Plasmon
10 ფაქტი ცოფის შესახებ

თარიღი: 27 სექტემბერი, 2015

10 ფაქტი ცოფის შესახებ

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ცოფი პრაქტიკულად ყოველთვის ლეტალურად მთავრდება

დაავადება გვხვდება შინაურ და გარეულ ცხოველებში. ადამიანებში ვრცელდება დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დადორბვლის და დაკაწვრის შედეგად. ჭრილობის დამუშავებისა და დროული იმუნიზაციის შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების პრევენცია. ცოფის პირველად სიმპტომებს მიეკუთვნება ცხელება ან ტკვილი და უჩვეულო ჩხვლეტის შეგრძნება ჭრილობის  არეში.

ცოფი გვხვდება ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა
წლის განმავლობაში ათასობით ადამიანი იღუპება ცოფით, შემთხვევათა 95% აფრიკასა და აზიაზე მოდის. ცოფი ძირითადად გვხვდება ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში, სადაც პრევენციული ღონისძიებები სუსტია ან საერთოდ არ ხორციელდება.

ძაღლების გარდა, ცოფი გადაეცემა ღამურებითა და სხვა ძუძუმწოვარი ცხოველებით.
ძაღლი არის ცოფით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი წყარო, ამერიკასა და ავსტრალიაში ცოფის მიზეზად გვევლინება ღამურაც. დაფიქსირებულა ცოფით გამოწვეული ლეტალური შემთხვევები მელასთან, ენოტთან, სკუნსთან, ტურასა და მანგუსტებთან კონტაქტის შედეგად.
ცოფიანი/ცოფზე საეჭვო ძაღლით დაკბენილთა შორის 40% ბავშვია (15 წელზე ნაკლები ასაკის).
მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავდებისადმი მიმღებლობა ყველა ასაკში მაღალია, ბავშვები თავიანთი ბუნების გამო, ინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. 

ადექვატური მკურნალობა აუცილებელია გადარჩენისათვის
ჭრილობა უნდა მოიბანოს წყლითა და საპნით, შემდგომი ეტაპი კი მოიცავს ექსპოზიციის შემდგომ პროფილაქტიკას იმუნოგლობულინით და ვაქცინაცით. 

ექსპოზიციის შემდგომი ვაქცინაცია უზრუნველყოფს ასიათასობით ლეტალურ შემთხვევათა თავიდან აცილებას.
ძაღლების მასობრივი ვაქცინაცია არღვევს ცოფის გამომწვევის გადაცემის მექანიზმს/გზას.

ცოფი დაავადებაა, რომლის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით. ძაღლების 70 % -ის ვაქცინაციაც კი საკმარისია ახალ შემთხვევათა რაოდენობის შესამცირებლად. ცოფის ელიმინაციის პროგრამას, რომელიც გულისხმობდა ძაღლების მასობრივ ვაქცინაციას, საკმაოდ ეფექტური შედეგი ჰქონდა ტანზანიასა და ფილიპინებში.

ძაღლების ვაქცინაცია უფრო ხარჯთეფექტური ინტერვენციაა ადამიანთა პოსტ-ექსპოზიციურ ვაქცინაციასთან შედარებით ცოფის პრევენცია ძაღლების ვაქცინაციით უფრო მეტად  რეალისტური მიდგომაა. ეს ინვესტიცია ხარჯთეფექტურია, რადგან უზრუნველყოფს პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკის თავიდან აცილებას.

შინაურ ცხოველთა აღრიცხვა და მეთვალყურეობა ცოფისგან  მათ დასაცავად
ძაღლების აღრიცხვა და  ვაქცინაცია  უზრუნველყოფს  ვაქცინაციის სტატუსის მონიტორინგს და დაავადებისგან როგორც ცხოველის, ისე ადამიანის დაცვას.

ცოდნა არის მთავარი გასაღები ცოფიანი ცხოველებისაგან თავის დასაცავად

ცოფის კონტროლისა და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ბავშვებმა იცოდნენ, თუ როგორ აარიდონ თავი ცხოველთაგან დაზარალებას. ჯანმო მუდმივად მუშაობს მრავალ პარტნიორთან, რათა დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საზოგადოებას  მიაწოდოს სათანადო ცოდნა  დაავადების შესახებ.

ინტერსექტორული თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცოფის კონტროლისათვის

ჯანმო თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან სოფლის მეურნეობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროში უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად. იქიდან გამომდინარე, რომ ენდემურ რეგიონებში ინფრასტრუქტურა დიაგნოსტირებისა და ადამიანთა შემთხვევების შემცირების მიზნით არასაკმარისია, ჯანმომ შეიმუშავა ტექნიკური გაიდლაინები და მხარს უჭერს მთავრობებს  ლაბორატორიული შესაძლებლობებისა და ეპიდზედამხედველობის გაძლიერებაში.