თარიღი: 28 ივნისი, 2019
ზრდა ბავშვის ჯანმრთელობის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. სხვადასხვა ასაკში ბავშვების ზრდის ტემპი ვარირებს. ჩვილი ბავშვი (წლამდე ასაკში) ძალიან სწრაფად იზრდება და თვეში დაახლოებით 2.5-დან 1 სმ-ს იმატებს, 2 წლამდე კი წელიწადში 10 სმ უნდა მოიმატოს; სკოლამდელ ასაკში წელიწადში 6-8 სმ, სკოლის ასაკში მინიმუმ 5 სმ. ზრდის სწრაფი ტემპით გამოირჩევა სქესობრივი მომწიფების პერიოდი. გოგონები წელიწადში საშუალოდ 11 სმ-ს იმატებენ, ვაჟები კი 13 სმ-ს. სქესობრივი მომწიფების დასრულების შემდეგ მალევე აქტიური ზრდის პროცესი წყდება. ზრდაში ჩამორჩენის შემთხვევაში მშობელმა სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე უნდა მიმართოს ექიმ სპეციალისტს.
სქესობრივი მომწიფება გოგონებში საშუალოდ 10.5 წლიდან უნდა დაიწყოს, ვაჟებში კი 11 დან. 8 წლამდე გოგონებში და 9 წლამდე ვაჟებში სქესობრივი მომწიფების ნიშნების აღმოჩენისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ბავშთა ენდოკრინოლოგს. ასევე დაგვიანების შემთხვევაშიც – თუ 13 წლამდე გოგონას და 14 წლამდე ვაჟს არ აღენიშნება სქესობრივი მომწიფების ნიშნები.
სიმაღლეზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს: მშობლების სიმაღლე, კვება, ფიზიკური აქტივობა, სოციალური და ემოციური გარემო, სქესი, სქესობრივი მომწიფების დაწყების ასაკი, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა.
ზოგადი რეკომენდაციები:
- აუცილებლად გაზომეთ და აწონეთ თქვენი ბავშვები 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ მაინც. ჩაიწერეთ მონაცემები შესაბამისი თარიღის მიხედვით.
- თუ ამჩნევთ, რომ თქვენი შვილი თანატოლებთნ შედარებით ტანდაბალია (მაგალითად, კლასში ყველაზე პატარაა) ან ბოლო 2-3 წლის მანძილზე ერთი და იგივე სამოსი აცვია, დროულად მიმართეთ ექიმს.
- განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ თუ თქვენს ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება; მაგალითად დიაბეტი, ასთმა, ცერებრალური დამბლა, რევმატოიდული ართრიტი და აშ. ასევე, თუ იღებს ისეთ სამკურნალო საშუალებებს როგორიცაა სტეროიდული პრეპარატები და ეპილეფსიის სამკურნალო ან იმუნოსუპრესიული თერაპია.
- ორსულობის ვადისათვის მცირე მასით დაბადებულ ახალშობილებს (მაგ. დროული ახალშობილი 2. 5 კგ-ზე ნაკლები მასით) აქვთ ზრდაში შეფერხების მომატებული რისკი, 2 წლის ასაკისათვის თუ მათი სიგრძე და წონა კვლავ ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას, აუცილებლია ბავშვთა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.
ჯანმრთელი ბავშვის ოპტიმალური ზრდის უზრუნველსაყოფად აუცილებელია:
- სწორი კვება, კვების რაციონში ყოველდღიურად ოპტიმალური ოდენობის ხორცის, თევზის, რძის პროდუქტის, ხილის და ბოსტნეულის ჩართვა.
- ფიზიკური აქტივობა: ყველა ბავშვი ყოველდღიურად 1 საათით მაინც უნდა იყოს ფიზიკურად დატვირთული.
- ძილი: ჯანსაღი და სრულფასოვანი ძილი ყოველდღიურად 9-10 საათის მანძილზე აუცილებელია ზრდის ჰორმონის გამოყოფის ფიზიოლოგიური რითმისათვის.
- ჯანსაღი ფსიქო-ემოციური, სტრესისგან თავისუფალი გარემო.
- ჭარბი წონისა და სიმსუქნის პრევენცია.
- კალციუმის, D ვიტამინის, იოდის და სხვა აუცილებელი მინერალების ასაკობრივი ნორმის ყოველდღიურად მიღება.
როდესაც პაციენტს აღენიშნება ჯანსაღი ზრდისათვის აუცილებელი რომელიმე კომპონენტის დეფიციტი (მაგ. კალციუმის, ვიტამინი D-ს, იოდს და ა.შ), არაბალანსირებული კვება ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა, ხშირად რეკომენდაციას ვუწევ ისეთ უსაფრთხო და ეფექტიან დანამატებს, როგორიცაა ვიტაფეროლი – D ვიტამინის შემცველი ინოვაციური პრეპარატი, ლოჯიკალი D3 – ეფექტიანი კომბინაცია ორგანიზმში კალციუმის ბალანსის აღსადგენად და მარსიანჩიკს ინულინით – ბალანსირებულ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს გამდიდრებულს იოდით, რკინით, თუთიით, სელენით და სხვა იმ მნიშვნელოვანი კომპონენტებით, რომლებიც აუცილებელ ფაქტორებს წარმოადგენენ ბავშვის ოპტიმალური ზრდის პერიოდში.
მოხარული ვარ, რომ საქართელოში შეგვიძლია ჩვენს შვილებს და პაციენტებს დაავადებათა და პრობლემათა პრევენციისა და მკურნალობისთვის ვურჩიოთ მაღალი კლინიკური ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მქონე ევროპული ბრენდები.