტური იქნებოდა „ექსტრემალური კონტრაცეფციული“ საშუალების გამოყენება, რითაც  ის , შემდგომში თავს აარიდებდა  დაუგეგმავ ორსულობას და არასასურველ  აბორტს, რომელსაც უამრავი ზიანის მიყენება შეუძლია ქალის ორგანიზმისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ აბორტის  არაჰუმანურ მხარეზე.

რა არის ექსტრემალური კონტრაცეფცია?

ექსტრემალური კონტრაცეფცია მიეკუთვნება კონტრაცეფციის ისეთ სახეს, რომელიც გამოიყენება უშუალოდ დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ და  რომლის გამოყენებაც,  იცავს ქალს არასასურველი ორსულობისა და შემდგომი აბორტისაგან. 21-ე საუკუნეში, თანამედროვე კონტრაცეფციული მეთოდების ცოდნა საშუალებას იძლევა მინიმუმამდე შემცირდეს აბორტების რიცხვი.  ასეთი ექსტრემალური კონტრაცეპტივების გამოყენება რეკომენდებულია სქესობრივი აქტიდან 72 საათის  განმავლობაში, თუმცა უნდა აღინიშნოს , რომ მათი  ეფექტურობა მით უფრო მაღალია, რაც  უფრო სწრაფად ხდება მათი მიღება  დაუცველი სქესობრივი  აქტის შემდეგ.

რა მოქმედების მექანიზმი აქვს ექსრემალური კონტრაცეფციის საშუალებებს?

თუ ასეთი ტიპის კონტრაცეპტივების  მოქმედების მექანიზმს განვიხილავთ, კონკრეტულად რომელიმე საშუალების, მაგალითად გინეპრისტონის (მიფეპრისტონი 10 მგ),  მაგალითზე, რომელიც სხვა არსებული საშუალებებისაგან განსხვავდება :  არაჰორმონალური მოქმედებით (მოქმედებს რეცეპტორულ დონეზე) , ნაკლები გვერდითი მოვლენებითა და უსაფრთხოების მაღალი პროფილით.  უნდა ითქვას , რომ პრეპარატი გინეპრისტონი მოქმედებს და ეფექტურია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ ეტაპზე, (რაც  ასევე მის ერთ ერთ უპირატესობას წარმოადგენს). პრეპარატი მოქმედებს მენსტრუალური ციკლის   ფაზის მიხედვით მოცემულ მომენტში,კერძოდ  ოვულაციამდე პერიოდში-  ახდენს ოვულაციის პროცესის შენელებას, გადავადებას  ან ლორწოვანის ჩამოშლას  -ოვულაციის შემდგომ პერიოდში, რაც ორივე შემთხვევაში ხელს უშლის დაორსულებას.  ამგვარად  გინეპრისტონს არ აქვს ე.წ აბორტული მოქმედება. მეტიც, უნდა აღინიშნოს , რომ გინეპრისტონი ვერ ახდენს ზემოქმედებას უკვე დამდგარ ორსულობაზე  და არ აყენებს ზიანს განვითარებად ემბრიონს.

როგორია გინეპრისტონის გამოყენების წესი? აქვს თუ არა მოხმარების რაიმე განსაკუთრებული მითითება?

გინეპრისტონი მიიღება ერთჯერადად, დაუცველი სქესობრივი აქტიდან 72 საათის განმავლობაში. რეკომენდებულია  გინეპრისტონის მიღებამდე 2 სთ და მიღების შემდეგ 2 სთ, შევიკავოთ თავი  საკვების მიღებისაგან. სხვა განსაკუთრებული რეკომენდაცია გინეპრისტონის მიღებას არ აქვს.

ვის შეუძლია გამოიყენოს ექსტრემალური კონტრაცეფციული საშუალებები და არსებობს თუ არა მათი შერჩევის რაიმე მეთოდი ან გზა?

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა კონტრაცეფციული საშუალება, იქნება ეს გეგმიური თუ ექსტრემალური, გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. გეგმიური კონტრაცეფციული საშუალება, რა თქნმა უნდა, უმჯობესია შერჩეული იქნას ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების  გათვალისწინებით, პირადი ექიმ გინეკოლოგის მიერ. მაშინ როცა ექსტრემალური (გადაუდებელი, სასწრაფო) კონტრაცეფცია(გინეპრისტონი), როგორც მისი სახელიდანაც ჩანს, გამოიყენება უშუალოდ დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად - შესაბამისი ეფექტურობის მისაღწევად და შერჩევის რაიმე განსაკუთრებულ მეთოდს არ მოითხოვს.

ექსტრემალური კონტრაცეპტივი - გინეპრისტონი, შესაძლოა დაჭირდეს რეპროდუქციული (შვილოსნობის ასაკის მქონი) ნებისმიერ ქალს, გინეპრისტონს არ აქვს  გამოყენების ასაკობრივი შეზღუდვა, ხასიათდება უსაფრთხოების მაღალი პროფილით, არ აქვს რაიმე განსაკუთრებული უკუჩვენება,  არ აქვს შეზღუდული, ერთი ციკლის (ერთი თვის) მანძილზე , გამოყენების ჯერადობა. თუმცა უნდა აღინიშნოს , რომ თუ ქალს გინეპრისტონი თვეში 2 ჯერ ან მეტჯერ დასჭირდა, უკეთესი იქნება  მიმართოს გინეკოლოგს გეგმიური კონტაცეფციული საშუალების შერჩევის მიზნით. რადგან გინეპრისტონი მიეკუთვნება ექსტრემალური კონტრაცეფციის საშუალებებს და უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ  ე.წ „ავარიულ სიტუაციებში“|

რა იგულისხმება  ე.წ  „ავარიულ სიტუაციების და ექსტრემალური პირობების “  ხსენებისას?

ასეთი შემთხვევების ხსენებისას, ვგულისხმობთ

- პრეზერვატივის გახევას, ჩამოცურებას ან მისი არასწორი გამოყენების შემთხვევას

- გეგმიური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღების გამოტოვებას ან დავიწყებას

- დაუმთავრებელი სქესობრივი აქტი (ეაკულაცია  საშოში ან გარეთა სასქესო ორგანოებზე)

- სპერმიციდული ტაბლეტის არასრულ გახსნას

- კალენდარული მეთოდის  - ფერტილური დღეების  არასწორ  გამოთვლას

- გაუპატიურებას  ან ძალდატანებით  სქესობრივი აქტს

ამგვარად მოისაზრება ყველა ის შემთხვევა როცა  კონტრაცეფციული საშუალება არ იყო გამოყენებული ან მისი გამოყენების სისწორე და ეფექტურობა ეჭვს ბადებს და დგება სასწრაფო გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენების საკითხი და აუცილებლობა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა მიმართოთ  პირად ექიმ - გინეკოლოგს  ან  ფარმაცევტს , ასევე  ასევე შესაძლოა დაუკავშირდეთ კომპანია შტადას წარმომადგენლობას საქართველოში:   240 24  44