მულტიდისციპლინური მიდგომა ბავშვთა ასაკის იშვიათი დაავადებების დროს
თარიღი: 20 ნოემბერი, 2025
იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ორგანიზებით, 2025 წლის 29 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო Hოლიდაყ Iნნ თბილისი-ში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება აქონდროპლაზიის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობას და შუალედურ შედეგებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ქართველი სპეციალისტები და მოწვეული ექსპერტი - პროფესორი იოანა სტრეატა, კრაიოვას (რუმინეთი) მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტიდან, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს აქონდროპლაზიის მართვის მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობის.
კონფერენციის მიზანია საქართველოში დაგროვებული გამოცდილების, თანამედროვე სამეცნიერო მონაცემებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება აქონდროპლაზიის დიაგნოსტიკასა და მართვაში.
იხილეთ კონფერენციის პროგრამა: https://drive.google.com/file/d/1K60-c2Gxc9RWaar1o45T3SA5DpsUDcLr/view
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1QjIShjB5w9xfp-rhfxnjGFF2vDtqpV4J2ROx78exy50/viewform?edit_requested=true