შემადგენლობა
საინექციო ხსნარი.
ხსნარის 1 მლ (1 ამპულა) შეიცავს 5 საერთ. ერთ. ოქსიტოცინს.
დამხმარე ნივთიერებები: ქლორბუთანოლჰიდრატი, 1 მ ძმრის მჟავის ხსნარი pH 3,5 – 4,5 –მდე, საინექციო წყალი.
აღწერა
უფერო გამჭვირვალე სითხე დამახასიაებელი სუნით.
ფარმაკოდინამიკა
ოქსიტოცინი წარმოადგენს სინთეზურ ჰორმონს, რომელიც ჰოპოფიზის უკანა წილის ბუნებრივი პეპტიდის იდენტურია.
მედიკამენტი ახდენს საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურის და სარძევე ჯირკვლის მიოეპითელიალური უჯრედების შეკუმშვის სტიმულირებას.
ჰორმონის ზემოქმედებით იზრდება მემბრანების შეღწევადობა კალიუმის იონებისათვის, ქვეითდება მათი პოტენციალი და მატულობს აგზნებადობა. მემბრანული პოტენციალის დაქვეითებით იზრდება შეკუმშვის სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა. ოქსიტოცინი ახდენს რძის სეკრეციის სტიმულირებას ჰიპოფიზის წინა წილის ლაქტოგენური ჰორმონის (პროლაქტინის) სეკრეციის გაძლიერების გზით.
ოქსიტოცინს გააჩნია სუსტი ანტიდიურეზული ეფექტი და თერაპიულ დოზებში არსებითად არ ახდენს გავლენას არტერიულ წნევაზე.
ინტრავენური გამოყენებისას ოქსიტოცინის მოქმედება იწყება შეყვანისთანავე, საშვილოსნოს შეკუმშვის ინტენსივობა და სიხშირე მატულობს თანდათან 15-60 წუთის განმავლობაში და შემდეგომ ხდება სტაბილური.
კუნთში შეყვანისას მოქმედება იწყება 3-5 წუთში. ინტრავენური ინფუზიის შეწყვეტის შემდეგ პრეპარატის მოქმედება გრძელდება კიდევ 20 წუთს და საშვილოსნოს სამშობიარო აქტივობა თანდათან მცირდება. საწყისი მდგომარეობის აღდგენა ხდება დაახლოებით 40 წუთში, ხოლო პრეპარატის ინტრამუსკულური გამოყენების შემდეგ – 30-60 წუთში.
პლაზმიდან ოქსიტოცინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი (T 1/2) შეადგენს რამოდენიმე წუთს. ოქსიტოცინის მეტაბოლიზმი წარმოებს ღვიძლში და თირკმელებში.
პრეპარატი გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით და მცირე ოდენობით უცვლელი სახით.
სამშობიარო მოქმედების ინდუცირება და სტიმულირება, აბორტის გამოწვევა სამედიცინო ჩვენების მიხედვით, საშვილოსნოს მშობიარობის შემდგომი ინვოლუციის დაჩქარების მიზნით და მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მკურნალობისათვის, საკეისრო კვეთისას (მომყოლის ამოღების შემდეგ) საშვილოსნოს შეკუმშვის გასაძლიერებლად.
პლაცენტასა და ნაყოფის მდგომარეობის შეფასებისათვის, ასევე რისკის მქონე ორსულთათვის შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ოქსიტოცინის ტესტის ჩატარება.
ინფუზიისათვის ოქსიტოცინი იხსნება 500 მლ სტერილურ 5% გლუკოზის ხსნარში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.
მშობიარობის სტიმულირებისათვის რეკომენდებულია 10 სე ოქსიტოცინის გახსნა 500 მლ ხსნარში (შეყვანის სიჩქარე 3 მლ/სთ ან 0,001 სე./წთ), დიდი დოზების მისაღებად ოქსიტოცინის 30 სე აზავებენ 500 მლ ხსნარში (შეყვანის სიჩქარე 1 მლ/სთ ან 0,001 სე/წთ).
საშვილოსნოს ატონიისა და სამშობიარო მოქმედების სტიმულირებისათვის ოქსიტოცინი, ჩვეულებისამებრ, შეჰყავთ ვენაში წვეთოვანი ინფუზიის სახით ინფუზომატის გამოყენებით შეყვანის ზუსტი სიჩქარის უზრუნველსაყოფად.
ინფუზიას იწყებენ 0,001 – 0,002 სე/წთ სიჩქარით, შემდგომში, არა ნაკლებ 30-წუთიანი ინტერვალის დაცვით, ინფუზიის სიჩქარეს თანდათანობით ზრდიან ენერგიული სამშობიარო მოქმედების დაწყებამდე – 3-4 ძლიერი შეკუმშვა ყოველ 10 წთ-ში. დოზის ტიტრაციისას აკონტროლებენ ნაყოფის გულისცემისა და საშვილოსნოს შეკუმშვის რითმს (არ შეიძლება ოქსიტოცინის შეყვანა bolus ინექციის სახით). ნაყოფის ჰიპოქსიისა და საშვილოსნოს ჰიპერაქტივობისას ოქსიტოცინის ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მიიჩნევა, რომ შეყვანის სიჩქარე 0,006 სე/წთ-ში უზრუნველყოფს ოქსიტოცინის კონცენტრაციას პლაზმაში, რომელიც შეესაბამება მის დონეს ბუნებრივი მშობიარობისას. ჩვეულებრივ შეყვანის საჭირო სიჩქარე შეადგენს 0,012 სე/წთ-ში, მაგრამ ხშირად გამოიყენება 0,02 სე/წთ-მდე და მეტი. შეყვანის მაქსიმალური რეკომენდებული სიჩქარე 0,032 სე/წთ, მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 5 სე.
მშობიარობის საჭირო აქტივობის მიღწევისას ინფუზიის სიჩქარეს თანდათანობით ამცირებენ
. საკეისრო კვეთისას (მომყოლის ამოღების შემდეგ) მაშინვე შეჰყავთ ინტრავენურად ნელ-ნელა 5 სე ოქსიტოცინი.
ჰიპოტონიური საშვილოსნოს სისხლდენის პროფილაქტიკისათვის (მომყოლის ამოღების შემდეგ) 5 სე ოქსიტოცინი შეჰყავთ ნელ-ნელა ინტრავენურად; ხოლო სისხლდენის შეჩერებისათვის შეჰყავთ 5-10 სე, უფრო მძიმე შემთხვევებში – 5-30 სე ინფუზიის სახით სიჩქარით, რომელიც ხელს უშლის საშვილოსნოს ატონიას. დიდი სიჩქარით ოქსიტოცინის ინტრავენური შეყვანა იწვევს არტერიული წნევის სწრაფ დაქვეითებას. ხანგრძლივი გამოყენება არ არის სასურველი. (ნახ. დანაყოფი განსაკუთრებული მითითებები).
შეყვანის ალტერნატიული გზა საშვილოსნოს ჰიპოტონიური სისხლდენის სამკურნალოდ: 5-8 სე ოქსიტოცინი კუნთებში 2-3 ჯერ დღეში 3 დღეღამის განმავლობაში.
სამედიცინო ჩვენებით აბორტის გამოწვევისათვის რეკომენდებულია 5 სე ოქსიტოცინის შეყვანა ნელ-ნელა ინტრავენურად, თუ საჭიროა, იგი შეჰყავთ აგრეთვე ინფუზიის სახით სიჩქარით 0,02-0,04 სე/წთ ან მეტი.
საშვილოსნოს სპაზმები (ასევე მცირედი დოზების გამოყენებისას).
საშვილოსნოს მომატებულმა მგრძნობელობამ და ოქსიტოცინის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ჰიპერტონუსი, ტეტანიური კუმშვები, საშვილოსნოს ჰიპერაქტივობა საშვილოსნოს და საშოს ქსოვილების ჩახევით; შესაძლებელია ნაყოფის ბრადიკარდია, არითმიები, ასფიქსია და მწვავე ჰიპოქსია; შესაძლებელია როგორც დედის, ასევე ნაყოფისათვის ლეტალური გამოსავალი.
არაელექტროლიტური ხსნარების დიდი მოცულობების ინფუზიამ შეიძლება გამოიწვიოს წყლით ინტოქსიკაცია ფილტვების შეშუპებით, კრუნჩხვებით, კომით, ჰიპონატრიემიით და ლეტალური გამოსავლითაც კი.
მძიმე ჰიპერტენზია შეიძლება გახდეს ლეტალური შედეგის, სუბარაქნოიდალური სისხლდენის მიზეზი.
ორსულობისა და მშობიარობის გართულებების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს სიცოცხლისათვის საშიში აფიბრინოგენემია და მშობიარობისშემდგომი სისხლდენა.
დიდი სიჩქარით ოქსიტოცინის ვენაში შეყვანას შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ხანმოკლე ჰიპოტენზია კანის შეწითლებით და რეფლექტორული ტაქიკარდიით.
დოზებში, რომელიც აღემატება 5 სე/წთ, ოქსიტოცინმა შეიძლება გამოწვიოს დედის ორგანიზმში მიოკარდიუმის ხანმოკლე იშემია, შთ ინტერვალის დეპრესია და QT ინტერვალის ცვლილება.
ახალდაბადებულებში შესაძლებელია სიყვითლე, სისხლჩაქცევები ბადურაში.
შეიძლება გაჩნდეს ასევე სხვა გვერდითი რეაქციები:
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ანაფილაქტოიდური რეაქციები (გართულებული სუნთქვა, ჰიპოტენზია ან შოკი).
ნერვული სისტემის მხრიდან: ხშირად – თავის ტკივილი.
გულის ფუნქციის დარღვევები: ხშირად – ტაქიკარდია, ბრადიკარდია, იშვიათად – არითმიები.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში: ხშირად – გულისრევა, ღებინება.
კანი და კანქვეშა ქსოვილები: იშვიათად - გამონაყარი.
საშვილოსნოს ჰიპერტონული შეკუმშვა, ნაყოფის ჰიპოქსია, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი.
ნაყოფისა და მენჯის ზომების შეუსაბამობა, ნაყოფის განივი და ირიბი მდგომარეობა, პლაცენტის წინამდებარეობა, ვასა პრაევია, პლაცენტის ნაადრევი განშრევება, ჭიპლარის პროლაფსი, საშვილოსნოს ჩახევის საშიშროება მრავალი ორსულობების გამო, ჰიდრამნიონი, მრავალჯერადი ორსულობა და საშვილოსნოს კედელზე ოპერაციისშემდგომი ნაწიბურები, მათ შორის საკეისრო კვეთის შემდეგ.
არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება ხანგრძლივი პრეეკლამფსიისას და გულსისხლსძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებისას, ასევე ინერტული საშვილოსნოს შემთხვევაში (რეზისტენტობა ოქსიტოცინის მიმართ).
ოქსიტოცინი შეიყვანება ინტრავენურად მხოლოდ წვეთოვანი ინფუზიის სახით ინფუზიის სიჩქარის ზუსტი დაცვით და რეგულარული შემოწმებით. ოქსიტოცინის გამოყენების დროს საჭიროა საშვილოსნოს კუმშვადობის, ნაყოფის მდგომარეობის, არტერიული წნევისა და პაციენტის საერთო მდგომარეობის კონტროლი.
განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დაიცვათ:
• თუ არსებობს ნაყოფისა და მენჯის ზომების შეუსაბამობის რისკი (მნიშვნელოვანი რისკისას მოერიდეთ ოქსიტოცინის გამოყენებას);
• ზომიერი ან საშუალო სიმძიმის ჰიპერტენზიის დროს, გამოწვეული ორსულობით ან გულის დაავადებებით;
• 35 წელს ზემოთ ორსულებისათვის;
• თუ ანამნეზში ჩატარებულია საკეისრო კვეთა საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში;
• ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი ან თუ სანაყოფე წყლები შეიცავენ მეკონიუმს (შეიძლება განვითარდეს ემბოლია).
წყლის ინტოქსიკაციის და ჰიპონატრიემიის შემთხვევაში მოერიდეთ სითხის დიდი დოზების შეყვანას, ამასთან პაციენტმა უნდა შეზღუდოს სითხის მიღება.
ოქსიტოცინის ეფექტი ძლიერდება პროსტაგლანდინების ერთდროული გამოყენებისას (საჭიროა კონტროლი), ასევე ეპიდურალური ანესთეზიის შედეგად (შეიძლება გაძლიერდეს სიმპატომიმეტური ვაზოპრესული საშუალებების ჰიპერტენზიული მოქმედება). თუ საჭიროა ოქსიტოცინის ხანგრძლივი გამოყენება, უნდა შემცირდეს ინფუზიური ხსნარის მოცულობა და გამოიყენებულ იქნას ხსნარები, რომლებიც შეიცავენ ელექტროლიტებს და არა გლუკოზას (წყლის ინტოქსიკაციის რისკი, ნახ. გვერდითი მოქმედება).
ელექტროლიტური ბალანსის დარღვევაზე ეჭვის არსებობისას განისაზღვრება ელექტროლიტების შემადგენლობა შრატში. შთ ინტერვალის დეპრესიის განვითარების და QT ინტერვალის ცვლილების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ოქსიტოცინის უფრო დაბალი დოზების (2-5 სე/წთ) გამოყენება და მისი შეყვანის სიჩქარის შემცირება. განსაკუთრებული სიფრთხილით ოქსიტოცინი გამოიყენება QT ინტერვალის ცვლილების მქონე ქალებში.
ძალიან მცირე რაოდენობებში ოქსიტოცინი აღწევს დედის რძეში, ადამიანებისათვის გართულებები არ არის აღწერილი.
სიმპტომები: ჭარბი დოზირებისას შეიძლება გაჩნდეს პლაცენტის განშრევება, ემბოლია სანაყოფე წყლებით, საშვილოსნოს ჰიპერაქტივობა, ჰიპერტონული და ტეტანიური შეკუმშვები. ამის შედეგად შეიძლება მოხდეს საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის და საშოს ჩახევა, მძიმე მშობიარობისშემდგომი სისხლდენა, ნაყოფის გულის რითმის დარღვევები, ჰიპოქსია და შესაძლებელია ნაყოფის სიკვდილიც. შესაძლებელია ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია პრეპარატის ანტიდიურეზულ მოქმედებასთან.
მკურნალობა: ანტიდოტი უცნობია. ჭარბი დოზირებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის შეყვანა, საჭიროა აღდგეს ნორმალური დიურეზი, სიმპტომური საშუალებების და ჰიპერტონული მარილოვანი ხსნარების შეყვანა.
საანესთეზიო საშუალებების ინჰალაციამ შესაძლოა, შეამციროს ოქსიტოცინის მოქმედება (ასევე ზრდის ჰიპოტენზიურ ეფექტს და არითმიის რისკს).
ოქსიტოცინი არ გამოიყენება პროსტაგლანდინების ვაგინალური შეყვანის შემდეგ 6 სთ განმავლობაში (პროსტაგლანდინები აძლიერებენ უტეროტონიულ ეფექტს).
ოქსიტოცინისა და სიმპატომიმეტიკური ვაზოკონსტრიქტორების ერთდროული გამოყენება ზრდის ვაზოპრესორულ მოქმედებას.
შეინახეთ არა უმეტეს 25oCტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
შენახვის ვადა: 4 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაში მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით).