შემადგენლობა
ანასპანის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ჰიოსცინის N-ბუთილბრომიდის 10 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
მ-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს შინაგანი ორგანოების (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის სადინარების, შარდ-სასქესო გზების) გლუვ კუნთებზე სპაზმოლიზური მოქმედება, ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლების სეკრეციას. ჰიოსცინის ბუთილბრომიდი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რის გამოც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ვერ ახდენს ანტიქოლინერგულ მოქმედებას.
- საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნაღვლის სადინარების, შარდ-სასქესო გზების სპაზმური მდგომარეობები (თირკმლის კოლიკა, ნაღვლის კოლიკა, ნაწლავის კოლიკა, ქოლეცისტიტი, პილოროსპაზმი);
სანაღვლე გზების სპაზმური დისკინეზია;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში (კომპლექსურ თერაპიაში);
ალგოდისმენორეა.
მოზრდილებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
პირის სიმშრალე, კანის სიმშრალე, ტაქიკარდია, ძილიანობა, აკომოდაციის დარღვევა; შესაძლებელია - შარდის შეკავება. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი კანზე ან სუნთქვის გაძნელება.
- მომატებული მგრძნობელობა ჰიოსცინის ბუთილბრომიდის ან პრეპარატის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
- დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
- წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;
- პილორუსის სტენოზი;
- ტაქიარითმია;
- მეგაკოლონი;
- ნაწლავების მექანიკური გაუვალობა;
- ფილტვების მწვავე უკმარისობა;
- თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ნაწლავთა გაუვალობის, საშარდე გზების ობსტრუქციის (მათ შორის წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის არსებობისას) დროს, ასევე ტაქიარითმიისადმი (მათ შორის მოციმციმე არითმია) მიდრეკილებისას. ორსულობის პერიოდში პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუმცა, ახალშობილებში არასასურველი ეფექტის შემთხვევები აღწერილი არ არის.
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. ამიტომ სიმპტომები და რეკომენდაციები თეორიული ხასიათისაა. სიმპტომები: შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, ჰიპერემია, ტაქიკარდია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დათრგუნვა, მხედველობის გარდამავალი დარღვევა. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირით და 15% მაგნიუმის სულფატით. შემდეგ ნაჩვენებია ქოლინომიმეტური საშუალებების გამოყენება. გლაუკომის შემთხვევაში ადგილობრივად ინიშნება პილოკარპინი. აუცილებლობისას ინიშნება 0.5-2.5 მგ ნეოსტიგმინი კუნთში ან ვენაში საინიექციოდ, სიმპტომური თერაპია, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია. ანასპანი აძლიერებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ანტიჰისტამინური პრეპარატების, ქინიდინის, ამანტადინის, დიზოპირამიდის ანტიქოლინერგულ მოქმედებას. დოფამინის ანტაგონისტები ანასპანთან კომბინაციაში იწვევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ორივე პრეპარატის მოქმედების შემცირებას. ანასპანმა შესაძლებელია ბეტა-ადრენერგული საშუალებებით გამოწვეული ტაქიკარდია გააძლიეროს.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
წს N რ - 002612 25.05.2007