თარიღი: 21 თებერვალი, 2018
თქვენი დილის პირველივე წუთები უმნიშვნელოვანესია, რათა დღემ კარგად ჩაიაროს, მიიღოთ მეტი პოზიტივი და დადებითი ენერგია. ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი უჭირავს თქვენი გაღვიძების დროს, თუმცა მაღვიძარა ამ რიტუალის მხოლოდ ნაწილია.
აუცილებელია მოვიშოროთ ის ცუდი ჩვევები, რომელთაც დილით ყველაზე ხშირად ჩავდივართ.
აჩუქეთ თქვენს თავს 15 წუთი ტექნოლოგიების გარეშე.
მას შემდეგ, რაც მაღვიძარას გამორთავთ საკუთარ მობილურზე, შეეცადეთ იმეილების შემოწმებისა და სოციალურ მედიასაშუალებებში ძრომიალისგან თავი შეიკავოთ. ეს ჩვევა მთელი დღის განმავლობაში მიგაჯაჭვებთ მობილურზე, თქვენი დილა კი მხოლოდ თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ. ამისთვის კარგია თუ შეტყობინენებს გამორთავთ, რათა ამ დროის განმავლობაში „ხელი არ წაგიცდეთ“ მობილურზე.
ჩაანაცვლეთ ყავა ლიმნიანი წყლით
ცნობილი ფაქტია, რომ ცივ წყალში ჩაწურული ლიმონი ორგანიზმისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით დილით. პირველ რიგში ეს თქვენს მეტაბოლიზმს გააძლიერებს, წვავს ცხიმებს, ასუფთავებს პირის ღრუს და ენერგიით აგავსებთ. 30 წუთში კი კბილები გაიხეხეთ, ისაუზმეთ და მიირთვით მწვანე ჩაი. ეს კოფეინის მოყვარულებისთვის რთული იქნება, თუმცა 30 წუთიანი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.
წამოდექით საწოლიდან სწორად
არსებობს ბევრი ცუდი ჩვევა საწოლიდან წამოდგომისას, თუმცა უნდა მოახერხოთ, რომ ამ დროს გადაბრუნდეთ მარჯვენა მხარეს და წამოჯდომისას გაიმართეთ მხრებში. ეს მარტივი და საუკეთესო გზაა თქვენი სისხლის მიმოქცევისა და გულის მოქმედების კარგად დასაწყებად.
ჩამოწერეთ თუ რა უნდა გააკეთოთ დღეს
სანამ თქვენ ლიმონიან წყალს მიირთმევთ, შეადგინეთ დღის გეგმა. ეს უნდა იყოს მინიმუმ სამპუნქტიანი, რათა შესრულება არ გაგიჭირდეთ. შესაძლოა პუნქტები თანხის დაზოგვას და სადილის სახლიდან წამოღებას გულისხმობდეს და ან საღამოს იოგით დაკავდეთ, ან ექიმთან ვიზიტზე ჩაეწეროთ, რომელიც რამდენჯერმე გადადეთ.
გაიზმორეთ
ეს თითქოს აუცილებელი რიტუალია, თუმცა ძალიან ბევრი ივიწყებს , რომ დილით გაზმორვა აუცილებელია. შეგიძლიათ ეს საწოლშივე გააკეთოთ, ხელებისა და ფეხების გაჭიმვით. ასევე შეგიძლიათ რამდენიმე ვარჯიში ადგომის შემდეგ გააკეთოთ, რაც თქვენს კუნთებს და სახსრებს „გამოაფხიზლებს“. თქვენი სხეული რამდენიმე საათის განმავლობაში უმოძრაო მდგომარეობაში იყო - ბუნებრივია, რომ ენერგიით დატვირთული ვერ იქნებით.
მედიტაცია
ნუ გამოტოვებთ ამ პუნქტს, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსაწყენად ჟღერს და ამისთვის დრო არ გაქვთ. კარგი მედიტაცია შესაძლოა რამდენიმე წუთშიც მოახერხოთ. მოსახერხებელ პოზიციაში მოთავსდით და შეეცადეთ გონება გაათავისუფლოთ ზედმეტი აზრებისგან - რასაც წუთზე ნაკლები დროც კი შეიძლება დასჭირდეს. ეს დაეხმარება თქვენს გონებრივ სიჯანსაღეს და სულიერ კეთილდღეობას დღის განმავლობაში.
წყარო: https://4u.ge