Plasmon

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

განათლება
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1969–1971წწ. -თეთრიწყაროს რაიონის საავადმყოფოს ნევროლოგ–ორდინატორი;
1971–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სან. ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი;
1980–1992წწ. ასისტენტი; 1992 წლიდან კათედრის დოცენტი.
ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია.
არის პროფ. გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ნერვული განყოფილების კურატორი და ამავე კლინიკის კარდიორევმატოლოგიური და ენდოკრინოლოგიური განყოფილების კონსულტანტი. ექიმი–ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფენობარბიტალის ზოგიერთი ფარმაკოდინამიკური თავისებურებები ეპილეფსიის მკურნალობის დროს ბავშვებში", დაიცვა 1984 წელს.

თბილისის ნევროლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი,
აკადემიკოს პ.ქავთარაძის სახელობის საქართველოს ნევროლოგთა ასოციაციის წევრი, 
ევროპის ნევროლოგთა საზოგადოების კორპორატიული წევრი, 
ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის წევრი.
ს.ყიფშიძის სახ. ნევროლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი,
საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციის წევრი,
საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაციის „100 ქართველი ქალის“ წევრი.

სპეციალობა: ბავშვთა ნევროლოგი