Plasmon
პროლაიფი სწრაფი და ეფექტური საშუალება ნაწლავის ბაქტერიული ფლორის ბუნებრივი ბალანსის არსადგენად

თარიღი: 19 მაისი, 2018

გვესაუბრება ექიმი-გასტროენტეროლოგი კოტე მაისაია 

 

–  ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ყოველთვის იმატებს გასტროენტეროლოგიური პრობლემები. კონკრეტულად, რომელ დაავადებას გამოყოფდით და რას გვეტყვით სტატისტიკაზე?

– სტატისტიკურად, უმთავრესად ზაფხულში, ხშირია დიარეა და მასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი. თუმცა ამ პრობლემებმა წლის ნებისმიერ დროსაც შეიძლება იჩინოს თავი. ნაწლავური პრობლემები წელიწადის ცხელ პერიოდში ხშირდება, ბაქტერიებით ინფიცირება უპირატესად საკვებისა და წყლის საშუალებიტ ხდება. საკმაოდ ხშირად დიარეის შედეგად ვითარდება დისბაქტერიოზი, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს ნაწლავთა გახშირებული მოქმედების მიზეზი. დიარეა შესაძლოა გართულდეს გაუწყლოებით, ანუ  დეჰიდრატაციით.

 

– დისბაქტერიოზის რომელ სიმპტომებს გამოყოფდით?

– პირველ რიგშიგანვმარტოთ, რაში მდგომარეობს დისბაქტერიოზის არსი: დისბაქტერიოზი, ანუ დისბიოზი, არის ნაწლავთა ნორმალური მიკროფლორის დისბალანსი მიკრობების რაოდენობრივი და თვისებრივი ცვლილებების შედეგად. როგორც იცით, ნაწლავებში მრავალი სასარგებლო ბაქტერია ბინადრობს, რომლებიც ხელს უწყობს საკვების სწორად ათვისებას, ვიტამინებისა და ზოგიერთი ფერმენტის გამომუშავებას. სასარგებლო ბაქტერიების ნაკლებობამ და შესაბამისად დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა, დიარეა, კოლიტი, სოკოვანი დაავადებები, ალერგია და ა.შ.

 

– როგორც ჩანს , არცთუ ისე უსაფრთხოა დისბაქტერიოზის მიერ გამოწვეული პრობლემები. რას ურჩევდით პაციენტს, როდის უნდა მიმართოს ექიმს?

– დისბაქტერიოზის ანუ დისბიოზის დროს სწრაფად მრავლდება პათოგენური ბაქტერიები და სოკოები, ხოლო სასარგებლო მიკროორგანიზმების რიცხვი მკვეთრად მცირდება, რაც, ბუნებრივია, საკვების მონელების დარღვევას იწვევს. ხანგრძლივად მიმდინარე დისბაქტერიოზი იწვევს ვიტამინების, ლიპიდებისა და სხვა საჭირო ნივთიერებების შეწოვის დარღვევას ე.წ მალაბსორბციის სინდრომს, რაც ანემიის, დისტროფიის მიზეზი ხდება. ბავშვებში დისბაქტერიოზი სერიოზული პრობლემაა და შეიძლება გამოიწვიოს ზრდაში ჩამორჩენა, ასევე კლინიკური კვლევებით დადგენილია მიზეზშედეგობრივი კორელაცია დისბაქტერიოზსა და ალერგიას შორის. დისბაქტერიოზის დროს ლაქტობაქტერიების რაოდენობის მკვეთრი შემცირება განაპირობებს როგორც ალერგიის, ასევე ლაქტოზის (რძის შაქრის) აუტანლობით გამოწვეული სიმპტომების (კოლიკა, მეტეორიზმი, დიარეა და სხვ.) განვითარებას. დისბაქტერიოზის საკმაოდ გავრცელებული კლინიკური მდგომარეობაა ყაბზობა, რომელიც ხშირად რთულდება ბუასილით ანალური ნაპრალით. პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს ზემოტ ჩამოთვლილი სიმპტომების და კლინიკური ნიშნების გამოვლენისას.

 

– დისბაქტერიოზის რომელ გამომწვევ მიზეზებს დაასახელებდით?

დისბაქტერიოზის გამომწვევი მიზეზებია: ნაწლავური ინფექციები, ფერმენტოპათია, ალერგიული დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, არახელსაყრელი საცხოვრებელი და ეკოლოგიური პირობები, სტრესი, კვების ჩვეული რეჟიმის დარღვევა, გენეტიკური ფაქტორები, ანტიბიოტიკების ხშირი და გადაჭარბებული დოზებით მიღება, ქიმიოთერაპია და სხვა.

 

– რა აზრის ხართ პრობიოტიკების გამოყენებაზე დისბაქტერიოზის მკურნალობისას?

– დისბაქტერიოზის სამკურნალოდ პრობიოტიკებს მთავარი როლი ენიჭება, რადგან აღადგენს ნაწლავში ნორმალური მიკროფლორის ბალანსს, ქმნის დამცავ ბარიერს პათოგენური მიკროორგანიზმების შესაკავებლად, აქვს იმუნომოდულაციური, ანტიალერგიული, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება. ქმნის მიკროგარემოს ტკინისა და სხვა მინერალების აბსორბციისთვის.

 

– როგორ ფიქრობთ, რა მახასიათებლებია მნიშვნელოვანი პრობიოტიკის მაღალი ხარისხისა და თერაპიული ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად?

– პრობიოტიკის ეფექტიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი მახასიათებლები:

ცოცხალი რძემჟავა ბაქტერიები

ბაქტერიული შტამების თვისებრივი მრავალფეროვნება

რძემჟავა ბაქტერიების რაოდენობა

კუჭის წვენისა და ნაღვლის მჟავას მიმართ მდგრადობა

სამმაგი შემადგენლობა (პრობიოტიკი-პრებიოტიკი-ვიტამინების კომპლექსი )

ინოვაციური ტექნოლოგია

ტენიანობისგან დამცავი შეფუთვა

 

უპირველესი მოთხოვნა პროდუქტის ხარისხისადმი არის ის, რომ ნაწლავში პრობიოტიკის სასარგებლო რძემჟავა ბაქტერია ცოცხალი მოხვდეს. თვისებრივ მახასიათებლებთან ერთად, მნიშვნელოვანია რძემჟავა ბაქტერიების რაოდენობრივი მახასიათებლები და როგორც ზევით მოგახსენეთ, პრეპარატის შექმნის ინოვაციური ტექნოლოგია და შეფუთვა.

 

– არის თუ არა დამოკიდებული პრობიოტიკის თერაპიული ეფექტი გამოშვების ფორმაზე?

– დიახ, პრობიოტიკის სითხოვანმა ფორმებმა აჩვენა ცოცხალი ბაქტერიების გადარჩენის გაცილებით მაღალი უნარი, ვიდრე კაფსულის და ლიოფილიზირებული ფხვნილის ფორმებმა, რომლებიც კუჭის მჟავე გარემოში მოხვედრის შემდეგ უფრო დიდხანს ყოვნდება და უდანაკარგოდ ვერ აღწევს ნაწლავებამდე. თხევადი ფორმის დროს ცოცხალი ლაქტობაქტერიები უფრო სწრაფად ხვდება ნაწლავში, უფრო ძლიერად ადჰეზირდებიან ნაწლავის კედელზე და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც აგრძელებენ ცხოველქმედებას.

 

– პრობიოტიკის ეფექტი არის თუ არა დამოკიდებული მირების წესსა და კვების რეჟიმზე?

– პრობიოტიკის მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად ან საკვების მიღების დამთავრებისთანავე, რადგან პრობიოტიკული ბაქტერიების გადარჩენის შანსი იკლებს საკვების მირებიდან 30 წუთში. გადარჩენის უკეთესი შედეგი დაფიქსირდა, როდესაც პროდუქტი მიღებული იყო 1%-იან რძესთან ან შვრიასთან ერთად. ასევე დადგენილია, რომ ცხიმოვან საკვებთან შედარებით ცილოვანი საკვები უფრო ამცირებს პრობიოტიკის ეფექტიანობას.

 

– საქართველოს ბაზარზე არსებულ რომელ პრობიოტიკს გამოარჩევდით, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ?

– დღეს პრობიოტიკების დიდი არჩევანია ფარმაცევტულ ბაზარზე, თუმცა გამოვყოფდი იტალიურ ბრენდს „პროლაიფს“, რომლის შემადგენლობაში, გარდა ბრობიოტიკებისა, შედის პრებიოტიკი და B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი. „პროლაიფში“ სპეციალურად შერჩეული 10 ყველაზე აუცილებელი პრობიოტიკული შტამია – 10 მილიარდი ცოცხალი რძემჟავა ბაქტერია 1 დღიურ დოზაში (1 ფლაკონში), რომელიც სწრაფად და სრულყოფილად აღადგენს და აბალანსებს ნაწლავის ბაქტერიულ ფლორას. განსაკუთრებიტ გამოვყოფდი Lactobacillus Rhamnosus-ს, რომელიც გამოიმუშავებს ანტიროტავირუსულ ანტისხეულებს და აქვს ანტიდიარეული ეფექტი, ხელს უწყობს A-იმუნოგლობულინის გამოყოფას და შედეგად აძლიერებს ნაწლავის კედლის ადგილობრივ იმუნიტეტს, ზრდის ნაწლავის კედლის ბარიერულ ფუნქციას, ასევე Lactobacillus Acidophilus – გალაქტოზიდაზას გამომუშავების ხარჯზე ამცირებს კოლიკას, დიარეას და ნაწლავის კედლის სპაზმს ლაქტოზას აუტანლობის დროს (მდგომარეობა, როცა ფერმენტი ლაქტაზა ვერ ახდენს ნაწლავებში რძის შაქრის ლაქტოზად დაშლას).

 

როგორც უკვე ავღნიშნე, „პროლაიფის“ შემადგენლობაშია პრებიოტიკებიც – გლუკოოლიგოსაქარიდები, რომლებიც წარმოადგენენ საკვებ ნიადაგს სასარგებლო ბაქტერიების ზრდის სტიმულაციისთვის. B ჯგუფის ვიტამინების უნივერსალური კომპლექსი კი დიდ როლას ასრულებს უჯრედთა მეტაბოლიზმის პროცესში, აღადგენს დიარეით გამოწვეულ დეფიციტს ორგანიზმში, აქვს ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი. 

 

– პრობიოტიკების გამოყენების როგორი პრაქტიკა გაქვთ ყაბზობის მკურნალობისთვის?

– უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად მომმართავენ ყაბზობის პრობლემით, რომლის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის დისბიოზი, ანუ დისბაქტერიოზი. ამ დროს ყველაზე ოპტიმალურ გამოსავალს პაციენტისთვის წარმოადგენს პრობიოტიკის და პრებიოტიკის კომბინაციის მიღება, რომლებიც აღადგენენ ნაწლავებში ნორმალური მიკროფლორის ბალანსს და ხელს უწყობენ პერისტალტიკის გაძლიერებას. „პროლაიფი“ ცოცხალი რძემჟავა ბაქტერიების უპრეცენდენტოდ მაღალი კონცენტრაციის წყალობით 80%-ში არბილებს განავალს, მკურნალობის დაწყების პირველივე დღეებში პაციენტების დაახლოებით 90% აღნიშნავს მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას, მცირდება მუცლის შებერვა და დისკომფორტი. მკურნალობის კურსი შეადგენს 1 თვეს, კურსის სრულად ჩატარება აუცილებელია, რათა არ მოხდეს ყაბზობის უფრო შემაწუხებელი ფორმით განმეორება. „პროლაიფი“ მიიღება დღეში ერთი ფლაკონი, დილის საუზმის დროს ან საუზმის დასრულებისთანავე.

 

– ზაფხულის სეზონზე დისბაქტერიოზის შემთხვევები იმატებს. რა რეკომენდაციას მისცმეთ მომხმარებელს?

– ვურჩევდი მოგზაურებს ზაფხულში ტან იქონიონ პრობიოტიკი „პროლაიფი“, რადგან მოგზაურობას თან ახლავს მიკრობების, ვირუსებისა და პარაზიტების ორგანიზმში მოხვედრის რისკი. გარდა ამისა, დიარეა შეიძლება გამოიწვიოს მიუჩვეველმა წყალმა, საკვებმა, ჰაერმა და სხვა. ამ ტიპის დიარეას მოგზაურთა დიარეად მოიხსენიებენ. მოგზაურობისას ასევე ხშირია ყაბზობა, რასაც გარემო პირობების შეცვლა იწვევს. „პროლაიფის“ დროული გამოყენება, თუნდაც მინიმალური 1-კვირიანი კურსი, აგაცილებთ ჯანმრთელობის პრობლემებს.

 

– რა შეგიძლიათ გვითხრათ „პროლაიფის“ გამოყენების შედეგებზე?
– „პროლაიფი“ სწრაფად და ეფექტურად უზრუნველყოფს ნაწლავის ბაქტერიული ფლორის ბუნებრივი ბალანსის აღდგენას, რაც მთავარია შედეგი არის პირველივე ფლაკონიდან. მკურნალობის ხანგრძლივობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე. როგორც ფაღარათით მიმდინარე დისბაქტერიოზის, ისე ყაბზობის დროს, მე ვურჩევდი პაციენტებს, არ შეწყვიტონ „პროლაიფის“ მირება პირველი ეფექტის შემდეგ, რადგან დაავადების შემდგომი, გამ~ნმეორებიტი ეპიზოდი უფრო ძნელად ექვემდებარება მკურნალობას.

წყარო: http://smartpharm.ge