Plasmon
იწვევს თუ არა გაჯეტები აუტიზმს? ერთმნიშვნელოვნად არა!!! – მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ექსკლუზიური ინტერვიუ

თარიღი: 04 ივლისი, 2018

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას მიეძღვნა, როგორიცაა ბავშვის განვითარება და მშობლების წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე გამოწვევები. ჰიპერატქიულობა, ყურადღების დეფიციტი, ციფრულ ტექნოლოგიაზე დამოკიდებულება, „შეძენილი აუტიზმი“ და ბულინგი მოზარდებში. ამ თემებზე გადაცემაში რომის ჩვილ იესოს სახელობის პედიატრიული საავადმყოფოს წამყვანმა სპეციალისტებმა ნეიროფსიქიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სტეფანო ვიკარიმ და აუტიზმის სპექტრის აშლილობების პროგრამის კოოედინატორმა ჯოვანი ვალერიმ ისაუბრეს. ისინი საქართველოში მენტალური ჯანმთელობის ცენტრის მოწვევით იმყოფებოდნენ და პირადად შეხვდნენ ქართველ მშობლებს, ჩაატარეს საინტრესო ვორქშოფი. გადაცემაში ვიზიტის მნიშვნელობაზე მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის წამყვანმა სპეფიალისტმა , ბავშთა ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა

 

სტეფანო ვიკარი

რატომ ჩნდება ყურადღების დეფიციტისა და რას გულისხმობს ჰიპერაქტიურობის სინდრომი?

 

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ხშირი ნეიროგანვითარებითი დარღვევაა, რომელიც იწყება ბავშვობის ასაკიდან და შესაძლოა გაგრძელდეს მოზარდობისა და ზრდასრულობის ასაკშიც. ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრირება, ავლენს ჰიპერაქტიურობას, იმპულსურობას, უჭირს ლოდინი, რიგის დაცვა, ქვეითდება მისი ადაპტაციური ფუნქციონირება როგორც სკოლაში, ასევე სახლში და ზოგადად სოციუმში, სადაც უწევს ყოფნა.

 

რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

რა თქმა უნდა გენეტიკური წინასწარგანწყობა…. ამ ბავშვებს ხშირად ყავთ ბიძა ან მამა, ვისაც აღენიშნება მსგავსი ნიშნები, რადგან ეს დიაგნოზი გაცილებით ხშირია მამრობითი სქესის ადამიანებში. თუმცა, მხოლოდ ეს ვერაფერს ვერ იზამდა, რომ არა ხელშემწყობი გარემო ფაქტორებიც, რომელთა შორის ყველაზე აქტიურად განიხილავენ დღენაკლულობასა და დაბადებისას მცირე წონას.

 

რატომ ხდება გვიანი დიაგნოსტიკა? 

ჩემი პასუხი იქნება შემდეგი: სპეციალისტებისა და მშობლების უმეტესობას ჰგონია, რომ ზემოთჩამოთვლილი თვისებები ბავშვებს აღენიშნებათ მხოლოდ დროებით, განვითარების ადრეულ ეტაპზე და შემდგომში ისინი ამ ყველაფერს თავისით გადალახავენ. ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე… განსაკუთრებით მსუბუქ შემთხვევებში… თუმცა სხვა შემთხვევაში თუ ეს ასე არ მოხდა, ფასი, რომელიც ამ ბავშვებმა და მათმა გარემოცვამ უნდა გადაიხადოს, გაცილებით მაღალია: ეს არის იზოლაცია თანატოლებისგან, დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში… ხანდახან ასაკის მატებასთან ერთად მკვეთრად რთულდება მდგომარეობა, ასეთი მოზარდები ნაკლებად ემორჩილებიან სოციალურ წესებს, ხშირია წამალდამოკიდებულების შემთხვევები, ექმნებათ სოციუმში ადეკვატურად ინტეგრაციის პრობლემები, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს პრობლემა შესაძლებელია მარტივად იმართოს მედიკამენტებით და სათანადო მიდგომით…. (აქვე უნდა არინიშნოს, რომ მედეა ზირაქაშვილის განცხადებით, საქართველოში ამ ტიპის მედიკამენტები რეგისტრირებული არ არის)

 

მიაკითხეთ სპეციალისტს, მოითხოვეთ დიაგნოზის დასმა, ნუ შეუშინდებით რეალობას, მიიღეთ ზომები მართვის და მკურნალობისთვის და შედეგიც არ დააყოვნებს, გამოსავალი კეთილსაიმედოა. ნუ დაელოდებით მდგომარეობის დამძიმებას,  განგების ძალებს ან სხვა მსგავსს.

 

დღეს ჩვენ ვდგვაართ ისეთი მწავე პრობლმემის წინაშე, როგორიცაა აგრესია, და ბულინგი, რა არის ამის მიზეზი

არ ვიცი ამ მხრივ რა ხდება საქართველოში, მაგრამ იტალიაში ეს პრობლემა მზარდი ტენდენციით ხასიათდება და ბევრ სირთულეს გვიქმნის. ამ საკითხთან დაკავშირებით მე რამოდენიმე  ჰიპოთეზა მაქვს: უხშირესად 21-ე საუკუნეში ბავშვები ბებია- ბაბუებთან იზრდებიან. ბებია-ბაბუები კარგი ძიძები არიან ჰიგიენური ნორმების დაცვის და ბავშვების კვებითი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, თუმცა ნაკლებად უწყობენ ხელს განათლების მიცემას… განათლებას რამოდენიმე მიმართულებით ვგულისხმობ… რაც შეეხება მშობლებს… ისინი გარკვეულწილად საკუთარი დაკავებულობის გამო დანაშაულს გრძნობენ შვილების მიმართ, შესაბამისად უჭირთ გარკვეული წესების შემოღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი აღზრდის პროცესისთვის… მაგალითად, უხშირესად ბავშვი ითხოვს სასურველს, ითხოვს იმპერატიულად, არ ექვემდებარება აკრძალვას, ვერ ითმენს და სასწრაფოდ უნდა სასურველი… დანაშაულის შეგრძნების მქონე მშობლებს უჭირთ ბავშვების ფრუსტრაციის მართვა და იძულებულნი არიან  შეუსრულონ შვილებს ახირებები… ასე ამტკიცებენ ისინი არასასურველ ქცევას. ეს ისე, მაგალითისთვის, თუმცა აუცილებლად მხედველობაში მისაღები აზრია.

 

ასევეა თანატოლებთან ურთიერთობისასაც. ისინი ექსპერიმენტირებენ ურთიერთობებს… როდესაც იშვიათად აქვთ თანატოლებთან კონტაქტი და გამოცდილებაც დეფიციტურია, სამწუხაროდ ვერ აცნობიერებენ სად მთავრდება მათი თავისუფლება და სად იწყება სხვების. მათ არ აქვთ ის სოციალური უნარები, რომლებიც ჭირდებათ ურთიერთობისთვის. ამ დეფიციტის ხელშემწყობი არის მეტი კონტაქტი ვირტუალურ გარემოსთან და არა იმ რეალობასთან, რაც მათ გარშემოა. განსაკუთრებით დიდი საშიშროებაა, თუ ბავშვს უფროსის გვერდის ავლით, მათი კონტროლის გარეშე აქვს წვდომა ელექტრულ მოწყობილობებთან. ბავშვს გარკვეულ ასაკამდე უფროსის გარეშე  არ უნდა ჰქონდეს წვდომა პასიურ აქტივობებზე. ბავშვებს ძალიან უჭირთ განასხვავონ ვირტუალური რეალობა ჭეშმარიტი რეალობისგან… ასევე, შესაძლოა მოექცნენ ძალიან ცუდი მესიჯების გავლენის ქვეშ თუნდაც კანაბიოიდების ადრეულ ასაკში გამოყენების შესახებ. იტალიაში ძალიან გაახალგაზრდავდა მათი გამოყენების ასაკი: 11 წლიდან იწყება და ამ სუბსტანციების გავლენა უმწიფარ ტვინზე ძალიან საშიშია და მკვეთ ქცევის დარღვევებს იწვევს. ჩემი მესიჯი მშობლებისთვის იქნება, რომ მათ მეტი დრო  გაატარონ საკუთარ შვილებთან, რადგან ქცევის დარღვევების მართვის უნიკალური მედიკამენტი არ არსებობს და ყველაზე ეფექტური გზა მხოლოდ მშობლების ფსიქოგანათლების ამაღლება და მათი დატრენინგებაა, თუ როგორ იურთიერთობონ საკუთარ ბავშვთან.

როგორ დაიცვან თავი ბულინგისგან? პირდაპირი გზით: ითხოვონ შველა და დახმარება გარემოსგან, უფროსისგან…

 

როგორ მოქმდებს მშობლის აღზრდის მეთოდი  ბავშვის თვითშეფასებაზე?

ნაწილობრივ დიახ. ნამდვილად ის დამოკიდებულია ურთიერთობის ფორმაზე მშობლების მხრიდან. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ტემპერამენტიც. მე მაგალითად 4 შვილი მყავს, ისინი უკვე ზრდასრულები არიან. ყველა ერთ გარემოში გავზარდე, თუმცა ოთხივე აბსოლუტურად სხვადასხვა პიროვნებაა, თავიანთი ინდივიდუალური  მახასიათებლებით. ერთია გარემო, მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს  გენეტიკაც. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები თვითონ იცავენ საკუთარ თავს  მშობლების ცუდი აღზრდისგან და იმუშავებენ „კარგ იმუნიტეტს“ მათი გავლენისგან თავდასაცავად (იცინის).

 

ბოლო დროის ტოპ-შეკითხვაა, იწვევს თუ არა გაჯეტები აუტიზმს?

ერთმნიშვნელოვნად არა!!! ელექტრული მოწყობილებები არ იწვევს აუტიზმს!!! ბავშვი აუტიზმით  იბადება. ეს ფაქტი დასტურდება ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ყველა წყაროთი. მართალია, ერთი შეხედვით  აუტიზმი ვლინდება მოგვიანებით, განვითარების გარკვეულ ეტაპზე, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, ის არის დაბადებისთანავე. ელექტრონული მოწყობილობები უბრალოდ უარყოფითად განამტკიცებს ბავშვის იზოლაციას. ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს და ხელი შეუწყოს იზოლაციას. თუმცა იგივე შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გარკვეულ რუტინაზე მიჯაჭვულობამაც, მაგალითად ფაზლების და კუბების განმეორებითად აწყობა არ არის გაჯეტის მოხმარება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ბავშვი დიდი დოზით რით დაკავდება კუბით, თუ გაჯეტით, მთავარი არსი აქტიური კომუნიკაციის შეზღუდვაა…

 

ერთი კი უნდა ავღნიშნოთ რომ: ძალიან ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ტელევიზორიდან და კომპიუტერიდან მათმა შვილმა შესაძლებელია ძალიან ბევრი რამ ისწავლოს, მე აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას… სწავლების, ენა და მეტყველების განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი გახლავთა უშუალო ინტერაქცია და კომუნიკაცია ბავშვთან… ასე, რომ… თუ მშობელს უნდა გააუმჯობესოს მისი შვილის ლინგვისტური უნარები, ყველაზე კარგი საშუალება ამისთვის არის ინტერაქცია ბავშვთან. ესაუბრეთ საკუთარ შვილებს, უკითხეთ წიგნები, მოუყევით ამბები, გაუხმოვანეთ ყველაფერი, რაც ხდება მის ირგვლივ და რისი დანახვაც შეუძლია. ინტერაქცია და კომუნიკაცია ნებისმიერი განვითარების დარღვევის დროს არის აუცილებელი, თერაპიული და ერთადერთი სწორი გზა თერაპიის პროცესში დასახული მიზნების სწრაფად მისაღწევად.

 

ჯოვანი ვალერის ინტერვიუ

როგორ წარმოგიდგენიათ ბავშვის განვითარება ელეტქრონული მოწყობილობების გარეშე?

ელექტრონული მოწყობილობები ამ ეტაპზე ჩვენს რეალობაში ჩემთვის 21- საუკუნის განუყოფელ ნაწილად განიხილება. ვერ წარმომიდგენია ბავშვის არსებობა მათ გარეშე. ცალკე კუნძულზე ხომ არ ავღზრდით? თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მათი ეფექტურად გამოყენება… არავინ კამათობს, მათი რაციონალურ გამოყენების აუცილებლობაზე: დროის და სივრცის შემცირება გაჯეტთან ერთად… ან მშობელთან ერთად თვალყურის დევნება და  თუნდაც ამ გზით კომუნიკაციისთვის ხელის შეწყობა.

 

მოსაზრება, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა შესაძლოა გახდეს გარდამხტეხი აუზტისმის სამყაროში…

„ჩვილი იესოს“ სახელობის პედიატრიული საავადმყოფო ერთ-ერთი უდიდესია მთელს ევროპაში, შესაბამისად გვაქვს ასევე დიდი კვლევითი ბაზა. სამეცნიერო-კვლევით ნაწილს დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში… ჩვენ გვქონდა აღნიშნული მეთოდის ეფექტურობის დამტკიცების მცდელობა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ამ კვლევების სერია ჩვენს კლინიკაში ჯერჯერობით კვლავ გრძელდება და მეტი უბრალოდ არაფრის თქმა არ შემიძლია… მესმის მშობლების მცდელობა, მოძებნონ უნიკალური მეთოდი პრობლემის გადასალახად. ასევე, მესმის მშობლების, რომლებსაც ვერ უღიარებიათ აუტიზმი, როგორც თანდაყოლილი დიაგნოზი… რადგან მათ ხომ დაბადებისას ხელში ეჭირათ ტიპური განვითარების ბავშვი, რომელსაც არაფერი ჰქონდა სხვებისგან განსხვავებული… 3 თვის ასაკში უღიმოდა დედას, 12 თვის ასაკში თითქოს რამოდენიმე სიტყვა წარმოთქვა და მხოლოდ 14-18 თვიდან დაიწყო მშობელმა შემჩნევა, რომ განვითარებაში რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო… დღესდღეობით აუტიზმის სპექტრი განიხილება, როგორც ნეიროგანვითარებითი დარღვევა, რაც თავის მხრივ ნიშნავს თავის ტვინის ორგანიზების, ნეირონთაშორისი კავშირების დამყარების  პრობლემას. ამიტომაცაა, რომ ადრეული ინტერვენცია, რომელიც ხელს უწყობს ამ ორგანიზების გაუმჯობესებას სტრუქტურულ დონეზე, ძალიან ეფექტურია.

 

როგორია მძიმე მეტალები და ვაქცინაციის გავლენა აუტიზმის გამოწვევაზე.

ჩვენს კლინიკაში ასევე გვქონდა შესაძლებლობა ჩაგვეტარებინა კვლევები ამ სავარაუდო ეტიოლოგიურ ფაქტორებზე, თუმცა ვერანაირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ მივაგენით…

 

ვიმეორებ, აბსოლუტურად მესმის მშობლების, რომლებიც არიან მიზეზების, გამომწვევი ფაქტორების ძიებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სულ უფრო და უფრო მეტი კვლევით მტკიცდება, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  კომპონენტი არის გენეტიკური ფაქტორი, მისი დაჯერება მშობელს უჭირს, რადგან ერთი შეხედვით, დაბადებისას ბავშვი, რომელსაც აუტიზმი აქვს, არ არის რაიმე ატიპური ნიშნის მატარებელი. მაგრამ, მნიშვნელოვანია მშობლებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ გენეტიკური ფაქტორით განპირობებული პრობლემა სავსებით შესაძლოა გამოვლინდეს შედარებით მოგვიანებით ასაკში, რადგან გენებსაც ჭირდებათ დრო ამოქმედებისთვის.

 

მე ვმუშაობ კლინიკაში, სადავ წლის განმავლობაში ვხვდები აუტიზმის სპექტრის მქონე 600-700 ბავშვს და მათ შორის ბევრია ბავშვი, რომელსაც ვაქცინაცია არ ჩატარებია და აქვს აუტიზმის ნიშნები. ამ ბავშვებსაც 18 თვის ასაკში ჰქონდათ ისეთივე გამოვლინება, როგორც სხვებს, აცრილებს, რომლებსაც აქვთ აუტიზმი.

 

ჰომეოპათია და ალტერნატიული თერაპია აუტიზმთან მიმართებაში

მე ვფიქრობ, რომ ექიმებმა პაციენტს ყოველთვის უნდა შესთავაზონ მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდები. ჰომეოპათიას არ აქვს არანაირი, მტკიცებულებით გამყარებული ეფექტურობის საფუძველი. თუმცა, ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ხანდახან მშობელთან არ ღირს მკვეთრად რადიკალური აკრძალვა თერაპიის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან ისინი უნდობლობით იმსჭვალებიან… თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ არ დაკარგონ დრო და დაიწყონ მაქსიმალურად ინტენსიური თერაპია, რომელიც ცვლის თავის ტვინის ორგანიზების ხარისხს და მიმართულია არსებული ნიშნების აღმოფხვრისკენ.

წყარო: Fortuna.ge