Nuk
თურმანიძის მალამო

თარიღი: 16 მაისი, 2016

თურმანიძის მალამო 
✔ გამოცდილია საუკუნეების მანძილზე.
✔ არ შეიცავს ვაზელინს, ჰორმონებს და ქიმიურ ნივთიერებებს
✔ არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და კანის გაღიზიანებას
✔ მალამოს ქვემოთ მოყვანილი შეფუთვით უშუალოდ ამზადებენ კომპანია თურმანიძის წევრები
✔ კომპანია თურმანიძის დამფუძნებლებს ამ მალამოებით წინა და ამ საუკუნეში მორჩენილი ყავთ ათასობით პაციენტი.

თურმანიძეთა გვარი ქართულ ცნობიერებაში უკვე მრავალი საუკუნეა ასოცირებული განუმეორებელ მალამოსთან და სასწაულებრივ განკურნებასთან.რას წარმოადგენს თურმანიძის მალამო, რომელმაც ამდენი მადლიერება დაიმსახურა: მიუხედავად თანამედროვე ფარმაკოლოგიის უდიდესი წარმატებებისა, მთელ რიგ შემთხვევებში სახალხო მედიცინის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება შეუცვლელი რჩება და მხოლოდღა ის აღწევს სასურველ ეფექტს. ასეთი ფენომენი ქართულ სინამდვილეში გახლავთ საუკუნეების სიღრმიდან შემორჩენილი თურმანიძის მალამო.

მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ამ მალამოსი, რომელსაც დღესაც აწარმოებენ თურმანიძეთა შთამომავალნი, უთუოდ ისაა, რომ მისი რეცეპტურა, ინგრედიენტები, დამზადების წესი უცვლელად არის შენარჩუნებული ასეული წლების განმავლობაში და ჩვენს ტექნოკრატიულ საუკუნეში წინაპართა ეკოლოგიურად სუფთა გზავნილის სასწაულებლივ ეფექტს ახდენს.  თურმანიძის მალამო შედგება ბუნებრივი კომპონენტებისაგან. არ შეიცავს შხამებს, მძიმე ლითონებს, კანცეროგენულ ელემენტებს. ახასიათებს ანტისეპტური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. იწვევს უჯრედების სწრაფ რეგენერაციას და ეპითელიზაციას. იგი ერთნაირად რეკომენდირებულია, როგორც ჩვილი ბავშვებისათვის, ისე ზრდასრული პაციენტებისათვის. მალამო ეფექტურია აგრეთვე დიაბეტით დაავადებულთათვის.

თურმანიძის მალამოს არ გააჩნია წინააღმდეგ ჩვენება და თავსებადია ყველა არსებულ ფარმაკოლოგიურ საშუალებასთან. არ არის აღნიშნული გვერდითი მოვლენები და ალერგიული რეაქციები. არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. გამოყენების წესი მარტივია.