შპს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი ჩამოყალიბდა ორი ცნობილი კლინიკის, ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალის და წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის გაერთიანების შედეგად.
შპს ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალი გაიხსნა ქ. თბილისში გორგასლის ქ. #95 ში 1979 წელს, მას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი ცნობილი პიროვნება ბატონი ნიკოლოზ ბარნოვი. 2007 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალპროფილური ჰოსპიტალი გადავიდა სრულიად საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში.
წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლი დაფუძნდა ქ. თბილისში თარხნიშვილისქ #4-ში მდებარე პლატონ შუშანიას სახელობის #3 სამშობიარო სახლის ბაზაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს ლოცვა კურთხევით. სამშობიარო სახლის ბაზაზე ფუნქციონირებდა თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრა, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის სამეანო-გინეკოლოგიურ დარგის განვითარებასა და კადრების აღზრდაში.
2012 წლის 10 ოქტომბერს ორი კლინიკა გაერთიანდა და დაერქვა შპს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, ეს არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებას გააჩნია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დაკომპლექტებულია მაღვალკვალიფიციური კადრებით.
სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი ბატონი ვახტანგ სურგულაძე, რომელსაც აქვს MBA-ს ხარისხი, არის კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დამფუძნებელი და დეკანი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.
კლინიკის დირექტორები:
დირექტორი ადმინისტრაციულ დარგში: მარია ბარნოვა;
დირექტორი სამკურნალო დარგში: თამარ გვარჯალაძე;
დირექტორი სამართლისა და მედიცინის დარგში: ვეფხვია ოდიშარია.
სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს სამეანო, გინეკოლოგიური, ქირურგიული, ნევროლოგიური, სომატური, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები, ამბულატორია ქალთა კონსულტაცია, გადაუდებელი ამბულატორია.
ცენტრთან თანამშრომლობს ყველა სადაზღვევო კომპანია, ქალაქის მერია და რაიონული გამგეობები.
კლინიკას ყავს ისეთი წამყვანი სპეციალისტები როგორებიც არიან:
აკაკი ბაქრაძე, ლია ჯანელიძე, პლატონ მაჭავარიანი, ლია კვირკველია, ხვიჩა ხაჯაველიძე, ლალი ართილაყვა, დავით ლაგაზიძე, თინათინ დარჩია, თამარ ჩხაიძე, მურადი გუგავა, დავით მშვიდობაძე, ნინელი ხუცურაული, ნინო გედევანიშვილი.
ცენტრში ხორციელდება რადიოლოგიური და კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები 24 საათის განმავლობაში;
შპს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი მზად არის ნებისმიერი პაციენტის მისაღებად 24 საათი, კვირაში 7 დღე.
ამბულატორიული დეპარტმანეტი სთავაზობს პაციენტებს სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევებისა და სპეციალისტების კონსულტაციებს, ასევე რადიოლოგიურ, ულტრასონოგრაფიული კვლევებს.
სპეციალისტების კონსულტაციები : თერაპევტი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ქირურგი, მეან-გინეკოლოგი, პროქტოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, პულმონოლოგი, ალერგოლოგი, ენდოკრინოლოგი. ასევე კლინიკა იღებს ურგენტულ პაციენტებს რომლებსაც ესაჭიროებთ გადაუდებელი ამბულატორია.
სტაციონარი იღებს კარდიოლოგიურ ნევროლოგიურ ქირურგიულლ სამეანო-გინეკოლოგიურ თერაპიულ-რეანიმაციულ პაციენტებს.
სერვისები
1. ამბულატორიული დეპარტამენტი
1.1 ლაბორატორიული კვლევები
1.2 რადიოლოგია
1.3 ულტრასონოგრაფია
1.4 სპეციალისტების კონსულტაცია
1.4.1თერაპევტი
1.4.2 ნევროლოგი
1.4.3 კარდიოლოგი
1.4.4 ქირურგი
1.4.5 მეან/გინეკოლოგი
1.4.6 პროქტოლოგი
1.4.7 ოტორინოლარნგოლოგი
1.4.8 პულმონოლოგი
1.4.9 ალერგოლოგი
1.4.10 ენდოკრინოლოგი
1.4.11 ოფთალმოლოგი
1.5 ქალთა კონსულტაცია/ორსულტა პატრონაჟი
2. გადაუდებელი ამბულატორია:
გადაუდებელი ამბულატორია გულისხმობს მკურნალობას, რომელიც აუცილებელი შეიქმნა რაიმე უბედური შემთხვევის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების გამო, მაგრამ არ არის საჭირო საავადმყოფოში დიდი ხნით დაყოვნება: მაგ.: დამწვრობა, მოტეხილობა, მცირე ტრავმა, მოწამვლა, თირკმლის ჭვალი და სხვა.
გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას საჭიროებენ პაციენტები, რომელთათვისაც აუცილებელია გადაუდებელი სამკურნალო და დიაგნოსტიკური ღონისძიებების ერთობლიობა და ამავდროულად, არ ესაჭიროებათ სტაციონარული სამედიცინო მომსახურება. აღნიშნულის გადავადება კი იწვევს პაციენტის სიკვდილს, უნარშეზღუდულობას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუაერსებას.
1. სტაციონარი:
სტაციონარში მოთავსებას საჭიროებენ ისეთი ტიპის პაციენტები, რომელთათვისაც აუცილებელია სამკურნალო დაწესებულებაში დარჩენა 24 საათზე მეტი დროით (განსხვავებით ამბულატორიული მკურნალობისგან, როდესაც არ არის საჭირო საავადმყოფოში დიდი ხნით დაყოვნება). აქ ხდება მათი გამოკვლევა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. სტაციონარიდან პაციენტის გაწერა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი ჩათვლის, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება და აღარ არსებობს ჰოსპიტალური მკურნალობის აუცილებლობა.
ჩვენი კლინიკის სტაციონარში მიმდინარეობს პაციენტის გამოკვლევა და მკურნალობა პროფესიონალ მედიკოსთა მეთვალყურეობით სადღეღამისო რეჟიმში.
ჰოსპიტალური მომსახურება უნდა განორციელდეს შესაბამისი მიმართულების ლიცენზიის მქონე ჰოსპიტალში. ჩვენს კლინიკას აქვს ლიცენზიები შემდეგი მიმართულებებით:
1. რეანიმაცია;
2. ქირურგიული პროფილის საქმიანობა , რომელიც მოიცავს მუცლის ღრუს, გულმკერდის, ჩირქოვანი, ენდოკრინული (ჩიყვი) პათოლოგიების ქირურგიულ მკურნალობას;
3. ტრავმატოლოგია;
4. პროქტოლოგია – სწორი ნაწლავის დაავადებათა ქირურგიული მკურნალობა (ბუასილი, სწორი ნაწლავის ფისტულები);
5. ონკოლოგია – ავთვისებიანი სიმსივნეების დაავადებათა ოპერაციული მკურნალობა;
6. მეანობა – ქალთა კონსულტაცია, საკეისრო კვეთა, ფიზიოლოგიური და გართულებული მშობიარობა;
7. ნეონატოლოგია – ახალშობილის მოვლა;
8. გინეკოლოგია – ქალთა სასქესო ორგანოების დაავადებათა გამოკვლევა, კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობა და რეაბილიტაცია;
9. ოტორინოლარინგოლოგია – ყელ–ყურ–ცხვირის პათოლოგიის სრული გამოკვლევა და სტაციონარული მკურნალობა;
10. ოფთალმოლოგია – თვალის სნეულებათა გამოკვლევა და მხედველობის კორექცია.
ჩვენს კლინიკაში განთავსებულია 88 საწოლი. ამათგან:
ქირურგია – 18;
რეანიმაცია – 8;
თერაპია – 20;
სამეანო – 28 ;
გინეკოლოგია – 14