Nuk
ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე
ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე

მისამართი: თბილისი, ფუნიკულიორის საკონფერენციო დარბაზი
თარიღი: 15/11/2017

2017 წლის 15 ნოემბერს ფარმაცევტული კომპანია ბერლინ-ხემი/ მენარინის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსოფლიო დღეს. 

ეს დღე ყოველწლიურად ნოემბერში აღინიშნება, თუმცა თარიღები ცვალებადია. წელს ის მსოფლიო მასშტაბით 15 ნოემბერს აღინიშნა. კომპანია ბერლნ-ხემი უკვე მესამე წელია აღნიშნავს საქართველოში ამ დღეს. 

კონფერენციაზე განიხილეს ფქოდის მართვის უმთავრესი გაიდლაინის GOLD 2017 წლის ვერსია, ასთმისა და ფქოდის დაფარვის სინდრომი და ასევე ის რთული კლინიკური შემხვევები, რომელიც მოწვეულ საზოგადოებას გამოადგება ყოველდღიურ პრაქტიკაში.

მომხსენებლები:

- კახა ვაჭარაძე, პროფესორი, პულმონოლოგი

- მაია გოთუა, პროფესორი, ალერგოლოგი 

- ელენე შეროზია, პულმონოლოგი