ჰიპერკალცემია - საყურადღებო მდგომარეობა
თარიღი: 18 ივნისი, 2025
კალციუმი მნიშვნელოვანი მინერალია და სისხლში მისი რეგულაცია მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
სისხლში კალციუმის მატების მიზეზი შესაძლოა საკმაოდ სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობები იყოს.
90%-ში გამომწვევი მიზეზია ჰიპერპარათირეოზი ან ონკოლოგიური დაავადებები
10%-ში D ვიტამინის ჭარბი დოზირება ან სხვა იშვიათი დაავადებები
ჰიპერკალცემიად მიიჩნევა სისხლში საერთო და იონიზებული კალციუმის მატება. ჰიპერკალცემია შესაძლოა იყოს სხვადასხვა ხარისხის:
მსუბუქი: საერთო Ca 2.5-3 მმოლ/ლ
იონიზებული Ca 1.4-2 მმოლ/ლ
საშუალო: საერთო Ca 3-3.5მმოლ/ლ
იონიზებული Ca 2-2.5 მმოლ/ლ
ჰიპერკალცემიური კრიზი: საერთო Ca 3.5-4 მმოლ/ლ
იონიზებული Ca 2.5-3 მმოლ/ლ
ჰიპერპარათირეოზი
ფარისებრი ჯირკვლის უკანა ზედაპირზე ლოკალიზებულია 4 ფარისებრახლო - პარათირეოიდული ჯირკვალი, რომლებიც წარმოქმნიან პარათირეოიდულ ჰორმონს - PTH
PTH არეგულირებს კალციუმს და ახდენს მის აწევას სისხლში.
პარათირეოიდული ჰორმონის ჭარბი სეკრეცია იწვევს ჰიპერპარათირეოზს და შესაბამისად ჰიპერკალცემიას.
80%-ში ამ ჰორმონის და კალციუმის სიჭარბის მიზეზი - პარათირეოიდული ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა - იზოლირებული კეთილთვისებიანი ადენომა, იშვიათად შესაძლოა დადგინდეს ავთვისებიანი სიმსივნის-კარცინომის დიაგნოზი.
ჰიპერკალცემიას საკმაოდ მრავალფეროვანი სიმპტომები ახასიათებს, ვინაიდან კალციუმის ცვლას გავლენა აქვს ყველა ორგანოთა სისტემაზე. შესაძლოა იყოს უსიმპტომო მიმდინარეობაც.
დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე მოსალოდნელია სერიოზული გართულებები-ოსტეოპოროზი, შარდ-კენჭოვანი დაავადება, არითმია, ნევროლოგიური და ფქსიქიატრიული გამოვლინებები.
ჰიპერკალცემიის ეტიოლოგიის დადენა იწყება ენდოკრინოლოგთან ვიზიტით და პირველ რიგში ხდება ჰიპერპარათირეოზის გამორიცხვა.
დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს გადიდებული პარათირეოიდული ჯირკვლის ქირურგიული გზით ამოკვეთას.
ქირურგიული მკურნალობა მოწოდებულია მსუბუქი ჰიპერპარათირეოზის დროსაც კი, ძვლოვანი კარდიოვასკულური, ნეიროფსიქიატრიული გართულებების პრევენციის მიზნით.
ენდოკრინოლოგი-ნინო აბესაძე
დეტალური ინფორმაციის გასაგებად და ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერის მიზნით, გთხოვთ, დაგვირეკეთ ნომერზე +995 322 12 25 25
მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილი ლუბლიანას 29)
გისურვებთ ჯანმრთელობას!