Plasmon
ჯანმრთელობა, სწორი კვება, წონასთან დაკავშირებული პრობლემები

თარიღი: 03 აგვისტო, 2021

პასუხები სეზონის მთავარ კითხვებზე ექიმ შოთა ჯანჯღავასგან
არსებობს თემები, რომელიც ყოველთვის ყველასთვის აქტუალურია. ალბათ დამეთანხმებით, რომ სწორედ ასეთი თემებია ჯანმრთელობა, სწორი კვება, წონასთან დაკავშირებული პრობლემები… დისკუსიებს ამ საკითხზე და სხვადასხვა მოსაზრებებს შეხვდებით ყველგან, სოციალური ქსელებიდან დაწყებული სამეგობრო შეკრებებით დამთავრებული. ამ თემის ირგვლივ კითხვები კი განსაკუთრებით ზაფხულში იმატებს. ჩვენს საიუბილეო, მეასე ნომერში გვინდოდა სწორედ ამ თემაზე და სეზონის მთავარ კითხვებზე, კომპეტენტურ და თავის საქმის პროფესიონალ ექიმს ესაუბრა. ამიტომ, “ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტში“ დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს, ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგ შოთა ჯანჯღავას ვესტუმრეთ.

 

პანდემიიდან გამომდინარე, ალბათ ყველას შეგვეცვალა ცხოვრების წესი…რამდენად აქტუალურია წონასთან დაკავშირებული პრობლემები ბოლო პერიოდში?
მე-20 საუკუნის ბოლოდან აქტიურად ვითარდება სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომის პანდემიური მაჩვენებელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი Covid-პანდემიის პერიოდში გაუარესდა, რადგან შეგვეცვალა ცხოვრების წესი. ამ ცვლილებებმა კი გამოიწვია მეტაბოლური ცვლის დარღვევა. განსაკუთრებით კოვიდ გადატანილ პაციენტებში აქტუალურია წონის მატების პრობლემა. დღესდღეობით, ფაქტიურად გაორმაგებულია ენდოკრინოლოგებთან მომართვიანობის მაჩვენებელი. გააქტიურდა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიური მდგომარეობები, რომელიც შეიძლება შემდგომში მეტაბოლური ცვლის დარღვევის მაპროვოცირებელი იყოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Covid 19-მა რაოდენობრივად გაზარდა მეტაბოლური დარღვევების მქონე პაციენტების რაოდენობა.

 

ზოგი ადამიანისთვის წონა მხოლოდ ვიზუალური კუთხითაა პრობლემა, თუმცა მოდით ვისაუბროთ იმ გართულებებსა და ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომელსაც არაჯანსაღი კვება და ჭარბი წონა იწვევს.

ზოგადად, სიმსუქნე არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა. ეს არის ბიოქიმიურ პროცესებზე დამყარებული ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომელიც მხოლოდ ზედმეტი ცხიმის დაგროვებით არ შემოიფარგლება. თვითონ ცხიმიც კი არის ენდოკრინოლოგიურად აქტიური ორგანო, მასში სინთეზირდება ჰორმონები, ხდება ჰორმონების მეტაბოლიზმი. შესაბამისად, თუნდაც უბრალო გასუქების ფონზეც, ორგანიზმში გარკვეული ნეგატიური ცვლილებები ხდება. წონის ნორმული მაჩვენებლის განსაზღვრა ხდება სხეულის მასის ინდექსის მიხედვით. ნორმა გახლავთ 24,9-მდე, მის ზემოთ უკვე ორგანიზმში გარკვეული ძვრები, ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეოს. ქალბატონებში ჰორმონალური ცვლილებები ძირითადად გამოიხატება აკნოზური გამონაყარის გაჩენით, თმიანობის მომატებით, გუნება-განწყობის ცვალებადობითა და დეპრესიულობით. მამაკაცებში ეს სიმპტომებია ხასიათის ცვალებადობა, ერექციული დისფუნქცია…

ჭარბი წონა, როგორც აღვნიშნეთ ბიოქიმიური ძვრებზე დამყარებული მდგომარეობა, რომელიც თავიდან შეიძლება გამოხატული იყოს როგორც მხოლოდ ჭარბი წონა, მაგრამ შემდგომში გამოიწვიოს ისეთი პრობლემები როგორიცაა ღვიძლის ჰეპატოზი, გულსისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, სასქესო ჰორმონების ცვალებადობა. სრულიად მოსალოდნელია, რომ ჭარბი წონის დროს განვითარდეს ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის დისფუნქცია, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს.

 

მართალია სხვადასხვა ინტერპრეტაციით, მაგრამ ალბათ თითქმის ყველამ ვიცით ის ძირითადი რჩევები, რომლებიც ამ პრობლემის პრევენციაში დაგვეხმარება. მაინც როგორია 5 ძირითადი რჩევა ამ სფეროს პროფესიონალისგან, ექიმ შოთა ჯანჯღავასგან?
ოდესაც ჩვენთან მოდიან პაციენტები, რომლებსაც უჭირთ დიეტის დაცვა, ვაძლევთ 5 ძირითად რჩევას. ესენია:

1. მარილის და შაქრის ამოღება. ცნება, რომ მათი რაციონიდან სრულად ამოღება არ შეიძლება, მცდარია.

2. წყლის მიღება უნდა გაიზარდოს. დღეში უნდა მივიღოთ მინიმუმ 1,5 ლიტრი. ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის სქესზე, ასაკსა და ფიზიკურ დატვირთვაზე.

3. ჯერადი კვების რაციონი. მაგალითად, კვებებს შორის 3 საათიანი შუალედი და ზომიერი ულუფები. ასეთი კვებისას ორგანიზმი მაშინვე იწყებს მეტაბოლიზმის დარეგულირებას.

4. კვების შეწყვეტა საღამოს 8-9 საათის შემდგომ, ან დაწოლამდე 3-4 საათით ადრე.

5. რაციონიდან ტკბილი და გაზიანი სასმელების ამოღება.

 

როგორ უნდა ვიკვებოთ ზაფხულში, არსებობს რაიმე კონკრეტული რჩევები ამ სეზონთან მიმართებაში?
ადამიანის ორგანიზმს ცილა-ხორცპროდუქტები და რძის ნაწარმი ყოველთვის სჭირდება. თუმცა, ზაფხულის პერიოდში, ყოველთვის ვურჩევთ პაციენტებს გაზარდონ სეზონური ხილ-ბოსტნეულის რაოდენობა დღის რაციონში. ხილ-ბოსტნეული მდიდარია ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინებით, მინერალებით. ასევე მწვანე ბოსტნეული ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას და დადებით გავლენას ახდენს მიკროფლორაზე – საკუთრივ ბიფიდო ბაქტერიების რაოდენობაზე. პაციენტებს ვურჩევთ მოერიდონ ისეთ ძალიან ტკბილ ხილს, როგორიცაა ბალი, ყურძენი, ლეღვი, მსხალი, კარალიოკი… ნაკლებად ტკბილი ხილი კი დღეში 200-300 გრ სრულიად მისაღებია.

 

ვახსენეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედება და მიკროფლორა…ზოგადად რა როლს თამაშობს ნაწლავის მიკროფლორა და რა გავლენა აქვს მას წონაზე?
ზოგადად, ჩვენი ორგანიზმის მეტაბოლიზმისთვის გადამწყვეტი როლი აკისრია იმას თუ რა მდგომარეობაშია კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული საკვებიდან თუ რა ნივთიერებებს და რა რაოდენობით შეიწოვს ან მოინელებს ორგანიზმი. მაგალითად, თუ დარღვეულია კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა, შეიძლება 200 გრ ცხიმის მიღებაც გახდეს წონის მატების მიზეზი. წონის კორექციისა და ნივთიერებათა ცვლის რეგულირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიკროფლორა იყოს მოწესრიგებული, არ იყოს მიდრეკილება ყაბზობისკენ. პაციენტთან პირველი კითხვა არის – როგორია მისი კუჭის მოქმედება. ეს ერთ-ერთი მთავარი მიმანიშნებელი ფაქტორია იმაზე თუ რა მდგომარეობაშია პაციენტის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და მიკროფლორა.

 

როგორ ხდება მიკროფლორის მოწესრიგება?
პირველ რიგში კვების რაციონი უნდა იყოს მოწესრიგებული. თუ ვხედავთ, რომ ამის მიუხედავათ კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიების რაოდენობა არის მცირე, უკვე მკურნალობაში ემატება პრე და პრობიოტიკების შემცველი დანამატი, რომელიც ძალიან დადებით ზეგავლენას ახდენს მიკროფლორაზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციობაზე.

 

გამოიყენება თუ არ პრობიოტიკი წონის რეგულაციისთვის?
ზოგადად, შეკრულობის შემთხვევაში პაციენტებს ახასიათებთ წონის მატების აქტიური ტენდენცია. აქედან გამომდინარე თუ მიკროფლორას გავაუმჯობესებთ, გაუმჯობესდება საკვების მონელება, ცხიმების ემულგირება და ორგანიზმი შეიწოვს იმ რაოდენობით ნივთიერებებს რაც მას სჭირდება და არა ზედმეტს. არ მოხდება ზედმეტი კალორიების, ცხიმების შეწოვა და ეს გააუმჯობესებს წონის კლების ტენდენციას. რა თქმა უნდა, ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ პრე და პრობიოტიკები წონაში დასაკლები საშუალებებია, მაგრამ, ისინი რა თქმა უნდა, მონელების პროცესს აუმჯობესებენ და ეხმარებიან ორგანიზმს თავად გათვალოს, თუ რა რეგულაციები ესაჭიროება მას წონასთან მიმართებაში.

 

რა კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ პრობიოტიკის შერჩევისას და პირადად თქვენ რომელ პრობიოტიკს ანიჭებთ უპირატესობას?
პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს – სადაა წარმოებული, როგორი შემადგენლობა აქვს და რა მტკიცებულებების ბაზა გააჩნია აღნიშნულ დანამატს. მისი შედეგიანობა და უსაფრთხოება კლინიკური კვლევების საფუძველზე უნდა იყოს დასაბუთებული. დღესდღეობით, საქართველოს ბაზარზე რამდენიმე დანამატია, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. შემიძლია აღვნიშნო „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ რომელსაც აქტიურად მოვიხმართ. ის ერთადერთი პრობიოტიკია საქართველოში, რომელიც შექმნილია WHO/FDA/WGO/AAGP / ESPGHAN-ის რეკომენდაციების სრული დაცვით, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი წარმოებისას გათვალისწინებულია ყველა ის კრიტერიუმი, რაც უზრუნველყოფს პრობიოტიკის ეფექტიანობას და უსაფრთხოებას.

ზოგადად, ყოველთვის, ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მსგავსი ტიპის დანამატები ექიმმა დანიშნოს მაგრამ, თუ ადამიანი ერთხელ მაინცაა ნამყოფი ექიმთან, იცის საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობა, მას შეუძლია ექიმისგან დამოუკიდებლად ჩაიტაროს კურსი. ასევე თუ ადამიანს აქვს მიდრეკილება ენტეროვირუსებისადმი შესაძლებელია აღნიშნული დანამატის სიმპტომურად გამოყენება.

წყარო: http://beautymagazine.ge