რიეკო / RYEQO
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): relugolix, estradiol hemihydrate, norethisterone
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → კლიმაქსისი საწინააღმდეგო საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: პატეონ ინკი
- მწარმოებელი ქვეყანა: კანადა
- გამოშვების ფორმა: 28 ტაბლეტი ფლაკონში
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მოცემული პრეპარატი საჭიროებს დამატებით მონიტორინგს. ეს მოგვცემს უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის სწრაფად მოპოვების საშუალებას. ჩვენ მივმართავთ ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს თხოვნით მოგვაწოდონ ინფორმაცია ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ მოხსენების წესი წარმოდგენილია განყოფილებაში "გვერდითი მოქმედებები".
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად):
რელუგოლიქსი/ესტრადიოლი/ნორეთისტერონი ( relugolix / estradiol / norethisterone )
გამოშვების ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები : რელუგოლიქსი - 40 მგ, ესტრადიოლის ჰემიჰიდრატი - 1,032მგ (ექვივალენტურია 1 მგ ესტრადიოლის), ნორეთისტერონის აცეტატი - 0,5 მგ;
დამხმარე ნივთიერებები : მანიტოლი (E421), ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი (ტიპი A), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ოპადრაი II ყვითელი (ჰიპრომელოზა, 2910, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)).
აღწერა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
მრგვალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ღია ყვითელი ან ყვითელი ფერის, ერთ მხარეს გრავირებით "415" და მეორე მხარეს გლუვი ზედაპირით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული ჰორმონები და მათი ანალოგები. ანტიგონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონები.
ათქ კოდი: H01CC54.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
რელუგოლიქსი არის არაპეპტიდური გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის (გნრჰ) რეცეპტორების ანტაგონისტი, რომელიც უკავშირდება გნრჰ-ს რეცეპტორებს ჰიპოფიზის წინა წილში და აინჰიბირებს მათ აქტივობას. ადამიანში გნრჰ-ს რეცეპტორების ინჰიბირება იწვევს ჰიპოფიზის წინა წილის უჯრედების მიერ მალუთეინირებელი ჰორმონის (მლჰ) და ფოლიკულ მასტიმულირებელი ჰორმონის (ფმჰ) სეკრეციით დოზადამოკიდებულ შემცირებას. შედეგად, მოცირკულირე მლჰ-სა და ფმჰ-ს კონცენტრაცია მცირდება. ფმჰ-ის კონცენტრაციის შემცირების ფონზე საკვერცხეებში არ ხდება ფოლიკულების ზრდა და განვითარება, რაც თრგუნავს ესტროგენების გამომუშავებას. მლჰ-ს სეკრეციის პიკის არარსებობა ხელს უშლის ოვულაციას და შემდგომში ყვითელი სხეულის წარმოქმნას, შესაბამისად, არ ხდება პროგესტერონის გამომუშავება. ამრიგად, პრეპარატი რიეკო® უზრუნველყოფს საიმედო კონტრაცეპციულ ეფექტს არანაკლებ 1 თვის განმავლობაში გამოყენების პირობით (იხ. განყოფილება "გამოყენების წესი და დოზები").
ესტრადიოლი პრეპარატის შემადგენლობაში არის ენდოგენურად პროდუცირებული ჰორმონის იდენტური და წარმოადგენს ესტროგენის ბირთვული რეცეპტორების (RE) ქვეტიპების ძლიერ აგონისტს. ორგანიზმში ეგზოგენური გზით შემოსული ესტრადიოლის მიღება ამცირებს ესტროგენის დეფიციტის კლინიკური გამოვლინებების გამოხატულობას, კერძოდ, ვაზომოტორულ სიმპტომებს და ხელს უშლის ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის დაკარგვას.
ნორეთისტერონის აცეტატი არის სინთეზური პროგესტაგენი. ვინაიდან ესტროგენები ხელს უწყობენ ენდომეტრიუმის ზრდას, ესტროგენებით თერაპია მონოთერაპიის რეჟიმში ზრდის ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიისა და მისი კიბოს რისკს. პროგესტაგენის დამატება ამცირებს ესტროგენებით ინდუცირებულ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის რისკს ქალებში შენარჩუნებული საშვილოსნოთი.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
გავლენა ჰიპოფიზის და საკვერცხეების მიერ ჰორმონების სეკრეციაზე
რელუგოლიქსის გამოყენების შემდეგ აღინიშნება მოცირკულირე ლმჰ-ის, ფმჰ-სა და ესტრადიოლის კონცენტრაციების სწრაფი დოზადამოკიდებული შემცირება. ესტრადიოლის კონცენტრაციის თითქმის მაქსიმალური დაქვეითება აღინიშნება პრეპარატის 40 მგ დოზით მიღებისას პოსტმენოპაუზის მდგომარეობისთვის დამახასიათებელ დონემდე. კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, ესტრადიოლის საშუალო კონცენტრაციები პრეპარატ რიეკო ®--ს მიღებისას სტაბილურად ნარჩუნდებოდა იმ დონეზე, რომელიც, როგორც მინიმუმი, 10 პგ/მლ-ით აღემატებოდა ანალოგიურ დონეს რელუგოლიქსის მონოთერაპიის ფონზე. კლინიკურ კვლევებში პრეპარატ რიეკო®-ს შესწავლის III ფაზაზე საშვილოსნოს მიომის მქონე პაციენტებში ესტრადიოლის მედიანური კონცენტრაციები პრეპარატის მიღებამდე 24 კვირის შემდეგ შეადგენდნენ დაახლოებით 33 პგ/მლ, ხოლო ენდომეტრიოზის მქონე ქალებში- დაახლოებით 38 პგ/მლ, რაც შეესაბამებოდა დონეს, რომელიც დამახასიათებელია მენსტრუალური ციკლის ადრეული ფოლიკულური ფაზისათვის. პროგესტერონის კონცენტრაციები პრეპარატ რიეკო ®-ით თერაპიის ფონზე ორივე პოპულაციაში ნარჩუნდებოდა <3.0 ნგ/მლ დონეზე.
გავლენა ოვულაციაზე
ერთ კოჰორტულ კვლევაში ჯანმრთელი ქალების მონაწილეობით, რომლებმაც ჯერ არ მიაღწიეს მენოპაუზას, პრეპარატ რიეკო®-ს დღე-ღამეში ერთხელ გამოყენებამ 84 დღის განმავლობაში გამოიწვია ფოლიკულის ზრდის მნიშვნელოვანი დათრგუნვა მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში (ფოლიკულის საშუალო დომინანტური ზომები შეადგენდნენ დაახლოებით 6 მმ-ს), ამავდროულად ოვულაციის დათრგუნვა ჰუგლანდ-სკოუბის შკალით შეფასების მიხედვით აღინიშნებოდა ქალების 100%-ში. პრეპარატ რიეკო® -თი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ყველა გამოკვლეულ ქალს (67-დან 66-ს) აღენიშნებოდა ოვულაციის აღდგენა 43 დღის განმავლობაში (საშუალოდ 23,5 დღის განმავლობაში).
საშვილოსნოს მიომა
თერაპიის ეფექტურობა და უსაფრთხოება 24 კვირის განმავლობაში
პრეპარატ რიეკო®-თი თერაპიის ეფექტურობა და უსაფრთხოება მისი დღე-ღამეში ერთხელ გამოყენებისას საშვილოსნოს მიომის მქონე ქალებში შესწავლილი იყო ორი რეპლიკაციური, 24 კვირიანი, საერთაშორისო, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის მანძილზე 18-50 წლის ასაკის ქალების მონაწილეობით უხვი მენსტრუალური სისხლდენებით, რომლებიც დაკავშირებული იყო საშვილოსნოს მიომასთან (კვლევები L1 და L2). კვლევაში ჩართვის კრიტერიუმები იყო საშვილოსნოს მიომის არსებობა, რომელიც დადასტურებული იყო ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეომით, და მენსტრუალური სისხლის დაკარგვის (მსდ) მოცულობა, რომელიც შეადგენდა ≥ 80 მლ (ტუტოვანი ჰემატინის განსაზღვრის მეთოდით).
ორივე კვლევაში იყო გათვალისწინებული 3 სამკურნალო ჯგუფი: ქალები რანდომიზებულნი იყვნენ რელუგოლიქსის 40 მგ დოზით ესტრადიოლთან 1 მგ დოზით კომბინაციით და ნორეთისტერონის აცეტატთან 0.5 მგ დოზით (E2/NETA) (პრეპარატი რიეკო®) მკურნალობის 24 კვირის ხანგრძლივობის ჯგუფში, ან პლაცებოს ჯგუფში 24 კვირის განმავლობაში ან რელუგოლიქსით 40 მგ დოზით. 12 კვირიანი ხანგრძლივობის მკურნალობის ჯგუფში, რასაც შემდგომში მოჰყვებოდა რელუგოლიქსით 40 მგ დოზით და E2/NETA-თი 12 კვირის ხანგრძლივობის კომბინირებულ თერაპიაზე გადასვლა. ასაკის მედიანა ქალებში შეადგენდა 42 წელს, სხეულის მასის საშუალო ინდექსი შეადგენდა 31,7 კგ/მ2. ქალების დაახლოებით 49,4% იყო შავკანიანი, 44,7% -ევროპეოიდული რასის წარმომადგენლები და 5,9% მიეკუთვნებოდნენ სხვა რასებს.
უხვი მენსტრუალური სისხლდენის მკურნალობა
ორივე კვლევაში, ქალების სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი პროცენტი, რომლებიც რეაგირებდნენ მკურნალობაზე (მსდ-ს მოცულობა < 80 მლ და მსდ-ს მოცულობის შემცირება საწყისი დონიდან მინიმუმ 50%-ით)იყო დარეგისტრირებულიდა პრეპარატ რიეკო®-თი მკურნალობის ჯგუფში .პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (ცხრილი 1). მსდ-ის მოცულობის შემცირება დაფიქსირდა უკვე მონაწილეთა პირველ გამოკვლევაზე (მე-4 კვირა). სხვა მეორადი საბოლოო წერტილების ანალიზის შედეგები, რომლებიც დაკავშირებულია საშვილოსნოს სისხლდენასთან, წარმოდგენილია ცხრილში 1. ყველა ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილი კონტროლდებოდა ალფას სანდოობის დონით.
ცხრილი 1. პირველადი და შერჩეული მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილების ანალიზის შედეგები L1 и L2 (საშვილოსნოს მიომა) კვლევებში.
|
|
კვლევა L1 |
კვლევა L2 |
||
|
რიეკო ® ((N = 128) |
პლაცებო (N=127) |
რიე კო ® (N=125) |
პლაცებო (N = 129) |
|
|
ქალების რაოდენობა (%), რომლებიც რეაგირებენ მკურნალობაზე a,b |
94 (73.4%) |
24 (18.9%) |
89 (71.2%) |
19 (14.7%) |
|
ქალების რაოდენობა (%) მსდ მოცულობით < 80 მლ |
97 (75.8%) |
34 (26.8%) |
97 (73.6%) |
25 (19.4%) |
|
მსდ ≥ 50%-ით შემცირებული მოცულობის მქონე ქალების რაოდენობა (%) |
101 (78.9%) |
28 (22.1%) |
96 (76.8%) |
28 (21.7%) |
|
ამენორეის მქონე ქალების რაოდენობა (%) b,c |
67 (52.3%) |
7 (5.5%) |
63 (50.4%) |
4 (3.1%) |
|
ჰემოგლობინის > 2 გ/ლd -ით მომატებული დონის მქონე ქალების რაოდენობა (%) |
15 (50.0%) |
5 (21.7%) |
19 (61.3%) |
2 (5.4%) |
|
ქალების რაოდენობა (%) NRS შკალით შეფასებით ≤ 1 b,e |
25 (43.1%) |
7 (10.1%) |
32 (47.1%) |
14 (17.1%) |
|
პირველადი მიომის კვანძის მოცულობის პროცენტული ცვლილება |
-12.4 (5.62) |
–0.3 (5.40) |
-17.4 (5.93) |
-7.4 (5.92) |
|
საშვილოსნოს მოცულობის პროცენტული ცვლილება |
-12.9 (3.08) |
2.2 (3.01) |
-13.8 (3.39) |
-1.5 (3.37) |
aმკურნალობის პასუხად ითვლებოდა მსდ-ს <80 მლ მოცულობის შემცირება და საწყისი დონიდან მსდ-ს მოცულობის შემცირება მინიმუმ 50%-ით მკურნალობის ბოლო 35 დღის განმავლობაში.
bp-მნიშვნელობა < 0,0001 რიეკო ® -ს ჯგუფის პლაცებოს ჯგუფთან შედარებით საწყის დონეზე (< 225 მლ, ≥ 225 მლ) მსდ მოცულობისა და გეოგრაფიული რეგიონის (ჩრდილოეთი ამერიკა, მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები) მიხედვით სტრატიფიკაციის შემდეგ
cამენორეა განისაზღვრებოდა როგორც მენსტრუალური სისხლდენის, ლაქების სახით სისხლიანი გამონადენის ან მინიმალური სისხლდენის არარსებობა (მსდ მოცულობა < 5 მლ) ელექტრონული დღიურის (eDiary) მონაცემების მიერ დადასტურებული ორჯერ ზედიზედ ვიზიტის დროს.
d ქალებში საწყისი ჰემოგლობინის დონით ≤ 10,5 გ/ლ.
eქალებში ზომიერი ან ძლიერი ტკივილის სინდრომით საწყის დონეზე.
აბრევიატურები: მსდ- მენსტრუალური სისხლის დაკარგვა; NRS - ციფრული რეიტინგის სკალა; UFS-QoL არის კითხვარი ცხოვრების ხარისხისა და საშვილოსნოს მიომის სიმპტომების გამოხატულების შესახებ.
ენდომეტრიოზი
24 კვირიანი ხანგრძლივობის თერაპიის ეფექტურობა და უსაფრთხოება
პრეპარატ რიეკო ® -თი თერაპიის ეფექტურობა და უსაფრთხოება მისი გამოყენებისას დღე-ღამეში ერთხელ ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებში შესწავლილი იყო ორ 24-კვირიან საერთაშორისო რანდომიზირებული ორმაგი ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში განმეორებადი დიზაინით 18-50 ასაკის ქალების მონაწილეობით, რომლებსაც ჰქონდათ ზომიერი ან გამოხატული ტკივილის სინდრომი, დაკავშირებული ენდომეტრიოზთან (კვლევა S1 და S2). კვლევაში ჩართვის კრიტერიუმები იყო ენდომეტრიოზის არსებობა, რომელიც დადასტურებულია ქირურგიული ჩარევისას უშუალო ვიზუალიზაციით და (ან) ჰისტოლოგიური გამოკვლევით, და 11-ბალიანი ციფრული რეიტინგული სკალით (NRS) შეფასებული ზომიერი ან გამოხატული ტკივილის სინდრომის არსებობით.
ორივე კვლევაში გათვალისწინებული იყო 3 სამკურნალო ჯგუფი. ქალები რანდომიზირებულნი იყვნენ 40 მგ დოზით რელუგოლიქსით, 1მგ დოზით ესტრადიოლთან და 0,5 მგ დოზით ნორეტისტერონის აცეტატით (E2/NETA) (პრეპარატი რიეკო ® ) კომბინაციისა მკურნალობის 24 კვირიანი ხანგრძლივობის ჯგუფში, ან პლაცებოს 24 კვირის ხანგრძლივიბის, ან 40 მგ დოზით რელუგოლიქსით 12 კვირიანი მკურნალობის ჯგუფში, რასაც შემდგომში მოჰყვებოდა 40 მგ დოზით რელუგონიქსით და E2/NETA-თი 12 კვირიანი ხანგრძლივობის კომბინირებულ თერაპიაზე გადაყვანა. პაციენტების კვლევაში ჩასართველად საჭირო იყო ზომიერი ან გამოხატული ტკივილის სინდრომის არსებობა სკრინინგის დაწყებამდე, რომელიც ნარჩუნდებოდა შესავალი პერიოდის დამთავრების შემდეგ (ესე იგი, როგორც მინიმუმი, ზედიზედ ორი ციკლის განმავლობაში). S1 და S2 კვლევების მონაწილეთა უმეტესობას (83,2 %) გადატანილი აქვს ოპერაცია/ ინვაზიური ჩარევა ენდომეტრიოზთან დაკავშირებით. მონაწილეების მხოლოდ 8 %-ს არ აქვს გავლილი კონსერვატიული ან ქირურგიული მკურნალობა კვლევაში ჩართვამდე. კვლევების დასაწყისში პაციენტების უმეტესობა (92,6%) ღებულობდა ანალგეტიკებს მენჯის არეში ტკივილის გასაყუჩებლად, მათ შორის S1-ის კვლევაში მონაწილე პაციენტთა 29,1 % და S2 კვლევის მონაწილე პაციენტების 48,4% ღებულობდნენ ოპიოიდურ ანალგეტიკებს. ენდომეტრიოზისას ყველაზე ხშირად გამოყენებული სხვა პრეპარატები იყო დიენოგესტი (19,4%), კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები (15,2%) გონადოტროპინ რილიზინგ-ჰორმონის (გრჰ) აგონისტები (7,6%). პაციენტ ქალთა ასაკის მედიანამ შეადგინა 34 წელი, მასის საშუალო ინდექსმა - 26კგ/მ2. ქალების დაახლოებით 91%-ს წარმოადგენდნენ ევროპეიდული რასის წარმომადგენლებს, 6% - შავკანიანებს, ხოლო 3 % იყვნენ სხვა რასების წარმომადგენლები.
დისმენორეისა და მენჯის არეში ტკივილის კლება, რომელიც არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან
S1 და S2 კვლევებში გათვალისწინებული იყო ორი კომბინირებული პირველადი საბოლოო წერტილი, რომლებიც შეიცავდნენ ორ ანალიზს იმ ქალებისა, რომლებსაც ჰქონდათ პასუხი მკურნალობაზე. ორივე კვლევაში აღინიშნებოდა იმ პაციენტების რაოდენობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა, რომლებმაც უპასუხეს მკურნალობას. მკურნალობაზე პასუხად ითვლებოდა დისმინორეის შეფასების შემცირება, როგორც მინიმუმი, 2,8 ქულით და მენჯის არეში იმ ტკივილის შეფასების კლება, რომელიც არ იყო დაკავშირებული მენსტრუაციასთან, როგორც მინიმუმი, 2,1 ქულით მკურნალობის ბოლო 35 დღის მანძილზე ანალგეტიკების მოხმარების გაზრდის გარეშე (იბუპროფენის ან ოპიოიდების) (ცხრილი 2).
ცხრილი 2. ეფექტურობის ორი კომბინირებული პირველადი საბოლოო წერტილის შეფასების შედეგები კვლევებში S1 და S2 (ენდომეტრიოზი)
|
საბოლოო წერტილის განსაზღვრა |
კვლევა S1 |
კვლევა S2 |
||
|
რიეკო ® (N = 212) |
პლაცებო (N = 212) |
რიეკო ® (N = 206) |
პლაცებო (N = 204) |
|
|
პაციენტების რაოდენობა (%), რომლებსაც ჰქონდათ პასუხი მკურნალობაზე, დისმენორეის შეფასების მიხედვით a,c |
158 (74,5%) |
57 (26,9%) |
155 (75,2%) |
62 (30,4%) |
|
პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც გქონდათ პასუხი მკურნალობაზე, მენჯის არეში ტკივილის შეფასებით, რომელიც არ იყო დაკავშირებული მენსტრუაციასთან (ამტმა) b,c |
124 (58,5%) |
84 (39,6%) |
136 (66,0%) |
87 (42,6%) |
aითვლებოდა, რომ პაციენტები პასუხობდნენ მკურნალობას, თუ დისმინორეის შეფასების ქულა შემცირდა მინიმუმ 2.8 ქულით NRS-ს სკალით იმ ანალგეტიკებისადმი მოთხოვნილების გაზრდის გარეშე, რომლებიც კვლევის დროს დაშვებულია გამოსაყენებლად მენჯის არეში ტკივილის კუპირების მიზნით 24-ე კვირისთვის /მკურნალობის დასასრულისთვის.
bითვლებოდა, რომ პაციენტებმა უპასუხეს მკურნალობას, თუ ამტმა-ს შეფასება შემცირდა მინიმუმ 2.1 ქულით NRS სკალის მიხედვით, იმ ანალგეტიკებისადმი მოთხოვნილების გაზრდის გარეშე, რომლების გამოყენებაც დაშვებულია კვლევის დროს მენჯის არეში ტკივილის კუპირებისთვის 24-ე კვირისთვის/მკურნალობის დასასრულისთვის.
cP-მნიშვნელობა <0.0001 პრეპარატ რიეკო®-ს პლაცებოსთან შედარებისას ქულით ტკივილის საწყისი შეფასების, ენდომეტრიოზის საწყისი ქირურგიული დიაგნოზის დასმიდან გავლილი პერიოდისა და გეოგრაფიული რეგიონის გათვალისწინებით.
აბრევიატურები: N — პაციენტების რაოდენობა; ამტმა - ტკივილი მენჯის არეში, რომელიც არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან; NRS - ციფრული რეიტინგული სკალა (0 ქულა = ტკივილის გარეშე; 10 ქულა = ყველაზე ძლიერი ტკივილი, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება).
ეფექტურობის საკვანძო მეორადი საბოლოო წერტილების შეფასების შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 3. ყველა საკვანძო მეორადი საბოლოო წერტილი კონტროლდებოდა ალფას უტყუარობის დონის მიხედვით.
ცხრილი 3. ეფექტურობის შერჩეული მეორადი საბოლოო წერტილების ანალიზის შედეგები S1 და S2 კვლევებში (ენდომეტრიოზი).
|
საბოლოო წერტილის განსაზღვრა |
კვლევა S1 |
კვლევა S2 |
||
|
რიეკო ® (N = 212) |
პლაცებო (N = 212) |
რიეკო ® (N = 206) |
პლაცებო (N = 204) |
|
|
EHP-30 კითხვარის მიხედვით ტკივილის სკალის შეფასების ცვლილება, საშუალო უკმ (SE) a,b |
–33,8 (1,83) |
–18,7 (1,83) |
–32,2 (1,68) |
–19,9 (1,69) |
|
დისმენორეის საშუალო შეფასების ცვლილება NRS-ის სკალის მიხედვით, საშუალო უკმ (SE) a,b |
-5,1 (0,19) |
-1,8 (0,19) |
- 5,1 (0,19) |
-2,0 (0,19) |
|
ამტმა-ს საშუალო შეფასების ცვლილება NRS-ის სკალის მიხედვით, საშუალო უკმ (SE) a,b
|
-2,9 (0,18) |
-2,0 (0,18) |
-2,7 (0,17) |
-2,0 (0,17) |
|
დისპარეუნიის საშუალო შეფასების ცვლილება NRS -ის სკალის მიხედვით, საშუალო უკმ (SE) a,b |
-2,4 (0,21) |
-1,7 (0,22) |
-2,4 (0,19) |
-1, 9 (0,19) |
|
პაციენტების წილი, რომლებიც არ იყენებდნენ პროტოკოლით ნებადართულ ოპოიდურ ანალგეტიკებს იმ ტკივილის კუპირებისთვის, რომელიც არ იყო დაკავშირებული ენდომეტრიოზთან, n (%) c |
182 (85,8 %) |
162 (76,4%) |
169 (82,0%) |
135 (66,2 %) |
аსაშუალო უკმ-ები გამოთვლილია შერეული ეფექტების მოდელის გამოყენებით, რომელშიც მკურნალობა, საწყისი მნიშვნელობა, ვიზიტი, გეოგრაფიული რეგიონი (ჩრდილოეთი ამერიკა, მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები), ენდომეტრიოზის ქირურგიული დიაგნოზის დასმიდან გასული დრო (<5 წელი, ≥5 წელი) და ეფექტის შეფარდება მკურნალობასთან ვიზიტიდან გამომდინარე (treatment-by-visit interaction) ჩართული იყო ფიქსირებული ეფექტების სახით; ვიზიტი ასევე იყო ჩართული, როგორც შემთხვევითი ეფექტი თითოეული პაციენტისთვის. მიღებული იყო არასტრუქტურირებული კოვარიაციული მატრიცა.
bსაწყისი მნიშვნელობის ცვლილება 24-ე კვირისთვის /მდ.
c24-ე კვირას /მდ.
აბრევიატურები: მდ – მკურნალობის დასრულება; უკმ - უმცირესი კვადრატების მეთოდი; N - პაციენტების რაოდენობა; ამტმა - ტკივილი მენჯის არეში, რომელიც არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან; NRS - ციფრული რეიტინგული სკალა; SE - სტანდარტული შეცდომა
ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის (ძმს) შეფასება 104 კვირის განმავლობაში
პრეპარატ რიეკო®-ს გავლენა ძმს-ზე შეფასებული იყო ორენერგოვანი რენტგენული აბსორბციომეტრიის საშუალებით (ოერა) მე-12-ე, 24-ე, 36-ე, 52-ე და 104-ე კვირას. პრეპარატ რიეკო ®-ს ზოგადად 28 კვირიან ღია არაშედარებად გაფართოებულ კვლევაში ( კვლევა L 3), რომელშიც ყველა ქალი იღებდა პრეპარატ რიეკო®-ს, იყო ჩართული 477 ქალი საშვილოსნოს მიომით, რომლებმაც დაასრულეს 24 კვირიანი საყრდენი კვლევები (კვლევა L1 და L2). 228 ქალი, რომლებმაც დაასრულეს გაფართოეული კვლევა, იყვნენ ჩართულნი დამატებით 52-კვირიან კვლევაში (კვლევა პრეპარატის რანდომიზებული მოხსნით) და ხელახლა რანდომიზირებულნი პრეპარატ რიეკო® -ს ან პლაცებოს ჯგუფში.
ზოგადად 802 ქალი ენდომეტრიოზით, რომლებმაც დაასრულეს 24-კვირიანი ძირითად კვლევაში მონაწილეობა (კვლევები S1 და S2) ჩართულნი იყვნენ თერაპიის გაგრძელების კვლევაში (კვლევა S3), რომლის ფარგლებშიც ყველა პაციენტი ღებულობდა პრეპარატ რიეკო ® -ს.
ძმს-ის შეფასებები 104 კვირის მანძილზე საშვილოსნოს მიომისა და ენდომეტრიოზის მქონე ქალებში მოყვანილია ცხრილში 4.
ცხრილი 4. ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის (ძმს) გაზომვა 104 კვირის განმავლობაში საშვილოსნოს მიომისა და ენდომეტრიოზის მქონე პაციენტ ქალებში
აბრევიატურები: უკმ – უმცირესი კვადრატის მეთოდი; ნი — ნდობის ინტერვალი; N - პაციენტების რაოდენობა.
aპროცენტული ცვლილება საწყისი მნიშვნელობიდან.
bპაციენტთა უმეტესობამ, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ რანდომიზირებული მოხსნის პლაცებო-კვლევის ჯგუფში, ღებულობდნენ პრეპარატ რიეკო ® -ს დაახლოებით ორი ციკლის განმავლობაში უხვი მენსტრუალური სისხლდენის განახლების შემდეგ.
პრეპარატ რიეკო ® -ს ჯგუფში საშუალო უკმ-ს პროცენტულმა ცვლილებამ ძმს-სთვის ხერხემლის წელის არეში 52-ე და 104-ე კვირისთვის შეადგინა -0.69% და -0.40%, შესაბამისად.
პრეპარატ რიეკო ® -ს მიღების შეწყვეტის შემდეგ 12 თვის განმავლობაში ყველა ენდომეტრიოზის მქონე ქალს, რომლებსაც ჰქონდათ ძმს-ის დაკარგვის კრიტერიუმები, აღენიშნათ ძმს-ის აღდგენა ან აღდგენის ტენდენცია ხერხემლის წელის არეში.
ძმს-ის შეფასება ქალებში, რომლებიც ღებულობდნენ რელუგოლიქსს მონოთერაპიის სახით 12 კვირის განმავლობაში საშვილოსნოს მიომისა ან ენდომეტრიოზის გამო
ქალებში, რომლებიც იღებდნენ რელუგოლიქსს მონოთერაპიის სახით 12 კვირის განმავლობაში L1 და L2, , S1 და S2 კვლევების ფარგლებში, ძმს-ს მაჩვენებლები ხერხემლის წელის ნაწილში შემცირდა 1,86 %-ით საწყის დონესთან მიმართებაში.
განსხვავებები ძმს-ის მაჩვენებლების პროცენტული ცვლილებაში ქალებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ რიეკო®-ს და რელუგოლიქსს მონოთერაპიის სახით, მე-12 კვირას იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, რაც მიუთითებს რელუგოლიქსის გამოყენების ეფექტურობაზე E2/NETA-სთან (პრეპარატი რიეკო®) კომბინაციაში ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვის მინიმიზაციის მიზნით.
პრეპარატ რიეკო ® -ს ზემოქმედების ანალიზისთვის ძმს-ის პროცენტულ ცვლილებაზე მკურნალობის 52-კვირიანი კურსის განმავლობაში ჩატარებული იყო დაკვირვებითი კვლევა ასაკის მიხედვით შერჩეული ქალების მონაწილეობით არანამკურნალები საშვილოსნოს მიომითა და ენდომეტრიოზით, რომლის მიზანსაც შეადგენდა ძმს-ის გრძივი შეფასება მენოპაუზას არმიღწეულ 18-50 წლის ასაკის ქალებში (დაავადების ბუნებრივი განვითარების კვლევა). დაკვირვების 52 კვირის მანძილზე პრეპარატ რიეკო ® -ს კოჰორტაში აღინიშნებოდა ძმს-ის მინიმალური ცვლილებები ასაკის მიხედვით შერჩეული ქალების საკონტროლო კოჰორტასთან შედარებით, საშვილოსნოს მიომით ან ენდომეტრიოზით, რომელთაც ჯერ არ მიაღწიეს მენოპაუზას.
გავლენა ენდომეტრიუმზე
კლინიკურ კვლევებში ქალებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ რიეკო ®-ს 52 კვირამდე, ბიოფსიის შედეგების მიხედვით ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის ან ენდომეტრიუმის კიბოს არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ფარმაკოკინეტიკა
რელუგოლიქსის, ესტრადიოლის (E2), საერთო ესტრონის (E1) და ნორეთისტერონის (NET) ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები რიეკოს® უზმოზე ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ ჯანმრთელ პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში წარმოდგენილია ცხრილში 5.
ცხრილი 5. რელუგოლიქსის, ესტრადიოლის, საერთო ესტრონისა და ნორეთისტერონის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში
|
|
რელუგოლიქსი |
ესტრადიოლი (E2) |
არაკონიუგირებული ესტრონი (E1) |
ნორეთისტერონი (NET) |
|
AUC 0–∞ (ნგ∙სთ/მლ ან პგ∙სთ/მლ) |
198.1 (111.6) |
818.7 (334.4) |
4126 (1650) |
17.5 (8.46) |
|
C max (ნგ/მლ ან პგ/მლ) |
25.99 (18.21) |
27.95 (19.15) |
188.4 (59.09) |
3.57 (1.43) |
|
T max (სთ) |
2.00 (0.25; 5.00) |
7.00 (0.25; 24.00) |
6.00 (2.00; 12.00) |
1.01 (0.50; 4.00) |
|
ტერმინალური t 1/2 (სთ) |
61.5 (13.2) |
16.6 (7.67) |
15.9 (6.52) |
10.9 (3.05) |
აბრევიატურები: AUC 0–∞ - ფართობი „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ 0 წერტილიდან ექსტრაპოლაციით უსასრულობაზე; C max - არის მაქსიმალური დაკვირვებადი კონცენტრაცია; E1 - ესტრონი; E2 - ესტრადიოლი; NET- ნორეთისტერონი; T max არის მაქსიმალური დაკვირვებითი კონცენტრაციის მიღწევის დრო; t 1/2 - ნახევარგამოყოფის პერიოდი
შენიშვნა. ცხრილში მოყვანილია საწყისი მნიშვნელობების გათვალისწინებით დაკორექტირებული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ესტრადიოლისთვის და არაკონიუგირებული E1-ისთვის. წარმოდგენილია არითმეტიკული საშუალო და სტანდარტული გადახრები, გარდა t max , რომლისთვისაც მოყვანილია მნიშვნელობების მედიანა და მნიშვნელობების დიაპაზონი (მინიმუმი, მაქსიმუმი). AUC 0-∞ მოცემულია ნგ∙სთ/მლ-ში რელუგოლიქსისა და NET-ისთვის და პგ∙სთ/მლ-ში არაკონიუგირებული E2-სთვის და არაკონიუგირებული E1-ისთვის. C max მოცემულია ნგ/მლ-ში რელუგოლიქსისა და NET-ისთვის, და პგ/მლ-ში არაკონიუგირებული E2-სთვის და არაკონიუგირებული E1-ისთვის.
რელუგოლიქსის, ესტრადიოლის (E2), საერთო ესტრონის (E1) და ნორეთისტერონის (NET) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები წონასწორულ მდგომარეობაში პრეპარატ რიეკო® -ს ერთხელ დღე-ღამეში 6 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ ჯანმრთელი ქალების მიერ, რომლებმაც არ მიაღწიეს მენოპაუზას, წარმოდგენილია ცხრილში 6.
ცხრილი 6. რელუგოლიქსის, ესტრადიოლის, მთლიანი ესტრონისა და ნორეთისტერონის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები პრეპარატ რიეკო®ს მრავალჯერადი მიღების შემდეგ ქალებში, რომლებსაც ჯერ არა აქვთ მენოპაუზა
|
|
რელუგოლიქსი |
ესტრადიოლი (E2) |
არაკონიუგირებული ესტრონი (E1) |
ნორეთისტერონი (NET) |
|
AUC 0-24 (ნგ∙სთ/მლ ან პგ∙სთ/მლ) |
157 (94.7) |
784 (262) |
4450 (1980) |
25.5 (11.4) |
|
C max (ნგ/მლ ან პგ/მლ) |
26 (21.4) |
46.8 (17.3) |
303 (137) |
5.21 (1.53) |
|
T max (სთ) |
3 (0.5, 6) |
3 (0.50; 12.00) |
4 (1; 8.08) |
1 (1; 2) |
|
ეფექტური t 1/2 (სთ) |
~ 25 |
17.1 (4.03) |
13.9 (4.14) |
8.28 (1.87) |
აბრევიატურები: AUC 0-24 - ფართობი „კონცენტრაცია-დრო“-ის მრუდის ქვეშ პრეპარატის მიღებებს შორის არსებული ინტერვალის განმავლობაში (24 საათი); C max არის მაქსიმალური დაკვირვებადი კონცენტრაცია; E1 - ესტრონი; E2 - ესტრადიოლი; NET, ნორეთისტერონი; t max არის მაქსიმალური დაკვირვებადი კონცენტრაციის მიღწევის დრო.
შენიშვნა. წარმოდგენილია არითმეტიკული საშუალო და სტანდარტული გადახრები, გარდა t max,რომლისთვისაც მოცემულია მნიშვნელობების მედიანა და დიაპაზონი (მინიმუმი, მაქსიმუმი). AUC 0-24 მოცემულია ნგ*სთ/მლ-ში რელუგოლიქსისა და NET-ისთვის და პგ*სთ/მლ-ში არაკონიუგირებული E2-სთვის და არაკონიუგირებული E1-ისთვის. C max მოცემულია ნგ/მლ-ში რელუგოლიქსისა და NET-ისთვის, ხოლო პგ/მლ-ში არაკონიუგირებული E2-სთვის და არაკონიუგირებული E1-ისთვის. რელუგოლიქსის ნახევარგამოყოფის ეფექტური პერიოდი შეფასებული იყო დაგროვების კოეფიციენტების გამოყენებით AUC მნიშვნელობებზე დაყრდნობით პრეპარატის მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ 40 მგ დოზით.
შეწოვა
რელუგოლიქსის შეწოვას პერორალური მიღების შემდეგ ძირითადად განაპირობებს ეფლუქსიური გადამტანი P-გლიკოპროტეინი (P-gp), რომლის სუბსტრატიც არის რელუგოლიქსი. პერორალური გამოყენების შემდეგ რელუგოლიქსი სწრაფად შეიწოვება, პირველი პიკი აღინიშნება მიღებიდან 0,25 საათის შემდეგ, შემდგომ რეგისტრირდება ერთი ან რამოდენიმე შეწოვის პიკი. რელუგოლიქსის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 11,6%. პრეპარატ რიეკო ® -ს მიღების შემდეგ ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე მაღალკალორიულ საკვებთან ერთად რელუგოლიქსის AUC 0-∞ და C max მცირდებოდა შესაბამისად 38%-ით და 55%-ით პრეპარატის უზმოზე მიღებასთან შედარებით.
პრეპარატ რიეკო®-ს უზმოზე ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ აღინიშნა არაკონიუგირებული ესტრადიოლის კონცენტრაციის ნელი ზრდა, ამასთან მისი საშუალო კონცენტრაციები აღწევდნენ პიკს მიღებიდან 8 საათის შემდეგ. პრეპარატ რიეკო® -ს გამოყენების შემთხვევაში ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე მაღალკალორიულ საკვების მიღების შემდეგ ის აღარ ახდენდა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ესტრადიოლის ან ესტროგენის მეტაბოლიტების სისტემური ზემოქმედების დონეზე.
ნორეთისტერონის აცეტატი პერორალური მიღების შემდეგ განიცდის სწრაფ ბიოტრანსფორმაციას ნაწლავში და ღვიძლში ნორეთისტერონის (NET) წარმოქმნით. პრეპარატ რიეკო®-ს უზმოზე ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, NET-ის კონცენტრაციებმა მიაღწიეს რაოდენობრივი განსაზღვრის ზღურბლს მიღებიდან 0,5 საათის შემდეგ, სწრაფი შემდგომი ზრდით და პიკურ მნიშვნელობებს მიაღწია 1 საათის განმავლობაში.
საკვების მიღების გავლენა
საკვებთან ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია რელუგოლიქსის AUC და Cmax შემცირება 38%-ით და 55%-ით დაქვეითება შესაბამისად, პრეპარატის ცარიელ კუჭზე მიღებასთან შედარებით, თუმცა რელუგოლიქსის სისტემური ზემოქმედების დონის შესაბამისი შემცირება განიხილება როგორც კლინიკურად უმნიშვნელო. საკვების მიღების კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ესტრადიოლის, ესტროგენის მეტაბოლიტების ან ნორეთისტერონის სისტემური ზემოქმედების დონეებზე არ ყოფილა.
განაწილება
რელუგოლიქსი 68–71% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამასთან მისი შემცველობის საშუალო თანაფარდობა მთლიან სისხლში და სისხლის პლაზმაში შეადგენს 0,78. სისხლში მოცირკულირე ესტრადიოლი და ნორეთისტერონი ანალოგიურ ხარისხში უკავშირდებიან სქესობრივი ჰორმონების დამაკავშირებელ გლობულინს (სჰდგ; 36-37%) და ალბუმინს (61%), მაშინ, როცა დაახლოებით 1-2% თავისუფალ ფორმაშია. განაწილების სავარაუდო მოცულობის (Vz) მნიშვნელობა 19×10 3 ლ, მიღებული პრეპარატის ინტრავენური შეყვანის შემდეგ აბსოლუტური ბიოშეღწევადობის კვლევისას, მიუთითებს რელუგოლიქსის ფართო გავრცელებაზე ქსოვილებში. ეგზოგენური და ენდოგენური ესტრადიოლი ნაწილდება ერთნაირი წესით. ესტროგენები ფართოდ ვრცელდებიან ორგანიზმში და ძირითადად გვხვდება მაღალი კონცენტრაციით ორგანოებში, რომლებიც სამიზნეა სქესობრივი ჰორმონების ზემოქმედებისთვის.
მეტაბოლიზმი
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოქრომული სისტემის ძირითადი ფერმენტები, რომლებიც მონაწილეობენ ღვიძლში რელუგოლიქსის საერთო ჟანგვითი მეტაბოლიზმში იყვნენ: CYP3A4 / 5 (45%) > CYP2C8 (37%) > CYP2C19 (<1%) ჟანგვითი მეტაბოლიტების, მეტაბოლიტ-A-ს და მეტაბოლიტ-B-ს წარმოქმნით, CYP3A4/5 და CYP2C8-ის გავლენის ქვეშ შესაბამისად.
ეგზოგენური და ენდოგენური ესტრადიოლი მეტაბოლიზდება ერთნაირი წესით. ესტრადიოლის მეტაბოლიზმი ძირითადად ხდება ღვიძლში და ნაწლავებში, მაგრამ ასევე სამიზნე ორგანოებში ნაკლებად აქტიური ან არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით, ესტრონის, კატექოლ ესტროგენებისა და ესტროგენების სხვადასხვა სულფატებისა და გლუკურონიდების ჩათვლით. ესტროგენები ექსკრექტირდება ნაღველთან ერთად, ჰიდროლიზდება და რეაბსორბირდება (ენტეროჰეპატური ცირკულაცია) და გამოიყოფა ორგანიზმიდან უპირატესად შარდით ბიოლოგიურად არააქტიური ფორმით. ესტრონისა და ესტრადიოლის დაჟანგვა ხდება ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტების, ძირითადად CYP1A2, CYP1A2 (ექსტრაჰეპატური მეტაბოლიზმი), CYP3A4, CYP3A5, CYP1B1 და CYP2C9 მონაწილეობით.
ნორეთისტერონის ყველაზე მნიშვნელოვანი მეტაბოლიტებია 5-ალფა-დიჰიდრონორეთისტერონის და ტეტრაჰიდრონორეთისტერონის იზომერები, რომლებიც გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად სულფატის ან გლუკურონიდის კონიუგატების სახით.
გამოყოფა
აბსორბციის შემდეგ რელუგოლიქსის დაახლოებით 20% ელიმინირდება ორგანიზმიდან უცვლელი სახით შარდთან ერთად და 80% ექვექმდებარება მეტაბოლიზმს სხვადასხვა მეორეხარისხოვანი გზებით და/ან გამოიყოფა ნაღველთან ერთად უცვლელი მოქმედი ნივთიერების სახით. მიღებული დოზის დაახლოებით 38% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით (გარდა მეტაბოლიტის-C-სი) განავლით და შარდით. მეტაბოლიტი-C, რომელიც წარმოიქმნება ნაწლავის მიკროფლორას ზემოქმედებით, არის განავალში ნაპოვნი ძირითადი მეტაბოლიტი (51%) და შემდგომში არის არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების მაჩვენებელი.
რელუგოლიქსის, ესტრადიოლისა და ნორეთისტერონის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდების (t 1/2 ) საშუალო ხანგრძლივობა პრეპარატ რიეკო ® -ს ტაბლეტის ერთჯერადი მიღების შემდეგ შეადგენს, 61,5 საათს, 16,6 საათს და 10,9 საათს შესაბამისად. რელუგოლიქსის წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა ყოველდღიური ერთჯერადი გამოყენების 12-13 დღის შემდეგ. დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას რელუგოლიქსი ხასიათდება დაახლოებით 2-ჯერადი დაგროვების ხარისხით, რაც შეესაბამება ეფექტურ ნახევარგამოყოფის პერიოდს დაახლოებით 25 საათის განმავლობაში და ადასტურებს პრეპარატის დღე-ღამეში ერთხელ გამოყენების შესაძლებლობას.
E2-ისა და NET-ის დაგროვება დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას მერყეობს 33%-დან 47%-მდე, თუმცა ერთდროული გამოყენებისას რელუგოლიქსთან, რომელიც წარმოადგენს CYP3A-თი განპირობებული ნაწლავური (პრესისტემური) მეტაბოლიზმის სუსტ ინდუქტორს, შეიძლება მოსალოდნელი იყოს, რომ E2-ის დაგროვება არ შეიცვლება ან ოდნავ შემცირდება.
წრფივობა/არაწრფივობა
რელუგოლიქსი ხასიათდება სისტემური ზემოქმედების სუპერწრფივი დოზადამოკიდებული ზრდით დოზების დიაპაზონში 1-80 მგ, რაც ყველაზე შესამჩნევი ხდება 20 მგ-ზე მეტი დოზების მიღების დროს; ამავდრიულად ითვლება, რომ ეს დაკავშირებულია ნაწლავის P-gp-ის სატურაციასთან და პრეპარატის ბიოშეღწევადობის შესაბამისი ზრდით შინაგანად მიღებისას.
რელუგოლიქსის ფარმაკოკინეტიკური თვისებები დღე-ღამეში ერთხელ 40 მგ დოზით მიღებისას არ არის დამოკიდებული დროზე.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში
განსხვავებები ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებთან მიმართებაში პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებს შორის ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან აღმოჩენილი არ ყოფილა, რაც მიუთითებს რელუგოლიქსის ფარმაკოკინეტიკის ეთნიკური მგრძნობელობის არარსებობაზე. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგები მიუთითებენ კლინიკურად მნიშვნელოვან განსხვავებების არარსებობაზე რელუგოლიქსის სისტემური ზემოქმედების დონეზე ასაკის, რასის ან ეთნიკური წარმომავლობის, სხეულის წონის ან სხეულის მასის ინდექსიდან (სმი) გამომდინარე. ვინაიდან როგორც ესტრადიოლი, ასევე ნორეთისტერონის აცეტატი წარმოადგენენ კომბინირებული ჰორმონალური პრეპარატების კარგად შესწავლილ კომპონენტებს,არანაირი კვლევები პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში არ ჩატარებულა.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
რელუგოლიქსის ერთჯერადი მოღების შემდეგ 40 მგ დოზით თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნა AUC 0-∞ და C max 1,5 და 1,1-ჯერ ზრდა, შესაბამისად, საკონტროლო ჯგუფში მყოფ თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ჯანმრთელ მონაწილეებთან შედარებით. რელუგოლიქსის ერთჯერადად 40 მგ დოზით მიღების შემდეგ თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში აღნიშნებოდა ორივე PK მაჩვენებლის (AUC 0-∞ და C max ) ზრდა 1,5-ჯერ საკონტროლო ჯგუფში თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ჯანმრთელ მონაწილეებთან შედარებით. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური მოდელის ანალიზის მონაცემებით თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევა არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან კოვარიატას რელუგოლიქსის რომელიმე ფარმაკოკინეტიკური პარამეტრისთვის. რიეკო® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი "სიფრთხილის ზომები"), დოზის კორექცია პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე დარღვევით არ არის საჭირო (იხ. ნაწილი "გამოყენების წესი და დოზები).
თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადიის (ჰემოდიალიზის ჩატარებისაგან დამოუკიდებლად) გავლენა ესტრადიოლის, ნორეთისტერონის და რელუგოლიქსის ფარმაკოკინეტიკაზე, რომლებიც წარმოადგენენ პრეპარატ რიეკოს ® კომპონენტებს, არ არის შესწავლილი ქალებში, რომლებმაც არ მიაღწიეს მენოპაუზას. ჰემოდიალიზით ორგანიზმიდან გამოყოფილი რელუგოლიქსის, ესტრადიოლის ან ნორეთისტერონის რაოდენობა ცნობილი არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატი რიეკო® არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები"). ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატ რიეკო®-ს დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. ნაწილი "მიღების წესი და დოზები"). რელუგოლიქსის ერთჯერადად 40 მგ დოზით მიღების შემდეგ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში აღინიშნა AUC 0-∞ და C max- ის შემცირება 31%-ით და 24%-ით შესაბამისად, საკონტროლო ჯგუფის ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ჯანმრთელ მონაწილეებთან შედარებით. ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში რელუგოლიქსის ერთჯერადად მიღების შემდეგ 40 მგ დოზით AUC 0-∞ შემცირდა 5%-ით და C max გაიზარდა 1.2-ჯერ საკონტროლო ჯგუფში ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ჯანმრთელ მონაწილეებთან შედარებით.
პრეპარატი რიეკო® გამოიყენება რეპროდუქციული ასაკის ზრდასრულ ქალებში:
საშვილოსნოს მიომის ზომიერი და მძიმე ხარისხის სიმპტომების სამკურნალოდ;
ენდომეტრიოზის სიმპტომური მკურნალობისთვის ქალებში, რომლებმაც ადრე მიიღეს მედიკამენტური მკურნალობა ან გადაიტანეს ქირურგიული ოპერაცია ენდომეტრიოზის გამო (იხ. ნაწილი "ფარმაკოდინამიკა").
უკუჩვენებები
მომატებული გრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია განყოფილებაში "შემადგენლობა";
ვენური თრომბოემბოლია ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია);
არტერიული თრომბოემბოლიური გართულებები ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის იშემიური დაავადება);
დადასტურებული თრომბოფილური დარღვევები (მაგალითად, პროტეინ C -ს, პროტეინ S-ის ან ანტითრომბინის დეფიციტი, ან რეზისტენტობა გააქტიურებული პროტეინ C-ს მიმართ (გპC-რეზისტენტობა), მათ შორის ლეიდენის V ფაქტორი (იხ.განყოფილება „სიფრთხილის ზომები“);
დადასტურებული ოსტეოპოროზი;
თავის ტკივილები კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით ან შაკიკისებრი თავის ტკივილი აურით (იხ. განყოფილებაში “ სიფრთხილის ზომები“);
დადასტურებული ან სავარაუდო ავთვისებიანი ნეოპლაზმები, რომლებიც მგრძნობიარეა სტეროიდული სასქესო ჰორმონების მიმართ (მაგალითად, სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების ავთვისებიანი ნეოპლაზმები);
ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) ამჟამად ან ანამნეზში (იხ. განყოფილება "სიფრთხილის ზომები");
ღვიძლის მძიმე დაავადებები ამჟამად ან ანამნეზში ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ნორმალიზებამდე;
დადასტურებული ან სავარაუდო ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი (იხ. განყოფილება "გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს");
უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან;
ჰორმონალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენება.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები
რეკომენდებული დოზით მიღებისას პრეპარატი რიეკო® აინჰიბირებს ოვულაციას ქალებში და უზრუნველყოფს საიმედო კონტრაცეპციულ ეფექტს. რეკომენდებულია კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში და პრეპარატის ზედიზედ ორი ან მეტი მიღების გამოტოვებიდან 7 დღის განმავლობაში. ჰორმონალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები").
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი იმის თაობაზე, რომ ოვულაცია განახლდება პრეპარატ რიეკო® -ს მიღების შეწყვეტის შემდეგ მალევე . პრეპარატის შეწყვეტის წინ პაციენტთან აუცილებლად უნდა იქნას განხილული შესაბამისი კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენება, ხოლო მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქალმა უნდა დაიწყოს კონტრაცეფციის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“).
ორსულობა
ორსულ ქალებში რელუგოლიქსის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რელუგოლიქსმა ორსულობის ადრეულ ეტაპზე შეიძლება გაზარდოს ორსულობის ადრეული დაკარგვის რისკი. პრეპარატის ფარმაკოლოგიური ეფექტების გათვალისწინებით, არ შეიძლება გამოორიცხოს მისი არასასურველი გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე.
პრეპარატ რიეკო®-ს გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები"). ორსულობის დადგომის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა იქნას შეწყვეტილი.
როგორც ჩანს, მავნე ზეგავლენა იმ ბავშვებზე, რომლებიც დაიბადნენ ქალებისგან, რომლებიც ორსულობის ადრეულ ეტაპზე პერორალურ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს იღებდნენ (შეიცავენ ესტროგენებს და პროგესტაგენებს), არის უმნიშვნელო ან არ არსებობს. პრეპარატ რიეკო ® -ს გამოყენების განახლების შემთხვევაში აუცილებელია მშობიარობის შემდგომ პერიოდში ვთე-ის განვითარების მაღალი რისკის გათვალისწინება (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“).
ძუძუთი კვება
პრეკლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ რელუგოლიქსი გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძეში. მონაცემები რელუგოლიქსის ან მისი მეტაბოლიტების არსებობის შესახებ მეძუძური ქალების რძეში და პრეპარატის გავლენის შესახებ ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვების ჯანმრთელობაზე არ არის ხელმისაწვდომი. ცნობილია, რომ ქალებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ესტროგენ-პროგესტაგენური პრეპარატებით, ეს უკანასკნელები გვხვდება დედის რძეში. არ შეიძლება იყოს გამორიცხული პრეპარატ რიეკო®-ს ზეგავლენა ახალშობილებზე /ჩვილებზე.
პრეპარატ რიეკო® -ს გამოყენების დროს და მისი მოხსნიდან 2 კვირის განმავლობაში ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები").
ფერტილობა
პრეპარატი რიეკო® აინჰიბირებს ოვულაციას და ხშირად იწვევს ამენორეას. ოვულაცია და მენსტრუალური სისხლდენა აღდგება მკურნალობის შეწყვეტიდან მალევე (იხ. ნაწილი "ფარმაკოდინამიკა").
მიღების წესი და დაზები
პრეპარატ რიეკო ®-თი მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს გამოცდილება საშვილოსნოს მიომის და(ან) ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხში.
პრეპარატ რიეკო® -ს ერთი ტაბლეტი უნდა მიიღოთ დღე-ღამეში 1-ჯერ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს საკვების მიღების მიუხედავად. საჭიროების შემთხვევაში ტაბლეტებს უნდა მიაყოლოთ მცირე რაოდენობით სითხე (იხ. განყოფილება "ფარმაკოკინეტიკა").
ძვლის ქსოვილის მინერალური სიმკვრივის (ძმს) დაქვეითება და ოსტეოპოროზი
მკურნალობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ რეკომენდებულია დენსიტომეტრიის ჩატარება ორმაგი ენერგტიკული რენტგენის აბსორბციომეტრიის (ოერა) მეთოდით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ოსტეოპოროზის განვითარების ან ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შემცირების რისკის ფაქტორები, რეკომენდებულია ოერა-ს ჩატარება პრეპარატ რიეკო ®-თი მკურნალობის დაწყებამდე (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები").
პრეპარატის გამოყენების დაწყება
პრეპარატ რიეკო ®-თი მკურნალობის დაწყებამდე ორსულობა უნდა გამოირიცხოს.
მკურნალობის დასაწყისში პირველი ტაბლეტი უნდა იქნას მიღებული მენსტრუალური სისხლდენის დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში. თუ მკურნალობა იწყება მენსტრუალური ციკლის სხვა დღეს, თავიდან შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული და/ან ძლიერი სისხლდენა.
პრეპარატი რიეკო®-ს მიღება შესაძლებელია უწყვეტად.
მენოპაუზის დაწყებისას გასათვალისწინებელია საკითხი პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან ცნობილია, რომ მენოპაუზის დაწყების შემდეგ საშვილოსნოს მიომის და ენდომეტრიოზი სიმპტომები რეგრესირებს.
პრეპარატის რიეკო® -ს კონტრაცეპტული თვისებები
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ნებისმიერი ჰორმონალური კონტრაცეპტული პრეპარატების მიღების შეწყვეტა, ვინაიდან პრეპარატ რიეკო®-ს ერთდროული გამოყენება ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან უკუნაჩვენებია (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები").
პრეპარატ რიეკო *-ს გამოყენების დაწყებიდან მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდები.
მინიმუმ ერთი თვის გამოყენების შემდეგ ქალებში, რომლებიც იღებენ რეკომენდებულ დოზას, პრეპარატი რიეკო® თრგუნავს ოვულაციას და უზრუნველყოფს საიმედო კონტრაცეპციულ ეფექტს.
რეპროდუქციული ასაკის ქალები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი იმის თაობაზე, რომ ოვულაცია აღდგება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მალევე. ამიტომ, მკურნალობის შეწყვეტამდე პაციენტთან აუცილებელად უნდა იქნას განხილული საკითხი კონტრაცეფციის შესაბამისი მეთოდების გამოყენებისა, ხოლო მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქალმა უნდა დაიწყოს კონტრაცეფციის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“ ) .
პრეპარატის მიღების გამოტოვება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი ტაბლეტის მიღება, აუცილებელია მიიღოთ გამოტოვებული ტაბლეტი რაც შეიძლება მალე და მეორე დღეს გააგრძელოთ პრეპარატის მიღება ჩვეულ დროს.
თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებულია ზედიზედ ორი ან მეტი დღის მანძილზე, პრეპარატის კონტრაცეფციული ეფექტი შეიძლება იყოს შემცირებული. აუცილებელია იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდები მკურნალობის მომდევნო 7 დღის განმავლობაში (იხ. განყოფილება "გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს").
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
დადგენილი ჩვენების მიხედვით, პრეპარატი რიეკო® არ გამოიყენება ხანდაზმულ ასაკის პაციენტების სამკურნალოდ.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
პრეპარატის რიეკოს დოზის კორექცია პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე დარღვევით არ არის საჭირო (იხ. განყოფილება "ფარმაკოკინეტიკა").
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატ რიეკო® -ს დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. განყოფილება "ფარმაკოკინეტიკა"). პრეპარატი რიეკო® უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე ქალებში ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები").
გამოყენება ბავშვებში
პრეპარატი რიეკო ® არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში საშვილოსნოს მიომის სიმპტომების სამკურნალოდ.
რიეკო ®-ს უსაფრთხოება და ეფექტურობა ენდომეტრიოზის მკურნალობის დროს 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის.
მიღების წესი
შინაგანი მიღებისთვის.
პრეპარატ რიეკო®-ს მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედვად, აუცილებლობის შემთხვევაში ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით.
გვერდითი მოქმედება
ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს საშვილოსნოს მიომის ან ენდომეტრიოზის სამკურნალოდ, იყო თავის ტკივილი (13.2%), „ალები“ (10.3%) და საშვილოსნოს სისხლდენა (5.8%).
მე-7 ცხრილში ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები კლასიფიცირებულია მათი წარმოქმნის სიხშირისა და სისტემურ- ორგანული კლასების მიხედვით.
სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით. შემთხვევების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირად (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათად (≥-დან 1/10 000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (< 1/10,000) და უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).
არასასურველი რეაქციების რეზიუმე ცხრილის სახით
ცხრილი 7. არასასურველი რეაქციები პაციენტებში საშვილოსნოს მიომით და ენდომეტრიოზით
ლიბიდოს დაქვეითების, ლიბიდოს დაკარგვის და ლიბიდოს დარღვევის ჩათვლით.
მათ შორის მენორაგია (უხვი მენსტრუაცია), მეტრორაგია (სისხლდენა მენსტრუაციებსშორის), ვაგინალური სისხლდენა, საშვილოსნოს სისხლდენა, პოლიმენორეა და არარეგულარული მენსტრუაცია.
შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია საეჭვო არასასურველი რეაქციების მოხსენება სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამკურნალო საშუალების „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგი. მედიცინის მუშაკებს ეძლევათ რეკომენდაცია შეატყობინონ სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ არასასურველი რეაქციების მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
დოზის გადაჭარბება
ჯანმრთელმა მამაკაცებმა და ქალებმა ერთჯერადად მიიღეს რელუგოლიქსი დოზით 360 მგ-მდე (9-ჯერ აღემატება რეკომენდებულ კლინიკურ დოზას- 40 მგ) და, ზოგადად, პრეპარატი კარგად გადაიტანებოდა.
რელუგოლიქსის კლინიკურ კვლევებში ესტრადიოლთან და ნორეთისტერონის აცეტატთან კომბინაციაში დარეგისტრირებული იყო პრეპარატის მიღების შემთხვევები დოზებით, რომლებიც თერაპიულ დოზებს ორჯერ აღემატებოდა, მაგრამ არანაირი არასასურველი მოვლენები არ განვითარებულა.
ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევების შემთხვევები მცირეწლოვან ბავშვებში,რომლებმაც შემთხვევით გადაყლაპეს დიდი რაოდენობით სამკურნალო პრეპარატები,რომლებიც შეიცავდნენ ესტროგენება, დარეგისტრირებული არ ყოფილა.
სიმპტომები : ესტრადიოლისა და ნორეთისტერონის აცეტატის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება, ხოლო ქალებს შეიძლება განუვითარდეთ მოხსნის სისხლდენა.
მკურნალობა: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია შემანარჩუნებელი თერაპია. ჰემოდიალიზით ორგანიზმიდან გამოყოფილი რელუგოლიქსის, ესტრადიოლისა ან ნორეთისტერონის რაოდენობა არ არის ცნობილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
რეკომენდაციები პრეპარატ რიეკო®-ს მედიკამენტოზური ურთიერთქმედების შესახებ ეფუძნება ცალკეული კომპონენტების მედიკამენტოზურ ურთიერთქმედებების კვლევებს, რომლებიც შედიან მის შემადგენლობაში.
სხვა სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედების ალბათობა პრეპარატ რიეკო ®-ს კომპონენტებზე
რელუგოლიქსი
P-გლიკოპროტეინის (P-gp) პერორალური ინჰიბიტორები
არ არის რეკომენდებული პრეპარატ რიეკო®–ს ერთდროული გამოყენება Pgp–ს პერორალურ ინჰიბიტორებთან ერთად. რელუგოლიქსი არის P-gp-ს სუბსტრატი (იხ. განყოფილება "ფარმაკოკინეტიკა"), ერითრომიცინთან რელუგოლიქსის მედიკამენტოზური ურთიერთქმედების კვლევისას, P-gp და ციტოქრომ P450 (CYP) 3A4 ზომიერ ინჰიბიტორთან, ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) და რელუგოლიქსის მაქსიმალური კონცენტრაცია (C max) იზრდებოდა 4,1 და 3,8-ჯერ შესაბამისად. P-gp-ს ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რელუგოლიქსის ექსპოზიციის მატება. ესეთ პრეპარატებს განეკუთვნება ზოგიერთი ანტიმიკრობული სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, გენტამიცინი, ტეტრაციკლინი), სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, კარვედილოლი, ვერაპამილი), ანტიარითმული სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ამიოდარონი, დრონედარონი, პროპაფენონი, ქინიდინი), ანტიანგინალური სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, რანოლაზინი), ციკლოსპორინი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ან C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) პროტეაზების ინჰიბიტორები (მაგალითად, რიტონავირი, ტელაპრევირი). თუ P-gp პერორალურ ინჰიბიტორებთან ერთდროულ გამოყენების (მაგალითად, აზითრომიცინი) 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში თავიდან აცილება შეუძლებელია, პრეპარატ რიეკო® სა და P-gp ინჰიბიტორის მიღება უნდა მოხდეს ცალ-ცალკე. პირველ რიგში უნდა იქნას მიღებული პრეპარატი რიეკო® , ხოლო P-gp-ს ინჰიბიტორი სულ მცირე 6 საათის შემდეგ. ასევე აუცილებელია განხორციელდეს უფრო გულდასმითი დაკვირვება პაციენტებზე არასასურველი რეაქციების განვითარებასთან დაკავშირებით.
ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4) და/ან P-gp-ს ძლიერი ინდუქტორები
პრეპარატ რიეკო®–ს ერთდროული გამოყენება CYP3A4-ის და/ან Pgp-ს ძლიერ ინდუქტორებთან არ არის რეკომენდებული. ურთიერთქმედების კლინიკური კვლევაში რიფამპიცინთან, რომელიც არის CYP3A4-სა და Pgp-ს ძლიერი ინდუქტორი, რელუგოლიქსის Cmax და AUC მაჩვენებლები შემცირდა შესაბამისად 23% და 55%-ით. სამკურნალო პრეპარატებმა, რომლებიც იწვევენ CYP3A4-სა და/ან Pgp-ს ძლიერ ინდუქციას, ისეთებმა, როგორიცაა კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, კარბამაზეპინი, ტოპირამატი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ოქსკარბაზეპინი, ფელბამატი), მიკრობსაწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი, რიფაბუტინი, გრიზეოფულვინი), კრაზანა ( Hypericum perforatum), ბოსენტანი და აივ-ის ან C ჰეპატიტის ვირუსის პროტეაზების ინჰიბიტორები (მაგალითად, რიტონავირი, ბოცეპრევირი, ტელაპრევირი), და ასევე არანუკლეოზიდური უკუ ტრანსკრიპტაზის ინჰიბიტორები (მაგალითად, ეფავირენზი), შეიძლება შეამცირონ რელუგოლიქსის პლაზმური კონცენტრაცია და გამოიწვიონ თერაპიული ეფექტის დაქვეითება.
CYP3A4 ინჰიბიტორები
რელუგოლიქსის ერთდროულმა გამოყენებამ CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან, რომლებიც არ აინჰიბირებენ P-gp-ს (ვორიკონაზოლი) არ გამოიწვია რელუგოლიქსის ექსპოზიციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ურთიერთქმედების კვლევის შედეგების თანახმად, პრეპარატ რიეკო®-ს ერთდროულმა გამოყენებამ ატორვასტატინთან, რომელიც არის ფერმენტ CYP3A4-ის სუსტი ინჰიბიტორი, არ გამოიწვია რელუგოლიქსის ექსპოზიციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება.
თანმხლები სამკურნალო პრეპარატების ზეგავლენის შეფასება რელუგოლიქსის ექსპოზიციაზე კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით და გამოყენების რეკომენდაციები შეჯამებულია ცხრილში 8.
ცხრილი 8. თანმხლები თერაპიის ზემოქმედება რელუგოლიქსის ექსპოზიციაზე (AUC 0-∞, C max; ექსპოზიციის სიდიდის შემცირების რიგითობით) კლინიკური კვლევების მიხედვით და შესაბამისი რეკომენდაციები
|
თანმხლები პრეპარატის დოზირების რეჟიმი |
რელუგოლიქსის დოზირების რეჟიმი |
რელუგოლიქსის AUC 0-∞ -ს ცვლილება |
რელუგოლიქსის C max-ს ცვლილება |
რეკომენდაციები |
|
ერითრომიცინი 500 მგ 4ჯერ/დღე-ღამეში მრავალჯერ |
40 მგ ერთჯერადად |
ზრდა 4,1- ჯერ |
ზრდა 3,8 ჯერ |
არ არის რეკომენდებული პრეპარატ რიეკო*ს გამოყენება ერითრომიცინთან და P-gp-ს სხვა პერორალურ ინჰიბიტორებთან.
თუ P-gp-ს პერორალურ ინჰიბიტორებთან (მაგალითად აზიტრომიცინთან) ერთხელ ან ორჯერ დღე-ღამეში ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება არ შეიძლება, მაშინ პრეპარატი რიეკო® მიიღება პირველ რიგში, ხოლო P-gp ინჰიბიტორი-არა უადრეს 6 საათისა. ასევე აუცილებელია განხორციელდეს გულდასმითი დაკვირვება პაციენტებზე არასასურველი რეაქციების განვითარების საკითხთან დაკავშირებით. |
|
აზიტრომიცინი 500 მგ ერთჯერადად |
120 მგ ერთჯერადად** ხაზი
|
ზრდა 1,5 ჯერ |
ზრდა 1,6 ჯერ |
|
|
აზიტრომიცინი 500 მგ ერთჯერადად რელუგოლიქსის მიღებიდან 6 საათის შემდეგ |
ზრდა 1,4 ჯერ |
ზრდა 1,3 ჯერ |
||
|
ვორიკონაზოლი 200 მგ ორჯერ /დღე-ღამეში მრავალჯერ |
40 მგ ერთჯერადად |
ზრდა 51%-ით |
ზრდა 21 %-ით |
რელუგოლიქსის ერთდროული გამოყენებისას იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან , რომლებსაც არ გააჩნიათ P-gp-ს მაინჰიბერებელი მოქმედება, დოზის კორექცია საჭირო არ არის |
|
ფლუკონაზოლი 200 მგ 1-ხელ /დღე-ღამეში მრავალჯერ |
40 მგ ერთჯერადად |
ზრდა 19 %-ით |
ზრდა 44%-ით |
|
|
ატორვასტატინი 80 მგ 1ხელ /დღე-ღამეში მრავალჯერ |
40 მგ ერთჯერადად |
შემცირება 5 %-ით |
შემცირება 22%-ით |
|
|
რიფამპიცინი 600 მგ ერთხელ /დღე-ღამეში მრავალჯერ |
40 მგ ერთჯერადად |
შემცირება 55%-ით |
შემცირება 23%-ით |
პრეპარატ რიეკო®-ს ერთდროული მიღება რიფამპიცინთან და P-gp-ს სხვა კომბინირებულ ინდუქტორებთან და იზოფერმენტ CYP3A4 მძლავრ ინდუქტორებთან რეკომენდებული არ არის, ვინაიდან რელუგოლიქსის ეფექტურობა , რომელიც შედის პრეპარატ რიეკო®-ს შემადგენლობაში, შეიძლება შემცირდეს. |
მონაცემები, რომლებიც წარმოდგენილია ჯერადობის ცვლილების სახით, წარმოადგენენ მაჩვენებლის მნიშვნელობის თანაფარდობას თანმხლები თერაპიის ფონზე მაჩვენებელის მნიშვნელობასთან რელუგოლიქსით მონოთერაპიის დროს. მონაცემები, რომლებიც წარმოდგენილია პროცენტული ცვლილების სახით, არის განსხვავება პროცენტებში თანმხლები თერაპიის დროს მაჩვენებლის მნიშვნელობასა და მაჩვენებლის მნიშვნელობას შორის რელუგოლიქსის მონოთერაპიისას.
40 მგ დოზასთან ურთიერთქმედება არ არის შესწავლილი, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ზეგავლენა უფრო ძლიერად იქნება გამოხატული.
AUC - ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ არსებული ფართობი; C max - მაქსიმალური კონცენტრაცია; 1 ჯერ/დღეში - დღე-ღამეში ერთხელ; 2ჯერ / დღე-ღამეში- დღე-ღამეში ორჯერ; 4-ჯერ/ დღე-ღამეში - ოთხჯერ დღე-ღამეში.
ესტრადიოლი და ნორეთისტერონის აცეტატი
CYP3A4-ის ინჰიბიტორები
სამკურნალო პრეპარატები, აინჰიბირებენ რა ღვიძლის ფერმენტების აქტივობას, რომლებიც ამეტაბოლიზირებენ სამკურნალო საშუალებებს, მაგალითად, კეტოკონაზოლს, შესაძლებელია ზრდიან მოცირკულირე ესტროგენისა და ნორეთისტერონის კონცენტრაციას, რომლებიც წარმოადგენენ პრეპარატ რიეკო® -ს კომპონენტებს .
ფერმენტი CYP-ის ინდუქტორები
ესტროგენებისა და პროგესტაგენების მეტაბოლიზმი შეიძლება გაიზარდოს ისეთ ნივთიერებებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებსაც აქვთ დადგენილი უნარი ფერმენტების ინდუცირებისა, რომლებიც ამეტაბოლიზირებენ სამკურნალო საშუალებებს, განსაკუთრებით ციტოქრომ 450-ს სისტემის ფერმენტებისა, მაგალითად, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) ან ანტიმიკრობული საშუალებების (მაგალითად, რიფაპიცინი, რიფაბუტინი, ნევირაპინი, ეფავირენზი).
რიტონავირი, ტელაპრევირი და ნელფინავირი, თუმცა ცნობილინი არიან როგორც ძლიერი ინჰიბიტორები, ასევე არიან ინდუქტორები და შეუძლიათ შეამცირონ ესტროგენებისა და პროგესტაგენების ექსპოზიცია.
კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველ მცენარეულ პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ესტროგენებისა და პროგესტაგენების მეტაბოლიზმი. კლინიკურ გარემოში ესტროგენების მეტაბოლიზმის გაძლიერებამ შეიძლება მიგვიყვანოს ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვის პრევენციის ზომების ეფექტურობის შემცირებასთან. ამასთან დაკავშირებით, ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორების ხანგრძლივი ერთდროული გამოყენება პრეპარატ რიეკო ®-სთან ერთად არ არის რეკომენდებული.
პრეპარატ რიეკო® -ს კომპონენტების ზემოქმედების ალბათობა სხვა სამკურნალო პრეპარატებზე
რელუგოლიქსი
რელუგოლიქსი არის CYP3A4-ის სუსტი ინდუქტორი. რელუგოლიქსთან 40 მგ სადღეღამისო დოზით ერთდროული გამოყენების შემდეგ მიდაზოლამის, CYP3A4 მგრძნობიარე სუბსტრატის, AUC და Cmax მნიშვნელობები მცირდებოდა 18%-ით და 26%-ით შესაბამისად. თუმცა, მიდაზოლამთან კლინიკური კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, რელუგოლიქსის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა CYP3A4 -ს სხვა სუბსტრატებზე არ არის მოსალოდნელი.
რელუგოლიქსი აინჰიბირებს ძუძუს კიბოს რეზისტენტობის ცილას (BCRP) in vitro. ჩატარებული იქნა კვლევა მისი ურთიერთქმედების თაობაზე როზუვასტატინთან, რომელიც არის BCRP-ის სუბსტრატი და ორგანული ანიონების 1B1 (OATP1B1) სატრანსპორტო პოლიპეპტიდი. რელუგოლიქსთან 40 მგ სადღეღამისო დოზით ერთდროული გამოყენების შემდეგ, როზუვასტატინის AUC და Cmax მნიშვნელობები შემცირდა 13%-ით და 23%-ით შესაბამისად. ეს ეფექტები განიხილება, როგორც კლინიკურად უმნიშვნელო, ამიტომ როზუვასტატინის დოზის კორექცია არ არის საჭირო პრეპარატ რიეკო® -სთან ერთდროული გამოყენებისას . პრეპარატ რიეკო®-ს კლინიკური ზეგავლენა სხვა BCRP სუბსტრატებზე არ არის შესწავლილი და მისი მნიშვნელობა სხვა BCRP სუბსტრატებისათვის უცნობია.
რელუგოლიქსის 40 მგ დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს P-gp-ის სატურაცია ნაწლავში, ვინაიდან რელუგოლიქსს გააჩნია სუპერხაზოვანი დოზადამოკიდებული ფარმაკოკინეტიკა 10-120 მგ დოზების დიაპაზონში, რამაც შეიძლება გაზარდოს ერთდროულად გამოყენებული პრეპარატების შეწოვა. რომლებიც წარმოადგენენ Pgp-ის მგრძნობიარე სუბსტრატებს.
რელუგოლიქსთან ერთდროულად გამოყენებისას დაბიგატრან ეტექსილატის (P-gp სუბსტრატი) ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა. არ არის მოსალოდნელი რელუგოლიქსის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სხვა P-gp სუბსტრატებზე.
ესტრადიოლი და ნორეთისტერონის აცეტატი
ესტროგენებისა და პროგესტაგენების შემცველმა სამკურნალო პრეპარატებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი სხვა მოქმედი ნივთიერებების მეტაბოლიზმზე. შესაბამისად, პრეპარატ რიეკო®-სთან ერთდროულად გამოყენებისას მათი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს (მაგალითად, ციკლოსპორინი) ან შემცირდეს (მაგალითად, ლამოტრიჯინი). შესაძლოა საჭირო გახდეს ამ სამკურნალო პრეპარატების დოზის კორექტირება.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი რიეკო® შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ გულდასმითი დიაგნოსტიკის ჩატარების შემდეგ.
სამედიცინო შემოწმებები/კონსულტაციები
პრეპარატის რიეკო®-ს გამოყენების დაწყებამდე ან განახლებამდე აუცილებელია დეტალური სამედიცინო ანამნეზის შეგროვება (მათ შორის ოჯახის ანამნეზის ). აუცილებელია არტერიული წნევის გაზომვა, ფიზიკალური გამოკვლევის ჩატარება, უკუჩვენებების შესახებ ინფორმაციის (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები") და განსაკუთრებული მითითებებისა და სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით (იხ. განყოფილება "სიფრთხილის ზომები"). მკურნალობის დროს აუცილებელია პაციენტის პერიოდული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება სათანადო კლინიკური პრაქტიკის სტანდარტების შესაბამისად.
ნებისმიერი ჰორმონალური კონტრაცეპტივის მიღება უნდა იქნას შეწყვეტილი პრეპარატ რიეკო®-თი თერაპიის დაწყებამდე (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები"). კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდები უნდა იქნას გამოყენებული მკურნალობის დაწყებიდან როგორც მინიმუმი ერთი თვის განმავლობაში. რიეკო®-ს მიღების დაწყებამდე ან განახლებამდე აუცილებელია გამოირიცხოს ორსულობა.
თრომბოემბოლიური დარღვევების რისკი
ესტროგენებისა და პროგესტოგენების შემცველი სამკურნალო პრეპარატების გამოყენება ზრდის არტერიული ან ვენური თრომბოემბოლიის (ათე ან ვთე) რისკს მკურნალობის არარსებობასთან შედარებით.
ათე/ვთე-ის განვითარების რისკი რიეკო®-ს გამოყენებისას დადგენილი არ არის. . ესტროგენისა და პროგესტაგენის შემცველობა პრეპარატ რიეკო® -ში უფრო დაბალია, ვიდრე კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებში, ამ დროს პრეპარატ რიეკო®-ს შემაგენლობაში შედის რელუგოლიქსი, რომელიც წარმოადგენს გნრჰ რეცეპტორის ანტაგონისტს, რომელიც თრგუნავს საკვერცხეების მიერ ესტროგენისა და პროგესტერონის პროდუცირებას. ესტრადიოლის შემცველობა პრეპარატ რიეკო ®-ს გამოყენების ფონზე არის მენსტრუალური ციკლის ადრეული ფოლიკულური ფაზის დამახასიათებელი დიაპაზონის ფარგლებში (იხ. განყოფილება "ფარმაკოდინამიკა").
ათე/ვთე წარმოქმნის დროს მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პრეპარატი რიეკო® უკუნაჩვენებია გამოსაყენებლად ამჟამად ან ანამნეზში ვენური ან არტერიული თრომბოემბოლიური დარღვევების მქონე ქალებში (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები").
ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) რისკის ფაქტორები
ვენური თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების რისკი ქალებში, რომლებიც იყენებენ პრეპარატებს, სადაც შემადგენლობაში შედის ესტროგენები და პროგესტაგენები, შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, დამატებითი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით რამოდენიმე ფაქტორის კომბინაციისას (იხ. ცხრილი 9 ქვემოთ).
ცხრილი 9. ვთე-ის რისკის ფაქტორები
|
რისკის ფაქტორი |
კომენტარი |
|
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი [სმი] 30 კგ/ მ2 -ზე მეტი ) |
რისკი არსებითად იზრდება სმი-ს მატებასთან ერთად. |
|
ხანგრძლივი იმობილიზაცია, სერიოზული ქირურგიული ჩარევა ან ტრავმა |
ასეთ სიტუაციებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა (გეგმიური ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში მინიმუმ 4 კვირით ადრე) და მისი განახლება მობილობის სრული აღდგენიდან ყველაზე ადრე 2 კვირის შემდეგ. |
|
დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (შემთხვევები, როდესაც ვთე აქვს ღვიძლ ძმას, ღვიძლ დას ან მშობლებს, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, მაგალითად 50 წლამდე) |
ვთე-ზე მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე ეჭვის არსებობისას, ქალი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტთან კონსულტაციაზე პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. |
|
სხვა დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ვთე-ის განვითარების რისკთან |
ავთვისებიანი სიმსივნე, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ- ურემიული სინდრომი, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია. |
|
ასაკი |
განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ. |
აუცილებელია თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკის გათვალისწინება ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომი პერიოდის პირველი 6 კვირის განმავლობაში (ორსულობისა და ძუძუთი კვების შესახებ ინფორმაცია იხილეთ განყოფილებაში "გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს").
ვთე-ის სიმპტომები (ღრმა ვენის თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრმბოემბოლია)
სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას და აცნობოს ექიმს, რომ ის ღებულობს პრეპარატ რიეკო®-ს.
ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) შესაძლო სიმპტომები:
მუხლის და/ან ტერფის ცალმხრივი შეშუპება ან ფეხის შეშუპება ვენის გასწვრივ;
ტკივილი ან ტკივილის შეგრძნება ფეხში დგომისას ან სიარულის დროს;
დაზიანებული ფეხის ტემპერატურის მატება;
კანის სიწითლე ან კანის ფერის შეცვლა ფეხზე.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) შესაძლო სიმპტომები:
აუხსნელი ქოშინის ან აჩქარებული სუნთქვის უეცარი გაჩენა ;
უეცარი ხველა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლიან ნახველთან;
მკვეთრი ტკივილი გულმკერდის არეში;
მძიმე მდგომარეობა, როგორც გულის წასვლის წინ ან თავბრუსხვევა;
აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა.
ზოგიერთი ამ სიმპტომიდან (როგორიცაა ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია და შეიძლება არასწორად იყოს შეფასებული, როგორც უფრო ხშირი ან ნაკლებად მძიმე დაავადების ნიშნები (მაგ., სასუნთქი გზების ინფექციები).
არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) რისკის ფაქტორები
ეპიდემიოლოგიური კვლევების მიმდინარეობისას დადგინდა კავშირი ესტროგენების/ პროგესტაგენების შემცველი პრეპარატების გამოყენებასა და არტერიული თრომბოემბოლიის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების (მაგალითად, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ინსულტი) განვითარების გაზრდილ რისკს შორის. არტერიული თრომბოემბოლიის შემთხვევები შეიძლება ლეტალური შედეგით დამთავრდეს.
არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების რისკი ქალებში, რომლებიც იყენებენ პრეპარატებს, სადაც შემადგენლობაში შედიოდნენ ესტროგენები და პროგესტაგენები, შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს დამატებითი რისკ-ფაქტორების არსებობის დროს, განსაკუთრებით რამოდენიმე ფაქტორის კომბინაციისას (იხ. ცხრილი 10 ქვემოთ).
ცხრილი 10 ათე-ს რისკის ფაქტორები
|
რისკის ფაქტორი |
კომენტარი |
|
ასაკი |
განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ. |
|
მოწევა |
ქალებს აუცილებლად უნდა მიეცეს რეკომენდაცია პრეპარატ რიეკოს®-ს გამოყენების შემთხვევაში თავი შეიკავონ მოწევისაგან. |
|
არტერიული ჰიპერტენზია |
|
|
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი [BMI] 30 კგ/ მ2 -ზე მეტი ) |
რისკი არსებითად იზრდება სმი-ს მატებასთან ერთად. |
|
დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (ათე-ს შემთხვევები ღვიძლ დასთან, ღვიძლ ძმასთან ან მშობლებთან, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, მაგალითად 50 წლამდე) |
ვთე-ზე მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე ეჭვის არსებობის დროს ქალი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტთან კონსულტაციაზე პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. |
|
შაკიკი |
შაკიკის შეტევების სიხშირის ან სიმძიმის მატება პრეპარატის გამოყენების ფონზე არის მისი დაუყოვნებელი მოხსნის საფუძველი, ვინაიდან ეს სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის წინამორბედები. |
|
სხვა დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს არასასურველი სისხლძარღვოვანი მოვლენები |
შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, გულის სარქვლოვანი მანკი და წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა.ათე-ს სიმპტომები |
სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას და აცნობოს ექიმს, რომ ის ღებულობს პრეპარატ რიეკო ®-ს .
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების შესაძლო სიმპტომები:
სახის, მკლავის ან ფეხის უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;
სიარულის უეცარი გაძნელება, თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;
უეცრად გაჩენილი გონების აღრევა, მეტყველების ან მისი გაგების უნარის დარღვევა;
მხედველობის უეცარი დარღვევა ერთ ან ორივე თვალში;
უეცარი, ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე;
გონების დაკარგვა ან გულის წასვლა, რასაც შეიძლება ახლდეს კრუნჩხვები.
სიმპტომების გარდამავალი ხასიათი მიუთითებს ტრანზიტორულ იშემიურ შეტევაზე.
მიოკარდიუმის ინფარქტის შესაძლო სიმპტომები:
ტკივილი, დისკომფორტის გრძნობა, დაწოლის ან სიმძიმის შეგრძნება, შებოჭილობის ან სისავსის გრძნობა მკერდში, მკლავში ან მკერდის უკან;
დისკომფორტის შეგრძნება, რომელიც ვრცელდება ზურგის, ქვედა ყბის, ყელის, მკლავის, მუცლია არეზე;
გადატვირთვის შეგრძნება მუცელში, საჭმლის მონელების დარღვევა ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა;
ძლიერად გამოხატული სისუსტე, შფოთვა ან ქოშინი;
სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.
ძვლის ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შემცირების რისკი (ძმს)
თავდაპირველი კლინიკურად უმნიშვნელო შემცირების შემდეგ პრეპარატის მიღებიდან 12-24 კვირის მერე, ძმს სტაბილიზდება და შემდგომში რჩება სტაბილური (დაკვირვების საფუძველზე 2 წლის განმავლობაში). ძმს-ის საშუალო შემცირება პრეპარატ რიეკო ®-ს მიღების პირველი წლის განმავლობაში შეადგენს 0,69%.
ამისდამიუხედავად, პაციენტების 21%-ს აღენიშნებოდა 3%-ზე მეტი ძმს-ის შემცირება. ამიტომ მკურნალობის 52 კვირის შემდეგ რეკომენდებულია დენსიტომეტრიის (აერა) ჩატარება და საჭიროებისამებრ განმეორება. ძმს-ის ცვლილების ხარისხიდან გამომდინარე შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატი რიეკო ®-ს სარგებელი-რისკის თანაფარდობის გადახედვა.
ანამნეზში მცირე ტრავმის შედეგად მოტეხილობის მქონე პაციენტებში ან ოსტეოპოროზის ან ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვის სხვა რისკ-ფაქტორებით, მათ შორის პაციენტებში, რომლებიც იღებენ მედიკამენოზურ თერაპიას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ძმს-ზე, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შეფასდეს პრეპარატ რიეკო® -ს მიღების სარგებელი და რისკი. ასეთ პაციენტებში რეკომენდირებულია აერა-სკანირების ჩატარება პრეპარატ რიეკო®-თი მკურნალობის დაწყებამდე. პრეპარატ რიეკო®-თი მკურნალობა არ უნდა იქნას დაწყებული, თუ ძმს-ის დაკარგვასთან დაკავშირებული რისკი აღემატება მკურნალობის პოტენციურ სარგებელს.
სიმსივნეები ან ღვიძლის დაავადებები
პრეპარატ რიეკო®-ს გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებში ღვიძლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეებით ან ღვიძლის დაავადებებით მისი ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები"). სიყვითლის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.
კლინიკურ კვლევების მსვლელობის დროს, სისხლის შრატში ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) კონცენტრაციის ასიმპტომური ტრანზიტორული ზრდა მინიმუმ 3-ჯერ რეფერენტული მნიშვნელობების დიაპაზონის ზედა ზღვართან მიმართებაში აღენიშნებოდა მონაწილეთა <1%-ს, რომლებმაც ღებულობდნენ პრეპარატ რიეკო®-ს. ღვიძლის ფუნქციის ტესტური მაჩვენებლების მკვეთრი გადახრებისას შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატ რიეკო®–ს მოხსნა ამ მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
თირკმელების ფუნქციის ზომიერი და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში აღინიშნება რელუგოლიქსის სისტემური ზემოქმედების დონის მატება (იხ. "ფარმაკოკინეტიკა"), ამისდამიუხედავად დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. განყოფილება "გამოყენების წესი და დოზები"). ჰემოდიალიზით ორგანიზმიდან გამოდევნილი რელუგოლიქსის რაოდენობა ცნობილი არ არის.
მენსტრუალური სისხლდენის ხასიათის ცვლილება
პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეპარატ რიეკო® -ით მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში შეიძლება შეინიშნოს მენსტრუალური სისხლის დაკარგვის შემცირება ან ამენორეა.
გამოკვლევის მსვლელობისას 24 კვირას ქალებს, რომლებიც ღებულობდნენ რიეკო®-ს საშვილოსნოს მიომის გამო, ხშირად აღენიშნებოდათ ამენორეა (51.6%) ან ციკლური სისხლდენა (15.4%), მაშინ, როცა დანარჩენებს (31.9%) აღენიშნებოდათ არარეგულარული სისხლდენა. გარდა ამისა, შემოწმების დროს 52-ე და 104-ე კვირას, ქალების 70,6%-სა და 58,3%-ს, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ რიეკო®-ს, შესაბამისად აღენიშნებოდათ ამენორეა.
ენდომეტრიოზის მქონე პაციენტთა უმრავლესობას (65.2%)მკურნალობის 24 კვირას აღენიშნებოდა ამენორეა. 52 და 104 კვირას მათი წილი გაიზარდა 76.6% და 82.3%-მდე შესაბამისად. მდგრადი უხვი სისხლდენის შემთხვევაში პაციენტებმა ამის შესახებ უნდა აცნობონ ექიმს.
პრეპარატი რიეკო®-ს კონტრაცეპტული თვისებები
პრეპარატი რიეკო® უზრუნველყოფს საიმედო კონტრაცეპციულ ეფექტს არანაკლებ 1 თვის მანძილზე გამოყენებისას (იხ. განყოფილება "გამოყენების წესი და დოზები"). თუმცა, რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები უნდა იქნან გაფრთხილებულნი იმის თაობაზე, რომ ოვულაცია აღდგება მკურნალობის შეწყვეტიდან მალევე. ამრიგად, მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქალმა აუცილებლად უნდა გამოიყენოსოს კონტრაცეფციის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება.
ორსულობის ამოცნობის სირთულე
ქალებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ რიეკო®-ს ხშირად აღენიშნებათ ამენორეა, მენსტრუალური სისხლდენების მოცულობის, ინტენსიურობის ან ხანგრძლივობის შემცირება მენსტრუალური სისხლდენის ხასიათის ცვლილებამ შეიძლება გაართულოს ორსულობის დროული ამოცნობა. ორსულობის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ორსულობის ტესტი და დადებითი შედეგის შემთხვევაში პრეპარატი რიეკო®-ს მიღება უნდა შეწყდეს .
მიომატოზური კვანძის პროლაფსი ან ექსპულსია
ხშირად აღინიშნება საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომები (საშვილოსნოს მიომების მქონე ქალების 15-20%-ში), ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს კვანძის პროლაბირება საშვილოსნოს ყელის გავლით ან მიომატოზური კვანძის დაბადება (ექსპულსია), რასაც შეიძლება ახლდეს საშვილოსნოს სისხლდენის გარდამავალი გაძლიერება. ქალებს, რომლებსაც აქვთ ჩამოყალიბებული ან სავარაუდო სუბმუკოზური საშვილოსნოს მიომები, უნდა იყვნენ ინფორმირებულნი პრეპარატ რიეკო®-ს მიღების დროს მიომატოზური კვანძის პროლაფსის ან ექსპულსიის შესაძლებლობის შესახებ , ამიტომ, თუ პრეპარატ რიეკო®-თი მკურნალობის ფონზე სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ კვლავ განვითარდება მძიმე სისხლდენა , უნდა დაუკავშირდნენ თავის მკურნალ ექიმს.
დეპრესია
ანამნეზში დეპრესიის მქონე ქალები უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი დაკვირვების ქვეშ და სერიოზული დეპრესიული ეპიზოდის რეციდივის შემთხვევაში პრეპარატ რიეკო®-თი მკურნალობა უნდა შეწყდეს. დღეისათვის შეზღუდულია მონაცემების რაოდენობა პრეპარატ რიეკო®-ს ან ესტრადიოლისა და პროგესტინების შემცველი სხვა პრეპარატების მიღებასა და ქალში უკვე არსებული დეპრესიის განვითარებასა და დეპრესიის მიმდინარეობის გაუარესებას შორის ურთიერთკავშირზე. განწყობის ცვალებადობისა და დეპრესიის სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში, მათ შორის მკურნალობის დაწყებიდან მალევე, ქალმა უნდა მიმართოს თავის მკურნალ ექიმს.
არტერიული ჰიპერტენზია
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქალს, რომელიც იღებს პრეპარატ რიეკო®-ს, აღენიშნება არტერიული წნევის უმნიშვნელო მატება, არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატების შემთხვევები აღინიშნება იშვიათად. თუმცა, პრეპარატ რიეკო®-ს გამოყენების ფონზე მუდმივი კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების დროს უნდა დაინიშნოს ანტიჰიპერტენზიული თერაპია და შეფასდეს პრეპარატის შემდგომი მიღების მიზანშეწონილობა. თუ მოხდა პრეპარატ რიეკო®-ს მიღების დროებითი შეწყვეტა, მისი განახლება შესაძლებელია იმ პირობით, რომ ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ფონზე მიღწეულია არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლები.
ნაღვლის ბუშტის დაავადებები
იყო მიღებული შეტყობინებები ისეთი მდგომარეობების განვითარებაზე ან გაუარესებაზე, როგორიცაა ნაღვლის ბუშტის დაავადება, ნაღველკენჭოვანი დაავადებები და ქოლეცისტიტი, ესტროგენების ან პროგესტაგენების, მათ შორის რიეკო®-ს, გამოყენებისას, მაგრამ ამ დაავადებების კავშირი რიეკო®-სთან არ არის დადასტურებული.
ლაბორატორიული ანალიზები
ესტროგენებისა და პროგესტაგენების გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელი რიგი ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე, მათ შორის ღვიძლის ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიურ პარამეტრებზე, სატრანსპორტო ცილების კონცენტრაციებზე სისხლის პლაზმაში, ისეთების, როგორიცაა კორტიკოსტეროიდების დამაკავშირებელი გლობულინი და ლიპიდების/ლიპოპროტეინების ფრაქციები, ნახშირწყლების მეტაბოლიზმის ზოგიერთი მაჩვენებელი და სისხლის შედედების და ფიბრინოლიზის მაჩვენებელები. ლაბორატორიული მაჩვენებლების ეს ცვლილებები, როგორც წესი, რჩება ნორმალური მნიშვნელობების დიაპაზონის ფარგლებში.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი რიეკო® შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას ტოტალური უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი რიეკო® არ ახდენს გავლენას ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
შეფუთვა
გარსიანი აპკით დაფარული ტაბლეტები
28 ტაბლეტი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) სიმშრალის შემანარჩუნებლით, დახურული ინდუქციურად დალუქული ბავშვებისაგან დამცველი თავსახურით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში, პირველი გახსნის კონტროლით.
შენახვის პირობები
სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების გაჩენის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს.