Plasmon
ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

თარიღი: 16 ნოემბერი, 2017

მდიდარია საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ბოსტნეული შეიცავს კალიუმს, საკვებ ბოჭკოს, ფოლატს.

 

თუ გსურთ, რომ ორგანიზმი გაანებივროთ A, C და E ვიტამინებით სასურველია მიირთვათ ბოსტნეული. 

ბოსტნეულის უჯრედისი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და შესაბამისად, ამცირებს გულის დაავადების განვითარების რისკს. ფოლატის წყალობით ორგანიზმში ფორმირდება ჯანსაღი ერითროციტები.

სხვა სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ, რომ ბოსტნეული და ასევე ხილი ძალიან სასარგებლოა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ოტაგოს უნივერსიტეტის მკვლევარები ხილსა და ბოსტნეულს ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის საუკეთესო წამალს უწოდებენ. მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს. კვლევამ ცხადყო, რომ იმ მონაწილეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა 2 კვირაში გაუმჯობესდა, ვინც დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ ხილსა და ბოსტნეულს.

ამასთან, ექსპერტები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ თუ კვების რაციონში რეკომენდებული დოზით იქნება ბოსტნეული, ადამიანი შეძლებს გულის დაავადების, კიბოსა და ინსულტის პრევენციას.