რა არის ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა?
თარიღი: 19 ივნისი, 2025
ელექტროენცეფალოგრაფია ტვინის ფუნქციური მდგომარეობის კვლევის მეთოდია და საშუალებას იძლევა, გამოავლინოს პათოლოგიურად მომატებული ან დაქვეითებული ფუნქციური მდგომარეობა.
რა შემთხვევაში გამოიყენება ელექტროენცეფალოგრაფია?
ბავშვთა ასაკში რიგი გაურკვეველი ეპიზოდური მდგომარეობების, ქცევებისა თუ მოძრაობების ეპილეფსიური გულყრისგან დიფერენცირებაა საჭირო. ამის დასადგენად და ეპილეფსიური მდგომარეობის შეფასებისთვის ბავშვებში ძილის ვიდეო - ეეგ მონიტორინგი განსაკუთრებით ინფორმატიულია.
დადგენილი ეპილეფსიური გულყრები ან ეჭვი ეპილეფსიაზე
ძილის დარღვევები
გონების კარგვის ეპიზოდები
მეხსიერების დაქვეითება
თავის ხშირი ტკივილი, თავბრუსხვევა
გულყრის შეტევები
შეკრთომები, წამიერი გათიშვები
პანიკური შეტევები
გამოვლენილი ენდოკრინული დაავადებები
თავის ტვინის მოცულობითი წარმონაქმნები და ა.შ
იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ვიდეო-ეეგ კვლევა ტარდება როგორც დღის, ასევე ღამის საათებში.
ძილისა და ღვიძილის ეეგ კვლევა (1-2 სთ)
ღამის ხანგრძლივი ვიდეო-ეეგ მონიტორინგი
კვლევაზე ჩასაწერად აუცილებელია ნევროლოგის კონსულტაცია.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 05 15 15 ან დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ
ლუბლიანას N13