იაშვილის კლინიკაში დაემატა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) კვლევა
თარიღი: 03 ივლისი, 2025
ზუსტი დიაგნოსტიკა ჩვენი პაციენტებისთვის!
სწორად დაგეგმილი მკურნალობის გზა იწყება ზუსტად დადგენილი დიაგნოზით. ამ მიზნით, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში დაგვემატა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური კვლევა - მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ).
რა არის მრტ და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
მრტ არის არაინვაზიური, უსაფრთხო და უმტკივნეულო დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც მაღალ დეტალებში გვაძლევს ინფორმაციას ტვინის, ხერხემლის, მუცლის ღრუს, სახსრების და სხვა შიდა სტრუქტურების შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შემთხვევებში, როცა საჭიროა:
ნევროლოგიური დაავადებების გამოვლენა
განვითარების შეფერხებების ან ანომალიების დიაგნოსტიკა
ტრავმის ან ანთებითი პროცესების შეფასება
კუნთოვანი და სახსროვანი სისტემის დეტალური კვლევა
იაშვილის კლინიკის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) სერვისი სრულად ადაპტირებულია პედიატრიული პაციენტების საჭიროებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მრტ კვლევის არა ერთი აპარატია, იაშვილის კლინიკა ერთადერთია, სადაც მრტ კვლევა შეიძლება ჩაუტარდეს ნებისმიერი ასაკის (მათ შორის ახალშობილს) და სიმძიმის ბავშვს (მათ შორის ბავშვებს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე). მრტ-თან ინტეგრირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატი საშუალებას გვაძლევს კვლევა ჩავატაროთ ჰემოდინამიკურად არასტაბილურ და მძიმე პაციენტებშიც კი.
საჭიროების შემთხვევაში, მრტ კვლევა ხორციელდება ინჰალაციური სედაციის ან ზოგადი ანესთეზიის პირობებში, რაც განაპირობებს პროცესის უმტკივნეულობას და კომფორტს. პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს მრტ-კვლევის ჩატარებას, როგორც ტექნიკოსები, ისე რადიოლოგები და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები ტრენირებული არიან ამ ტიპის აპარატთან მუშაობისთვის და ფლობენ ყველა იმ საჭირო უნარ-ჩვევას, რომელიც აუცილებელია დიაგნოსტიკური პროცედურის ეფექტურად და უსაფრთხოდ ჩატარებისთვის.
რადიოლოგიის სამსახურს ხელმძღვანელობს ნიკოლოზ საინიშვილი - გამოცდილი პროფესიონალი. მისი გუნდი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმ - რადიოლოგებს აერთიანებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 2 05 15 15
ლუბლიანას N13