თარიღი: 21 ნოემბერი, 2017
ვაქცინისა და აუტიზმის კავშირზე საუბარი რამდენიმე წელია, დაუსრულებლად გრძელდება. თეორიას, რომ აცრა იწვევს აუტისტური სპექტრის აშლილობას, ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგეც ჰყავს. ყველაფერი კი ენდრიუ უეკფილდის ნაშრომიდან იღებს სათავეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვაქცინაცია ბავშვებში აუტიზმს იწვევს.
მეცნიერი ამტკიცებდა, რომ წითელას დასუსტებული ვირუსი, რომელიც ვაქცინის შემადგენლობაში შედიოდა, იწვევდა კუჭის ანთებით პროცესს და საბოლოოდ აუტიზმის სიმპტომებიც ჩნდებოდა. რაც შეეხება კვლევის შედეგებს, თუ 1997 წლის მონაცემებით, ბრიტანეთში 2 წლამდე ბავშვების 91.5 პროცენტი იცრებოდა, ცნობილი კვლევის შემდეგ ეს რიცხვი 79.9 პროცენტამდე შემცირდა, რადგან მშობლებმა მასობრივად უარი თქვეს ვაქცინაციაზე.
ბრაიან დირნა ალტერნატიული გამოძიება დაიწყო და მისმა კვლევამ უკვე საწინააღმდეგო დაამტკიცა.
დირნის ახალმა გამოძიებამ მოთხოვნა ვაქცინაციაზე კვლავ გაზარდა და მხოლოდ 2012 წლისთვის დაუბრუნდა ძველ ნიშნულს.
ასეთივე სტატისტიკა იყო შოტლანდიაში, უელსსა და სამხრეთ ირლანდიაში.
ვაქცინაციის შემცირებამ გამოიწვია წითელას ეპიდემიის მკვეთრი ზრდა. 1998 წელს ინგლისსა და უელსში ლაბორატორიულად დადასტურდა წითელას 56 შემთხვევა, 2006 წელს კი – 740. უკვე 2008 წელს ეს რიცხვი 1370-მდე გაიზარდა.
ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციამ ფაქტს “ეპიდემიის” კვალიფიკაცია მისცა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამაში დამნაშავე ენდრიუ უეკფილდია. მისი პუბლიკაციის შემდეგ 2000 წლიდან, წითელას აცრაზე უარის თქმის გამო, 3 მოზარდი გარდაიცვალა.
საბოლოოდ ბრიტანეთის სამედიცინო საბჭომ უეკფილდს უფლებამოსილება შეუწყვიტა.
დასკვნაში ნათქვამია, რომ შესაძლოა, უეკფილდის კვლევაში მონაწილე 12 ბავშვს რეალურად მართლა დაეწყო აუტისტური სპექტრის ნიშნების გამოვლენა აცრების შემდეგ, თუმცა ასეთი 12 ბავშვი, რომლებსაც მსგავსი სპექტრის ნიშნები გამოუვლინდა, სხვა ნიშნებითაც შეიძლება, მოიძიოთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ თემაზე საუბრები დღეს მაინც აქტუალურია, ჩვენ კომენტარისთვის ცნობილ უკრაინელ პედიატრს, ევგენი კომაროვსკის, დავუკავშირდით, რომელმაც „ფორტუნასთან“ აცრებსა და თანმხლებ მოვლენებზე ვრცელი კომენტარი გააკეთა:
„ის, რომ ვაქცინას აქვს უკუჩვენება, ეს სამედიცინო კვლევებით დასტურდება და კონკრეტული ვაქცინის კონკრეტული რეაქციაც გარკვეულ დროშია გაწერილი. მინდა, იცოდეთ, რომ აცრების შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. დიახ, აცრის შემდეგ შესაძლოა, გაცივდეთ, მოიწამლოთ ან ფეხი მოიტეხოთ. თუ, მაგალითად, დიფტერიის კომბინირებული ვაქცინის შემდეგ სიცხემ აგიწიათ, ამის მიზეზი ვირუსული ინფექციაა, რომელიც შესაძლოა, პოლიკლინიკის დერეფანში „აიკიდეთ”. სამედიცინო კვლევები ამბობს, რომ პოლიკლინიკაში ვირუსის გადადების საფრთხე ერთიორად იზრდება, აცრის შემდეგ კი – არა.
“ხშირად ჰიპოთეზა აცრებისა და გართულებების თაობაზე, არანაირ სამედიცინო კვლევას არ ემყარება. ის ეფუძნება მშობლების, ბებიების, ბაბუების და ახლობელი ადამიანების მონაყოლს, რომლებიც საკუთარი „გამოცდილებით“ საუბრობენ. მეტსაც გეტყვით, ყველა დროსა და ეპოქაში ათი დაბადებული ბავშვიდან მექვსეს დაბადებიდან მეორეე დღეს სიყვითლე უვითარდებოდა. ექიმები ამას ბილირუბინს, ფერმენტებსა და სხვა მიზეზებს აბრალებდნენ. უბრალოდ ადრე ექიმების სჯეროდთ, დღეს ურჩევნიათ მითების სჯეროდეთ. დღეს ბვერი ამ სიყვითლეს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინას აბრალებს.
“1999 წელს ამერიკის აცრების კალენდარში შევიდა ვაქცინა როტავირუსის წინააღმდეგ. გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ვაქცინა კუჭ–ნაწლავის პრობლემებს იწვევდა. მრავლობითმა კვლევებმა ეს ეჭვი დაადასტურა და ვაქცინა მოხმარებიდან ამოიღეს. როტავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ისტორია არის ნათელი მაგალითი, რომ კავშირი ვაქცინასა და შესაძლო დაავადებას შორის მუდმივი კვლევის საგანია. ყველა ვაქცინა და მისგან წამოსული შესაძლო გართულება არაერთგზის შესწავლილია მეცნიერების მიერ. არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ არსებული ჭორები კვლევებით არ დასტურდება. მაგალითად, არ დადასტურდა, რომ ვაქინაცია ასუსტებს იმუნიტეტს, ზრდის ალერგიულ რეაქციებს, ქმნის აუტოიმუნური დაავადებების განვითარების რისკს და იწვევს შაქრიან დიაბეტს. მეგობრებო ეს არ დადასტურდა.
და ბოლოს, ყველაზე გავრცელებული მოსაზრება, რომ აცრა იწვევს აუტიზმს ბავშვებში. მეტიც, დასახელდა კონკრეტული ვაქცინა, წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღდეგო ვაქცინა. რა მოხდა ამის შემდეგ? ათეულობით კვლევამ, რომელიც უახლესი მეთოდით უმაღლეს დონეზე ჩატარდა, ამ ვაქცინისა და აუტიზმის კავშირი ვერ დაადგინა. ასევე, ამერიკაში 10 წელია, რაც არ გამოიყენება ეგრეთწოდებული ტიომერსალი. ნივთიერება, რომელსაც აუტიზმის გამომწვევ კომპონენტს უწოდებენ და ამ ნივთიერების ვაქცინის შემადგენლობიდან ამოღების შემდეგ, აუტიზმის შემთხვევებმა არც ერთი პროცენტით არ იკლო. კვლევის ავტორმა, კი რომელიც აუტიზმის ვაქცინასთან კავშირს ამტკიცებვდა, აღიარა, რომ მისი კვლევა ფინანსდებოდა ორგანიზაციის მიერ, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ინტერესებს იცავდა, ანუ კვლევა იმთავითვე შესაძლოა, არაობიექტური იყო,“ – ამბობს ევგენი კომაროვსკი.
წყარო: fortuna.ge