თარიღი: 16 ივნისი, 2017
სტაფილო მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით
ის შეიცავს ბეტა–კაროტინსა და ბოჭკოს. სტაფილო ძლიერი ანტიოქსიდანტია და ორგანიზმს ამდიდრებს A, C, K და B8 ვიტამინებით. მასში აღმოაჩენთ კალიუმსა და რკინას. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სტაფილოს წყალობით, ცუდი ქოლესტერინის დონე მცირდება და ამ გზით, გულის დაავადების პრევენციას ახდენს. მოგეხსენებათ, მაღალი ქოლესტერინი გულის დაავადების მთავარი რისკ–ფაქტორია.
სტაფილო კალიუმითაა მდიდარი, რომელიც სისხლძარღვების გასაფართოებელ ფაქტორს წარმოადგენს, ამსუბუქებს სისხლძარღვებსა და არტერიებში არსებულ წნევას. მოგეხსენებათ, რომ სწორედ ჰიპერტენზიაა ათეროსკლეროზის, ინსულტისა და გულის შეტევის რისკ–ფაქტორი. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სტაფილო ამცირებს ჰიპერტენზიას და გულის ჯანმრთელობას იცავს.
ეს სასარგებლო პროდუქტი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული ფუნქციებით გამოირჩევა და შესაბამისად, ამაღლებს იმუნიტეტს. სტაფილო შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ააქტიურებს ლეიკოციტებს.
ეს ბოსტნეული სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებისთვის. მისი წყალობით, ყაბზობის რისკიც მნიშვნელოვნად მცირდება. სტაფილო დადებითად აისახება თვალის ფუნქციონირებაზე. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, იმ კატეგორიაში, ვინც ბეტა–კაროტინით მდიდარ სტაფილოს მიირთმევს, მაკულარული დეგენერაციის განვითარების რისკი 40%–ით დაბალია.
თუ სტაფილოს ყოველდღე მიირთმევთ, ინსულტის რისკი 68%–ით მცირდება. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სტაფილო სასარგებლოა სისხლში შაქრის დონის რეგულირებისთვის.
წყარო: https://kirurgia.ge