Plasmon
ლორნოკამი / Lornocam


შემადგენლობა

ერთი ფლაკონი შეიცავს: ლორმოქსიკამი 8მგ ლიოფილიზატი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

ერთი ამპულა გამხსნელი  შეიცავ: 2  მლ საინექციო წყალი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა: 

ლორნოქსიკამი წარმოადგენს ოქსიკამების ჯგუფის არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებას ანალგეზიური თვისებებით. ლორნოქსიკამი ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფერმენტის ინჰიბირებით ახდენს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას. გარდა ამისა, ლორნოქსიკამი თრგუნავს ლეიკოციტებიდან ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების გამოთავისუფლებას. 

ფარმაკოკინეტიკა:

მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა ინტრამუსკულარული შეყვანიდან დაახლოებით 0,4 სთ-ის შემდეგ. ლორნოქსიკამის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 97%-ს. ლორნოქსიკამის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 99%-ს. მეტაბოლიტების დაახლოებით 1/3 ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით და 2/3 – ნაღველით. ნახევრგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 3-4 სთ-ს. ხანდაზმულ პირებში(65 წლის ზევით), ასევე პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობით ლორნოქსიკამის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება.

ჩვენებები

სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილის ხანმოკლე თერაპია.

მიღების წესი და დოზირება

პარენტერალური მოხმარებისთვის საინექციო ხსნარი მზადდება უშუალოდ მოხმარების წინ. ერთი ფლაკონი (8 მგ ლიოფიზირებული ფხვნილი) იხსნება 2 მლ საინექციო წყალში. ხსნარის დამზადების შემდეგ იცვლება ნემსი. ინტრამუსკულარული ინექცია კეთდება გრძელი ნემსით. კუნთში შეყვანის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წამისა და ვენაში-15 წამისა.

საწყისი დოზა შესაძლოა  შეადგენდეს 8-16 მგ-ს. 

მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს.

 

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძვლად).

იშვიათი: ფარინგიტი.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ : იშვიათი: ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, სისხლდენის გახანგრძლივებული დრო. ძალიან იშვიათი:  ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, აპლაზიური ანემია და ჰემოლიზური ანემია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი: მომატებული მგრძნობელობა, ანაფილაქსია და ანაფილაქტოიდური რეაქციები.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: არახშირი: ანორექსია, წონის ცვლილებები.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი: მსუბუქი და ტრანზიტორული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

არახშირი: უძილობა, დეპრესია. იშვიათი: ძილიანობა, პარესთეზია, დისგევზია, ტრემორი, შაკიკი, აგზნება. ძალიან იშვიათი: ასეპტიური მენინგიტი მგლურას და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში.

მხედველობის  და სმენის ორგანოების მხრივ: არახშირი: კონიუნქტივიტი. იშვიათი: მხედველობის დარღვევა. არახშირი: ვერტიგო, ტინიტუსი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არახშირი: პალპიტაციები, ტაქიკარდია, შეშუპება, გულის უკმარისობა, შეშუპება. იშვიათი: ჰიპერტენზია, წამოხურება, სისხლჩაქცევა, ჰემატომა.

სასუნთქი სისტემის მხრივ: არახშირი: რინიტი. იშვიათი: დისპნოე, ხველება, ბრონქოსპაზმი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი: გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, დიარეა, ღებინება.

არახშირი: ყაბზობა, შებერილობა,  პირის სიმშრალე, გასტრიტი, კუჭის წყლული, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პირის ლორწოვანი გარსის წყლულები.

იშვიათი: მელენა,  სტომატიტი, გლოსიტი, პერფორირებული პეპტიური წყლული, გასტროინტესტინალური სისხლდენა.

ჰეპატობილიარული დარღვევები: არახშირი: ტრანსამინაზების მომატება (ALT, AST).

ძალიან იშვიათი:  ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, სიყვითლე და ქოლესტაზი.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირი: კანზე გამონაყარი, ქავილი, ჰიპერჰიდროზი, ერითემატოზური გამონაყარი, ურტიკარია და ანგიონევროზული  შეშუპება, ალოპეცია. იშვიათი: დერმატიტი და ეგზემა, პურპურა. ძალიან იშვიათი: შეშუპება და ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი,  ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ:არახშირი: ართრალგია. იშვიათი: ძვლების ტკივილი, კუნთების სპაზმი, მიალგია.

საშარდე სისტემის  მხრივ : იშვიათი: ნიკტურია, შარდვის  დარღვევები, სისხლში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის დონეების მომატება. ძალიან იშვიათი: თირკმლის მწვავე უკმარისობის პროგრესირება. 

ზოგადი დარღვევები: არახშირი: სისუსტე, სახის შეშუპება. იშვიათი: ასთენია.

ადგილობრივი რეაქცია:

ჰიპერემია, ტკივილი ინექციის ადგილზე.

 

უკუჩვენება

 მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის  აქტიური ნივთიერების მიმართ; ანამნეზში ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შემდეგ; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებები, აქტიური სისხლდენა; ცერებროვასკულარული სისხლჩაქცევა; სისხლის შედედების დარღვევა; ნაწლავის ანთებითი დაავადებები; ღვიძლისა და თირკმლის მწავე უკმარისობა; 18 წლამდე ასაკი, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

 

განსაკუთრებული მითითებები

პაციენტებმა, რომლებსაც პრეპარატის გამოყენებისას თავბუსხვევა ან/და ძილიანობა აღინიშნებათ, თავი უნდა შეიკავონ ტრანსპორტის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.  

პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ პრეპარატს, თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლის გამოყენებისგან. 

 

ჭარბი დოზირება

ლორნოკამის დოზის გადაჭარბების შესახებ დღეისათვის  მონაცემები არ  მოიპოვება.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, სავარაუდოა გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა: სიმპტომური. 

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ერთდროული გამოყენება პრეპარატ ლორნოკამისა  და:

• ანტიკოაგულანტების ან თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების – ზრდის სისხლდენის რისკს;

• ბეტა-ადრენობლოკატორების და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების  - შეიძლება შეამციროს მათი ჰიპოტენზიური ეფექტი;

• სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ან გლუკოკორტიკოიდების – ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკს;

• აძლიერებს ფიბრინოლიტური საშუალებების ზემოქმედებას. პარაცეტამოლი, ციკლოსპორინი, ოქროს და სხვა ნეფროზული საშუალებები ზრდიან გვერდითი მოვლენების რისკს თირკმლებზე.

• სულფონილშარდოვანას წარმოებულები (გლიბელკამიდი) –ჰიპოგლიკემიური ეფექტის მომატება;                   

• ალკოჰოლის, კორტიკოტროპინის, კალიუმის პრეპარატების – ზრდის გვერდითი ეფექტების რისკს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან;

• ცეფამანდოლის, ცეფოპერაზონის, ცეფოტეტანას, ვალპროევის მჟავას – ზრდის სისხლდენის რისკს;

• ლითიუმის მარილები - შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში ლითიუმის პიკური კონცენტრაციის გაზრდა და ლითიუმის გვერდითი ეფექტების გაძლიერება;

• მეტოტრექსატი - ზრდის შრატში მეტოტრექსატის კონვენტრაციას და ტოქსიურობას;

• ცემიტიდინი - ზრდის სისსხლის პლაზმაში ლორნოქსიკამის კონცენტრაციას;

• დიგოქსინი- ამცირებს დიგოქსინის თირკმლის კლირენსს.

აფთიაქში გაცემის წესი: რეცეპტით.

სად შევიძინოთ?