Nuk
ფრჩხილის სოკოს დამალვა გამოსავალი არ არის

თარიღი: 12 ივლისი, 2022

ფრჩხილის სოკოს დამალვა  გამოსავალი არ არის!

არსებობს მისი ეფექტიანი მკურნალობის გზა!

 

ფრჩხილის სოკოს სიმპტომებია: გაუფერულებული, მყიფე და დეფორმული ფრჩხილები, რომლებიც შესახედავად არასასიამოვნოა და ქმნის უხერხულობას

გამოიყენეთ ნოვო-ნეილ ემტრიქსი და 1-2 კვირაში დაინახავთ შესამჩნევ გაუმჯობესებას

მის გამოყენებას დღეში სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, რათა შემაწუხებელ სიმპტომებს მინიმალური ძალისხმევით ებრძოლოთ

 

პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ვიცოდეთ

რა არის ფრჩხილის სოკო?

ფრჩხილის სოკო გადამდები  დაავადებაა,  რომელსაც დერმატოფიტებით ინფიცირება იწვევს. ჩვეულებრივ, მისი  გავრცელება ხდება სველი იატაკის ინფიცირებული არეებიდან, შედარებით  იშვიათად -  დაინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტით. შესაბამისად, ინფიცირების რისკი ძალიან მაღალია საცურაო აუზებში, სპორტულ დარბაზებში, საერთო მოხმარების საპირფარეშოებსა და აბანოებში.

 

რა სიმპტომები ახასიათებს ფრჩხილის სოკოს?

მართალია, ფრჩხილის სოკო არ არის სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, მაგრამ მას შეუძლია გამოიწვიოს ტკივილი და დისკომფორტი. ინფიცირებული ადგილები შესაძლოა მტკივნეული გახდეს, განსაკუთრებით - ფეხსაცმელთან კონტაქტის შედეგად. გარდა ამისა, შესაძლოა გქონდეთ ოჯახის წევრების, მეგობრების ან თანამშრომლების დაინფიცირების შიში.

 

ვის აქვს  ფრჩხილის სოკოთი დაინფიცირების რისკი? 

ფრჩხილის სოკოთი ინფიცირების რისკი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა დიაბეტი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადებები ან ფსორიაზი, განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ფრჩხილის სოკოს განვითარებისადმი, ამასთან ერთად, მემკვიდრეობაც მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს წარმოადგენს.

 

როგორ გამოვიყენოთ ნოვო-ნეილ ემტრიქსი?

არ არის საჭირო ქლიბი ან ფრჩხილის ლაქი ან თითის შეფუთვა,

მხოლოდ სამი მარტივი ნაბიჯია:

ტუბის თავი დაიდეთ ფრჩხილზე და  მსუბუქად მოუჭირეთ

ყველა დაზიანებული ფრჩხილი, ფრჩხილის ქვეშ თავისუფალი არეების ჩათვლით, ხსნარის თხელი ფენით დაფარეთ

აცადეთ გაშრობა რამდენიმე წუთი

საუკეთესო შედეგისთვის უმჯობესია, გამოიყენოთ დღეში ერთხელ საღამოს, ძილის წინ.

 

 

მკურნალობის ხანგრძლივობა

1-2 კვირა: დაინახავთ პირველ შედეგებს - დეფორმული და უფერული ფრჩხილების თვალსაჩინო გაუმჯობესებას

3-6 თვე: საჭიროების შემთხვევაში გააგრძელეთ მკურნალობა - ნოვო-ნეილ ემტრიქსი ცვლის ფრჩხილის მიკროგარემოს ისე, რომ ფრჩხილის სოკო ვეღარ ვითარდება

გააგრძელეთ მისი გამოყენება მანამ, სანამ დაზიანებული ფრჩხილის ადგილას ჯანმრთელი არ გაიზრდება*

ფრჩხილის მდგომარეობის შესანარჩუნებლად - ნოვო-ნეილ ემტრიქსი აღადგენს ფრჩხილის ჰიდრატაციას და ამით ინარჩუნებს მას კარგ მდგომარეობაში

ერთი ტუბი საკმარისია 3 თვის განმავლობაში ყოველდღიურად სამ ფრჩხილზე გამოყენებისას

 

 

*დამოკიდებულია ფრჩხილის საწყის მდგომარეობაზე, დაზიანებისა და გაუფერულების ხარისხზე