Plasmon
ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, რომ ბავშვმა ამოცალოს თავისი ენერგია, მან უნდა ირბინოს, უნდა იხტუნოს

თარიღი: 31 მარტი, 2022

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა განვითარებისთვის სოფლად დასვენება.

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, რომ ბავშვმა ამოცალოს თავისი ენერგია. მან უნდა ირბინოს, უნდა იხტუნოს. ეს უნდა როგორც ორი წლის, ხუთი წლის ბავშვს, ასევე მოზარდსაც, რომელსაც 15-17 წელი შეუსრულდა. მას სადღაც განმარტოება უნდა, ბუნებაში უნდა, რომ არავინ არ იყოს მის ირგვლივ. წინანდლის ბაღში უნდა დაკარგვა ბავშვს. ეს პირობები უნდა შევუქმნათ ბავშვებს.

სოფელი არის სილაღე. რა სივრცესაც ვუყურებ, ის ცნობიერება მიყალიბდება. მთებს ვუყურებ? მწვერვალებზე ასვლა მინდა. ხეებს ვუყურებ? იქ მინდა მოვექცე მაღლა. ყვავილებს ვუყურებ? დაკრეფა მინდა და ვიღაცას მინდა მივართვა. სოფელი სხვა გასაქანს ქმნის სულიერი და გონებრივი განვითარებისთვის. თუ სოფელში კეთილი ბებია ჰყავს ბავშვს, რომელმაც ლოცვები იცის და შეულოცავს შვილსა და შვილიშვილს საღამოობით, თუ პაპა ჰყავს ბრძენი, რომელიც გლეხურ სიტყვას ეტყვის და ბავშვს ეს სიბრძნე გაჰყვება თან, მე ვერ გეტყვით, ეს რანაირი აღზრდის მარაგია ბავშვისთვის“ – განაცხადა ამონაშვილმა.


წყარო: https://fortuna.ge