შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 3მლ ხსნარი (1 ამპულა) შეიცავს თიამინ ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B1) 100მგ;
პირიდოქსინ ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6) 100მგ; ციანკობალამინი (ვიტამინი B12) 1მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის ციანიდი 0.25მგ/3მლ; ბენზილის სპირტი, საინექციო წყალი.
სამკურნალო წამლის ფორმა:
საინექციო ხსნარი
ფარმაკოკინეტიკა: B ჯგუფის ვიტამინები ძირითადად შედიან ფერმენტული სისტემების შემადგენლობაში, რომლებიც არეგულირებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშიწყლების მეტაბოლიზმს.
თუმცა თითოეული ეს ვიტამინი ასრულებს განსხვავებულ ბიოლოგიურ დანიშნულებას. მათი არსებობა ორგანიზმში ბალანსირებული რაოდენობით აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ნეირორუბინი აერთიანებს სამი ვიტამინის B1, B6, B12 მაღალ დოზებს, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ნერვული სისტემის მუშაობაში. ყოველი ეს ვიტამინი აუცილებელია ნერვულ სისტემაში ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ამასთანავე ამ ვიტამინების მაღალი დოზები ავლენენ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებასაც ფარმაკოკინეტიკა: წყალში ხსნადი ვიტამინები სრულად შეიწოვებიან კუნთშიდა ინექციების შემდეგ.
ათვისების ხარისხი დამოკიდებულია სისხლის ცირკულაციაზე ინექციის ადგილას.
ციანკობალამინი (ვიტამინი B12); აბსორბციის შემდეგ ვიტამინი B12 შეკავშირდება სისხლში B12 შემაკვშირებელ ბეტა (ტრანსკობალამინი) და B12 შემაკავშირებელი ალფა1 გლობულინებით. ვიტამინი B12 დაგროვება ხდება ძირითადად ღვიძლში. სისხლიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი არის 5 დღე, ხოლო ღვიძლიდან 1 წელი. თიამინი ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) ათვისებული თიამინის ნაწილი ხვდება კარის ცირკულაციაში. თიამინის ექსკრეციის მთავარი პროდუქტებია – თიამინ კარბონის მჟავა და პირამინი (2.5-დიმეთილ-4-ამინოპირიმიდინი).. ამასთანავე თიამინის მცირე ნაწილი გამოიყოფა უცვლელად.
პირიდოქსინი ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) ორგანიზმში პირიდოქსინი იჟანგება პირიდოქსალად და ამინირდება პირიდოქსამინად.. მისი, როგორც კოენზიმის, ფუნქციონირების საფუძველია ფოსფორილირება CH2OH ჯგუფში მეხუთე პოზიციაზე, ანუ პირიდოქსალ-5-ფოსფატის წარმოქმნა (PALP). სისხლში PALP –ს თითქმის 80% დაკავშირებულია ცილებთან. პირიდოქსინი უპირატესად გროვდება კუნთებში PALP სახით. მთავარი ექსკრეტორული პროდუქტია 4-პირიდოქსინის მჟავა.
• დაავადებები დაკავშირებული ალკოჰოლის ქრონიკულ გამოყენებასთან (პერიფერიული ნეიროპათია, ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომი;
• დიაბეტური ნეიროპათია;
• ბერი-ბერი (მშრალი და სველი);
როგორც დამხმარე საშუალება
• მწვავე და ქრონიკული ნევრიტი და პოლინევრიტი;
• სამწვერა ნერვის ნევრალგია, ცერვიკობრაქიული ნევრალგია, იშიალგია
მძიმე შემთხვევებში დასაწყისში გამოიყენება ინტრამუსკულარულად 1 ამპულა ერთჯერ დღეში ყოველდღე ან დღეგამოშვებით ტკივილების შემსუბუქებამდე. შემდგომ 1 ამპულა ერთჯერ ან ორჯერ კვირაში.
საშუალო სიმძიმის შემტხვევებში 1 ამპულა ერთჯერ ან ორჯერ კვირაში.
კუნთშიდა ინექცია კეთდება დუნდულოს გარეთა ზედა მეოთხედში.
მკურნალობის ხანგრძლიობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და განსაზღვრავს ექიმი
გამოყენების ტექნიკა
ამპულის გასახსნელად ვიჭერთ ამპულას წერტილით მარკირებიტ ზემოთ;
ვარხევთ ამპულას სანამ სითხე არ ჩამოვა დაბლა;
ვტეხანთ ამპულას წერტილით მარკირების ზემოთ.
იმუნური სისტემა. აღნიშნულია ერთეული შემთხვევები ანგიონევროტული შეშუპებისა, ძირითადად ავადმყოფებში ზემგრძნომელობით. იშვიათად ალერგიული რეაქციები.
გარკვეულ სიტუაციებში ვიტამინების შემცველ მედიკამენტებს იშვიათად შეუძლიათ გამოიწვიონ ანაფილაქსიური რეაქციები ამისადმი მიდრეკილ ავადმყოფებში. როგორც ანტიდოტი შეიძლ;ება გამოყენებულ იქნეს გლუკოკორტიკოიდები და ანტიჰისტამინური პრეპარატები.
ენდოკრინული სისტემა პრეპარატის მიღებისას ინჰიბირდება პროლაქტინი.
ნერვული სისტემა ერთეულ შემთხვევებში ჩნდება ფორიაქი. პირიდოქსინი ასტიმულებს ლევოდოპის დეკარბოქსილირებას და შეუძლია შეამციროს თერაპიული ეფექტი პარკინსონიზმის დროს.. აღნიშნულის შესაძლებლობა გამორიცხავს პრეპარატის გამოყენებას დეკარბოქსილაზის ინჰიბიტორების დროს პირიდოქსინ ჰიდროქლორიდის დიდი დოზების (500მგ) ხანგრძლივად მიღებისას აღინიშნა პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის ერთეული შემთხვევები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა. აღინიშნა ტაქიკარდიისა და ცირკულარული კოლაფსის ერთეული შემთხვევები ძირითადად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით.
სუნთქვის ორგანოები ციანოზისა და ფილტვის შეშუპების ერთეული შემთხვევები ძირითადად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი გულისრევა, სისხლდენა კუწნაწლავის ტრაქტის ორგანოებიდან უპირატესად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით.
ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი პრეპარატის მაღალ დოზებს შეუძლიათ გამოიწვიონ გლუტამინ ოქსალოაცეტინტრანსამინაზის (SGOT) მომატება სისხლში.
კანი. აღნიშნულია ერთეული შემთხვევები ქავილისა და გამონაყრისა უპირატესად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით. პრეპარატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს აკნე. პირიდოქსინ ჰიდროქლორიდმა შეიძლება გააძლიეროს ჭორფლისა და მაგვარი გამონაყრის წარმოქმნა.. არახშირი ალერგიული რეაქციები.
ზოგადი სიმპტომები უეცარი იფლიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა.
პრეპარატი არ ენიშნებათ ავადმყოფებს, რომლებსაც აქვთ ზემგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის, განსაკუთრებით ვიტამინების B1, B6 და B12 მიმართ.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ფსორიაზის დროს დაავადების სიმპტომების შესაძლო გაუარესების გამო.
ბავშვთა ასაკი
ნეირორუბინის გამოყენების კლინიკური შესწავლა ორსულებსა და ორსულ ცხოველებში არ ჩატარებულა. ვიტამინი B6 აღწევს დედის რძეში და გადის პლაცენტურ ბარიერს.
ბავშვები
გამოცდილება პრეპარატის გამოყენებისა ბავშვებში არ არის, ამიტომ პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის მიზანსეწონილი არ არის.
გამოყენების თავისებურება
ვიტამინი B12 ინექციამ ზემგრძნობიარე ავადმყოფებში შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქტოიდური რეაქცია.
გავლენა რეაქციის სიჩქარეზე ტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვისას
გამოკვლევები პრეპარატ ნეირორუბინის სიჩქარის რეაქციაზე გავლენის შესახებ არ ჩატარებულა.
ერთეულ შემთხვევებში ვიტამინი B6 ყოვედღიური ზედმეტი ორალური მიღებისას (500მგ და მეტი 5 თვეზე მეტ ხანს) შეიძლება გამოიწვიოს შექცევადი პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, რაც ტავისთ ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
ვიტამინი B6 ისეთი მაღალი დოზებს, როგორსაც მაგალითად შეიცავს ნეირორუბინი შეუძლიათ შეამცირონ ლევოდოპის თერაპიული ეფექტი პარკინსონიზმის დროს. შეიძლება გაიზარდოს იზონიაზიდის ტოქსიურობა. თიოსემიკარბაზონი და 5-ფტორურაცილი, არიან რა ვიტამინი B1 ანტაგონისტი, აქრობენ მის მოქმედებას. ანტაციდები ანელებენ ვიტამინი B1 შეწოვას.
შეუთავსებლობა
სამკურნალო წამლებთან შეთავსების შესახებ კვლევების არ არსებობის გამო არ უნდა ავურიოთ სხვა მედიკამენტებთან
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ 2 - 8oC ტემპერატურაზე (მაცივარში)
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
რეცეპტით