Plasmon
ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა

თარიღი: 31 მარტი, 2017

ინსულტი არის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რომელსაც თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება.


ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა. ინსულტის დიაგნოზით ჩვენს კლინიკას მომართა 64 წლის ქალბატონმა. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგის, გიორგი ეგუტიძის დახმარებით პაციენტი, რომელიც განწირული იყო ინვალიდობისთვის, ამეტყველდა. ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდმა ჩაატარა ხერხემლის არტერიის სტენტირება. ეს კონკრეტული ოპერაცია იმით არის უნიკალური და გამორჩეული, რომ ქალბატონს ოპერაციამდე უჭირდა მეტყველება, ვერ მოძრაობდა, დღეს კი სრულფასოვნად საუბრობს და ყველა ჩივილისგან გათავისუფლდა.

პაციენტი წარმატებული შედეგით ძალიან ბედნიერია, დღეს ეწერება ბინაზე და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის პროფესიონალ ნეიროქირურგებთან ერთად, წარმატებულ ოპერაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი კლინიკის უნიკალურმა ბიპლან ანგიოგრაფმა. SHIMADZU–ს ორმკლავიანი ანგიოგრაფი Trinias B12 ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

ანგიოგრაფი ზედმიწევნით აკმაყოფილებს ენდოვასკულური ნეიროქირურგიის მოთხოვნებს. მისი უპირატესობაა 2 მკლავი, რომელიც შეუცვლელია ამ ტიპის ჩარევების დროს გამოსახულების მაქსიმალური ხილვადობის მისაღწევად.

ანგიოგრაფის გამოყენებით მკვეთრად მცირდება ოპერაციის ხანგრძლივობა. მისი დახმარებით შესაძლებელია თავის ტვინის მალფორმაციის, თავის ტვინის სიმსივნის, რთული ლოკალიზაციისა და დიდი ზომის ანევრიზმის, საძილე არტერიის თრომბოზის, ხერხემლის არტერიისა და საძილე არტერიის სტენოზის რთულ შემთხვევათა ოპერირება.

ამ კონკრეტულ ოპერაციაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგი, გიორგი ეგუტიძე.

„პაციენტი შემოვიდა ინსულტის დიაგნოზით. პაციენტს აწუხებდა ძლიერი თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა. მოთავსდა ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, სადაც დოპლერის საშუალებით თავის ტვინის სისხლძარღვების გამოკვლევისას დიაგნოსტირებული იქნა ხერხემლის არტერიის 90%–იანი კრიტიკული სტენოზი. დაიგეგმა ინტერვენციული ჩარევა ხერხემლის არტერიაზე. ჩატარდა დიგიტალური ანგიოგრაფია, სადაც დადასტურდა ზემოაღნიშნული ხარისხის სტენოზი. ხერხემლის არტერია, რითაც იკვებება თავის ტვინის კეფის ნაწილი, რაც ანატომიურად პასუხისმგებელია წონასწორობაზე, მდგრადობასა და მეტყველებაზე. აღნიშნული არტერიის სტენოზის გამო მხოლოდ 10%–ით ხდებოდა თავის ტვინის კეფის წილის სისხლმომარაგება და სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია ზემოაღნიშნული ჩივილები. სტენტირების შემდეგ სისხლძარღვის მთლიანობა აღდგა – 100%–ით გაიზარდა სისხლმომარაგება. მოხდა ხერხემლის არტერიის სტენტირება. პოსტოპერაციულად, მეორე დღეს პაციენტს პრაქტიკულად სრულად მოეხსნა ზემოაღნიშნული ჩივილები – მეტყველება დაუბრუნდა, ანუ პაციენტი, რომელსაც ოპერაციამდე უჭირდა მეტყველება დღეს სრულფასოვნად მეტყველებს. ამასთან, ქალბატონს მთლიანად მოეხსნა თავბრუსხვევა, წამოდგა ფეხზე, დაუბრუნდა სრულფასოვან ცხოვრებას. პაციენტი განწირული იყო მუდმივი ინვალიდობისთვის და ბედნიერი ვარ მკითხველს ვაცნობო, რომ მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. პაციენტს თავადაც არ სჯერა აღნიშნული შედეგის  და თავს გრძნობს კარგად. დღეს იგეგმება მისი ბინაზე გაწერა და ეს ხდება ოპერაციიდან 2 დღის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ წარმატებული ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა მოგვცა უნიკალურმა აპარატმა ბიპლან ანგიოგრაფმა, რომელიც მთელ ამიერკავკასიაში, მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ემსახურება პაციენტებს. ორმკლავიანი ანგიოგრაფის წყალობით შესაძლებელია, რომ 100%–იანი სიზუსტით მოხდეს სისხლძარღვში სტენტის განთავსება და ამასთან, მინიმალურამდეა დაყვანილი ოპერაციის ხანგრძლივობა“, – განაცხადა ბატონმა გიორგიმ.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგს, გიორგი ეგუტიძეს ნომერზე 599 78 66 54

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

წყარო: https://kirurgia.ge/