Plasmon
რა ნუტრიენტები განაპირობებენ კანის სიჯანსაღეს?

თარიღი: 25 ივნისი, 2024

ჯანსაღი კანის შენარჩუნება სცილდება კანის მოვლის რუტინას. ის ღრმად არის დაკავშირებული იმასთან, თუ რა საკვებ ნივთიერებებს ვიღებთ ყოველდღიურად. აქ მოცემულია ის ძირითადი ნუტრიენტები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენს კანს  სიჯანსაღე და ბზინვარება მიანიჭონ:

 

ვიტამინი C

ვიტამინი C ხელს უწყობს კანის სიმკვრივესა და სიმტკიცის შენარჩუნებას. ის ასევე იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისა და გარემოს დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისგან. ციტრუსი, მარწყვი, ბულგარული წიწაკა და ბროკოლი C ვიტამინის ბუნებრივი წყაროა.

 

ვიტამინი E

ვიტამინი E ორგანიზმს ეხმარება ოქსიდაციურ სტრესთან ბრძოლაში და ხელს უწყობს კანის გაჯანსაღებას და ტენიანობის შენარჩუნებას.  თხილი, ისპანახი და ავოკადო E ვიტამინის ბუნებრივი წყაროა.

 

ვიტამინი A

ვიტამინი A უნარჩუნებს კანს სიგლუვესა და ახალგაზრდობას. იგი ამცირებს  წვრილი ხაზების და ნაოჭების გაჩენას. სტაფილო, ტკბილი კარტოფილი და ფოთლოვანი მწვანილი A ვიტამინის ბუნებრივი წყაროა.

 

ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები

ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები უნარჩუნებს კანს ტენიანობას, ამცირებს ანთებას და ხელს უშლის აკნეს და ფსორიაზის განვითარებას. თევზი, სელის თესლი, ჩიას თესლი და ნიგოზი ომეგა 3 - ის ბუნებრივი წყაროა

 

თუთია

თუთია ხელს უწყობს შეხორცებით პროცესებს და ებრძვის ანთებას და აკნეს. ხორცი, მოლუსკები და პარკოსნები თუთიის ბუნებრივი წაყროა

 

ბიოტინი

ბიოტინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის. კვერცხი, თხილი და მთელი მარცვლეული ბიოტინის ბუნებრივი წყაროა.

 

სელენი

სელენი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის სწორი ფუნქციონირებისთვის, რაც ირიბად მოქმედებს კანის ჯანმრთელობაზე. თხილი, ზღვის პროდუქტები და კვერცხი სელენის ბუნებრივი წყაროა.

 

ამ საკვები ნივთიერებების თქვენს ყოველდღიურ საკვებ რაციონში ჩართვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი კანის ჯანმრთელობა და გარეგნობა.  ამასთანავე, გირჩევთ ყოველდღიურ რუტინაში ჩართოთ  ფორკაპილის თქვენთვის სასურველი ფორმა (ფორკაპილი, ფორკაპილი კერატინ +, საღეჭი ფორკაპილი) ფორკაპილი შეიცავს იმ ნუსტრიენტების კომპლექტს, რომელიც კანის ჯანმრთელობის ექსპერტია 30 წელზე მეტი დროის განმავლობაში

 

არკოფარმას პროდუქცია მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT, PSP და Aversi – ის სააფთიაქო ქსელში

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის 34

საიტზე https://arkopharma.ge/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 510 00 13 31