Nuk
დამატენიანებელი რუტინის გზამკვლევი ზამთარში

თარიღი: 16 დეკემბერი, 2025

ზამთარში კანი უფრო ადვილად კარგავს ტენს, ამიტომ ამ სეზონზე მოვლა უნდა იყოს უფრო მდიდარი და გაჯერებული 

 

გაწმენდა - აირჩიეთ ნაზი გამწმენდი გელი/ქაფი, რომელიც არ აშრობს კანს.

 

დამატენიანებელი ტონერი ან შრატი - ჰიალურონის მჟავა და გლიცერინი ზამთრის საუკეთესო ინგრედიენტებია.

 

უფრო ცხიმოვანი, დამცავი კრემი - ზამთარში იდეალურია ცერამიდები და ნატურალური ზეთები, რომლებიც ქმნიან დამცველობით ფენას და ამაგრებენ კანის ბარიერს.

 

ღამის მოვლა, სქელი კრემები ან ბალმები - ღამით კანი უფრო სწრაფად აღდგება. დაიტოვეთ დამატენიანებელი საშუალება უფრო სქელ ფენად.

 

ჰაერის დამატენიანებელი ოთახში - რადიატორები აშრობს გარემოს, ჰაერის დამატენიანებელი ხელს შეუწყობს კანის სიმშრალის შემცირებას და დილას უფრო რბილ კანს მიიღებთ. 

 

ზამთრის სწორი რუტინა = რბილი, ელასტიური და დაცული კანი მთელ სეზონზე.