თარიღი: 04 აპრილი, 2017
რატომ უნდა მივირთვათ მოხარშული კვერცხი?
მოხარშული კვერცხი ბევრი ადამიანის საყვარელი საჭმელია.
ჰარვარდის სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ კვირაში 3 კვერცხს მიირთმევთ, ჯანმრთელობის პრობლემები მნიშვნელოვნად შემცირდება. ყველაზე სასარგებლოა მოხარშული. კვერცხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალებისთვის.
ამ გემრიელ პროდუქტში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებები. ის მდიდარია ლუტეინითა და ზეაქსანტინით. განსაკუთრებით სასარგებლოა ასაკში მყოფი ადამიანებისთვის, რადგან კვერცხი მნიშვნელოვნად ამცირებს კატარაქტას რისკს. ეს პროდუქტი D ვიტამინის წყაროა. კვერცხი ჯანსაღი, ლამაზი თმისა და და ფრჩხილების საწინდარია. ძლიერი ანტიოქსიდანტია და შესაბამისად, ძალიან სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის.
კვერცხი შეიცავს ქოლინს, რომლის წყალობითაც ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას.
კვერცხში დიდი რაოდენობით ცილაა. მისი წყალობით კი ორგანიზმი ენერგიით ივსება. კვერცხი შეიცავს 70 კალორიას და შეგიძლიათ მიირთვათ დიეტის დროს ან წონის შესანარჩუნებლად. სასარგებლო საკვები კუნთის მასას ზრდის, აძლიერებს მას.