Nuk
მონტელუკასტი რესპირაციული და ალერგიული დაავადებების მკურნალობაში
მონტელუკასტი რესპირაციული და ალერგიული დაავადებების მკურნალობაში

მისამართი: თბილისი, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი
თარიღი: 06/04/2011
ფარმაცევტულმა კომპანია “აბდი იბრაჰიმმა” ჩაატარა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “მონტელუკასტი რესპირაციული და ალერგიული დაავადებების მკურნალობაში” ახალი ნაბიჯი რესპირაციული და ალერგიული დაავადებების მკურნალობაში

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“ (თავისუფლების მოედანი #4), დიდი საკონფერენციო დარბაზი 16:00 საათი, 6 აპრილი, 2011 წელი




ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი – რესპირაციული პათოლოგიები (კერძოდ კი, ბრონქოობსტრუქციული სინდრომი და ასთმა) და ალერგიული დაავადებები პრაქტიკულად თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებებია და მიუხედავად იმისა, რომ მათი მკურნალობის მეთოდები დღითი დღე იხვეწება, ალერგიულ დაავადებათა სიხშირე კლების ნაცვლად მატულობს. შესაბამისად, მსოფლიოს მოსახლეობის 30-40% აწუხებს ალერგიის ესა თუ ის გამოვლინება და ეძებს ეფექტურ და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებას. გარდა ამისა, თქვენც მოგეხსენებათ, ასთმა და ალერგია მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ტვირთად აწევს საზოგადოებას და ამ პრობლემების გადაჭრაში ქართველ ექიმებთან ერთად “აბდი იბრაჰიმსაც” სურს, რომ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს თავისი მედიკამენტებითა და დღევანდელის მსგავსი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებით.

დღევანდელი კონფერენცია, რომლის სათაურიც გახლავთ “მონტელუკასტი რესპირაციული და ალერგიული დაავადებების მკურნალობაში”, რესპირაციული მედიცინისა და ალერგოლოგიის საინტერესო საკითხებს ეძღვნება, რომელთა ნაწილი ქართულ სინამდვილეში ასე მასშტაბურად ჯერ არც გაშუქებულა. შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი კონფერენციის მიზანია ვანსეარის (მონტელუკასტი) ადგილის განხილვა სასუნთქი გზების პათოლოგიებისა და ალერგიული დაავადებების მკურნალობის სქემებში: რატომ მოიპოვა პოპულარობა ამ პრეპარატმა, რომელი დაავადებების მკურნალობის სქემებში ჩაჯდა, სად შეიძლება კიდევ რომ იქნას გამოყენებული დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე და ა.შ.შ.

გვინდა ასვევე ავღნიშნოთ, რომ “აბდი იბრაჰიმიც” სხვა ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად დგას ასთმისა და ალერგიას წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში, რის ერთერთ დასტურსაც სწორედ რომ ვანსეარი წარმოადგენს. “აბდი იბრაჰიმმა” ყველა ფარმაცევტულ კომპანიას დაასწრო ამ მედიკამენეტის საქართველოში შემოტანა - ჩვენ პირველებმა ვიგრძენით, რომ ქართველი ექიმები მონტელუკასტს ელოდნენ, რომ საქართველოში არ იყო წარმოდგენილი ბევრი თანამედროვე და აქტუალური მედიკამენტი და მათ შორის ანტიალერგიულ პრეპარატთა ერთერთი უახლესი ჯგუფი, ლეიკოტრიენების ანტაგონისტებიც.

 ვანსეარის წარმატების შემდეგ ანტიალერგიული და რესპირაციული განხრა ჩვენი კომპანიისათვის პრიორიტეტული გახდა - სულ რამდენიმე თვეა, რაც ნასომეტი (მომეტაზონი) დაგვემატა, რომელიც ასევე გამორჩეული ინტრანაზალური სტეროიდია ფარმაცევტულ ბაზარზე ინტრანაზალური სტეროიდების დიდი რაოდენობის არსებობის მიუხედავად: ფასი და ღირებულ-ეფექტურობა, გლიცერინის შემცველობა, 140 - დოზიანი გამოშვების ფორმა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ექიმებისთვის სასურველი პრეპარატების შემოტანას და მომდევნო პრეპარატი სწორედ რომ საინჰალაციო სტეროიდი და პროლონგირებული ბეტა-აგონისტიკის კომბინაცია იქნება, რომელსაც ასევე გარკვეული უპირატესობები ექნება ბაზარზე ამჟამად წარმოდგენილი კომბინაციურ პრეპარატებთან შედარებით.

 ეს არც არის გასაკვირი, რადგან 'აბდი იბრაჰიმის' მიზანიც ხომ თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალური, ხარისხიანი მედიკამენტების შემოტანაა საქართველოში. კომპანია 'აბდი იბრაჰიმი' თვითონ თურქეთში ითვლება ყველაზე სანდო კომპანიად და ბოლო 8 წლის განმავლობაში არ უთმობს ფარმ. ბაზარზე პირველ პოზიციას არცერთ სხვა თურქულ და მულტინაციონალურ კომპანიას. კომპანიას აქვს ყველაზე გამორჩეული კვლევითი ცენტრი თურქეთში (რომელიც 2006 წელს აშენდა და თურქეთის პრემიერ მინისტრმა გახსნა) და ყველაზე ახალი ფარმაცევტული ქარხანა თურქეთში, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წარმოების მოცულობა აქვს ევროპაში  და გააჩნია ევროკავშირის ჯი-ემ-პი სერთიფიკატი; დამატებით აღსანიშნავია, რომ კომპანია 'აბდი იბრაჰიმი' თავისი გაყიდვების 4-5% ხარჯავს ახალი წამლების კვლევა-განვითარებისათვის, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თურქეთის ფარმაცევტულ მწარმოებლებს შორის. 'აბდი იბრაჰიმი' ასევე თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ, ინტერნაციონალურ, ფარმაცევტულ კომპანიებთან და თურქულ ფარმაცევტულ სექტორში ჰყავს ყველაზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი. 'აბდი იბრაჰიმი' წარმოადგენს პირველ და ერთადერთ თურქულ კომპანიას, რომელიც შედის მსოფლიოს 100 ყველაზე დიდი ფარმაცევტული კომპანიების ჩამონათვალში. შესაბამისად, აბდი იბრაჰიმისათვის 'თამასა' სწორედ რომ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების დონეზე დევს წამლების წარმოების, ხარისხის კონტროლის, ახალი პრეპარატების შექმნისა და ეთიკური მუშაობის კუთხით.

შესაბამისად, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ვანსეარი წარმოადგენს გამორჩეულ მონტელუკასტს ქართულ ბაზარზე არსებულ მონტელუკასტებს შორის, რადგან ვანსეარის 4-წლიანმა გამოცდილებამ საქართველოში დაადასტურა  მისი ეფექტურობა, უსაფრთხოება, ღირსეულ-ეფექტურობა, საიმედოობა. (თუნდაც ავიღოთ ის ფაქტი, რომ ასთმა, ერთერთი ყველაზე 'ძვირი' ქრონიკუილი დაავადებაა სამედიცინო მენეჯმენტის თვალსაზრისით, და ჩვენი მედიკამენტი ვანსეარი აღნიშნული ნოზოლოგიის ღირებულ-ეფექტური თერაპიის საშუალებას იძლევა).

დასასრულს, ვფიქრობთ, რომ ყველა ჩვენგანმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ ბრონქოობსტრუქციის, ასთმისა და ალერგიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ასთმა ხომ სულის ხუთვას იწვევეს, იმ სულისას, რომელიც ადამს, ანუ ადამიანს ღმერთმა ჩაბერა და შესაბამისად, ასთმის მკურნალობა განსაკუთრებით მადლიანი საქმე გამოდის.

'აბდი იბრაჰიმი': არსებობის ასი წელი და ერთი მისია - მედიცინისა და საზოგადოების სამსახური. 

პროგრამა

16:00 კონფერენციის გახსნა

16:10 მისალმება
ლევან ვარდუაშვილი - ფარმაცევტული კომპანია “აბდი იბრაჰიმის” საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

16:15 მონტელუკასტის როლი ასთმის ფენოტიპების მართვაში: ასპირინული ასთმა და ფიზიკური დატვირთვის ასთმა
მაია გოთუა – ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

16:50 ალერგიული დაავადებების მართვა ბავშვთა ასაკში: მონტელუკასტის ადგილი
ლია ჟორჟოლიანი – პედიატრიის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე, პროფესორი

17:25 ქრონიკული ხველა და მონტელუკასტი
ჩაღლარ ჩუჰადაროგლუ – აჯიბადემის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, თორაკალური განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი

18:00 დისკუსია, დახურვა

18.20 ფურშეტი