Plasmon
რა თვისებებით გამოირჩევიან შვილები რიგითობის მიხედვით – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

თარიღი: 28 დეკემბერი, 2017

ა. ადლერის და რ.დრეიკურსის ნაშრომებში ნაჩვენებია, რომ ადამინის ქცევის მოდელს დიდწილად განპირობებს ოჯახებში შვილის დაბადების რიგითობა. აქედან გამომდინარე ადამინები დაბადებულნი ერთი და იგივე პოზიციაზე (რიგითობის მიხედვით) ხასიათდებიან მსგავსი თავისებურებებით. გვესაუბრება ფსიქოლოგი მერი გელაშვილი.

 

რა თვისებებით გამოირჩევა უფროსი შვილი?

უფროსი შვილი – როგორც წესი გახლავთ  პასუხისმებლობით აღსავსე და კეთილსინდისიერი. მუდმივად მიილტვის მიღწევებისკენ. ნაწილობრივ ის მშობლების ფუნქციებს ითავსებს. ზრუნავს უმცროს და-ძმაზე, განსაკუთრებით მშობლების ავადმყოფობის, ან გარდაცვლებისას.

 

ოჯახში მეორე შვილის დაბადებას ისინი მიყავს უნიკალურობის კრიზისამდე (მანამდე ის ერთადერთ შვილად, „მეფედ/დედოფლად“ ითვლება). მეორე ბავშვის დაბადება მისთვის პირობითად ტახტიდან ჩამოგდებას ნიშნავს. ამით ის კარგავს თავის უნიკალურ  პოზიციას, ხშირად ეჭვიანობს და ცდილობს მოიპოვოს მშობლების სიყვარული.

 

უფროსი შვილები, განსაკუთრებით ბიჭები როგორც წესი მამის, ან ბაბუას პროფესიას ირჩევენ. მათ მიმართ ყველას განსაკუთრებული მოლოდინები უყალიბდებათ, რომ ისინი უნდა იყვნენ წარმატებულები, მიაღწიონ კარიერულ მწვერვალებს. აქედან გამომდინარე, მათ მუდმივად აქვთ შიში განცდა, რომ ვერ შეძლებენ მოლოდინების გამართლებას. ხშირად დაკისრებული პასუხისმგებლობების გამო უჩნდებათ დანაშაულის გრძნობა. ეპარებათ ეჭვი, რომ ვერ ართმევენ სათანადოდ თავს. გამოირჩევიან ლიდერობის თვისებებით და დელეგირების კარგი უნარით. ჯგუფში თანამშრომლურები და კეთილსინდისიერები არიან. მათ უჭირთ მოდუნება და ცხოვრებით სიამოვნების მიღება. უფროსი შვილები სიყვარულს ზრუნვით გამოხატავენ. მთავარი სტრატეგიაა: „ჩვენ ვიმსახურებთ სიყვარულს“. ორიენტირებულნი არიან შექებაზე, მადლიერებაზე და აღიარებაზე.

 

უმცროსი შვილი…

უმცროსი შვილი – მუდმივად მზადაა მიიღოს მზრუნველობა სხვაბის მხრიდან. ხშირად აქვთ დისციპლინასთან დაკავშირებული სირთულეები. უჭირთ გადაწყვეტილებეის მიღება. მათ არ უყენებენ განსაკუთრებულ მოლოდინებს  სოცილურ მიღწევებთან დაკავშირებით. არც ოჯახური საქმიანუბის გაგრძელებას სთხოვენ. არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ ის დარჩბა გათამამებულ ბავშვად.

 

ისინი კარგი არტისტები არიან, შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოვებულნი. ზეკომპენსირების მიზნით, მათ შეიძლება ჩამოუყალიბდეთ ამბიცია მოევლინონ მხსნელად მთელს ოჯახს. საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე მათ იციან, რომ ახლო ურთიერთობებში რთულია მიზნის მიღწევა ძალისმიერი მეთოდებით, ამიტომ მათ კარგად აქვთ განვითარებული ურთიერთქმედების მანიპულაციური სტრატეგია. უმცროსი შვილი, რომელიც გაზდილია თბილ ატმოსფეროში, გამოირჩევა კომუნიკაბელურობით, ადვილად პოულობს მეგობრებს. სიტუაციაში სადაც იმყოფება უფროსი და უმცროსი შვილი ერთად, უფროსი ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად, შრომობს, გამარჯვებული კი ყოველთვის უმცროსი გამოდის. უფროს სურს, რომ საქმე გადაანაწილოს, მაგრამ იცის, რომ მასზე კარგად ვერავინ გააკეთებს. უმცროს კი თავისუფლად შეუძლია დათმოს თავისი გასაკეთებელი საქმე. ჯგუფური მუშაობისას უფროსებისგან განსხვავებით, უმცროსი შვილები არ გამოირჩევიან თანამშრომლურობით. არ არიან ინიციატივიანები. ყველა ერთმანეთს ელოდება. ყველა სხვა პოზიციასთან შედარებით მეტად კონკურენტუნარიანები არიან. უმცროსი შვილების სიყვარულის გამოხატულება იმაში მდომარეობს, რომ ის საშუალებას აძლევს პარტნიორს იზრუნონ მასზე.

 

შუათანა შვილი…

შუათანა შვილი – მისთვის დამახასიათებელია, როგორც უფროსი, აგრეთვე უმცროსი შვილის თვისებები. ხშრად შუათანა შვილს(თუ ის არ გახლავთ ან ერთადერთი გოგონა, ან ერთადერთი ბიჭი ოჯახში)უწევს მშობლების ყურადღების მიქცევისთვის და ოჯახურ სისტემაში თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა. თავად ა.ადლერი, რომელიც გახლავთ არასრულფასოვნების კომპლექსის თეორიის ავტორი, იყო შუათანა შვილი. იგი თავის ნაშრომებში  წერდა, რომ შუათანა შვილი იმყოფება ორმაგი ზეწოლის ქვეშ, მას თან სდევს მუდმივი სურვილი, რომ დაჯაბნოს უფროსი შვილი და აგრეთვე განიცდის შიშს, რომ მას შესაძლოა აჯობოს უმცროსმა.

 

შუათანა შვილები კარგი კომუნიკატორები და შუამავლები არიან, რადგან მათ მუდმივად უწევთ ურთიერთქმედება, როგორც დიდ აგრეთვე პატარა დედმამიშვილთან. შუათანა შვილებს მძაფრად აქვთ განვითარებული სამართლიაანობის განცდა. ხშირად მშვიდობის მტრედების როლში გვევლინებიან.

 

შუათანა შვილთან ხშრად იჩენს თავს იდენტობის სირთულეები, ამის გადასაფარად ისინი ცდილობენ დაეუფლონ რაღაც განსხვავებულ, არაორდინალურ პროფესიას, რაც მათ გამოარჩევს სხვებისგან. მაგალითად, სწავლობენ იაპონურ ენას.

 

დედისერთა…

დედისერთა – შვილი არის ერთდროულად უფროსიც და უმცროსიც ოჯახში. დედისერთებს გააჩნიათ უფროსი შვილის ბევრი თავისებურება და ამასთანავე ინარჩუნებენ უმცროსი შვილის თვისებებს ზრდასრულობაშიც კი. ერთადერთი შვილები დიდწილად სხვა შვილებთან შედარებით ემსგავსებიან მისივე სქესის მშობელს. მასზე დიდ იმედებს ამყარებენ მშობლები და როგორც წესი ისინი წარმატებულები ხდებიან. ხშირად ზედმეტად მიჯაჭულები არიან მშობლებზე და რთულად ეგუებიან სეპარაციას.  ისინი თითქოს ნაადრევად დაბერებული ბავშვები არიან. კომფორტულად გრძნობენ თავს მარტოობაში. ეგოცენტრულობა მათი გამორჩეული თავისებურებაა. მათთვის უცხოა კონკურენტობა (საკუთარი გადმოსახედიდან, რადგან ისინი უნიკალურები და უალტერნატივოები არიან). უჭირთ ჯგუფში მუშაობა, ვერ წარმოუდგენით, რომ შესაძლებელია საქმის განაწილება და დახმარების თხოვნა.

 

დედისერთებისთვის უმნიშვნელოვანესია საკუთარი თავის ძიების პროცესი. სხვა პოზიციებთან შედარებით, ისინი ყველაზე მგრძნობიარეები არიან პირადი სივრცის მიმართ.

 

ტყუპები…

ტყუპები – მათთვის უფროს/უმცროსის პარამეტრები განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რა რიგითობით დაიბადნენ ოჯახში. მაგ, ტყუპები, რომლებსაც ჰყავთ უფროსი და/ძმა, ისინი ფუნქციონირებენ როგორც  უმცროსები. როცა მშობელმა იცის, რომ ერთერთი მათგანი გაჩნდა პირველი და მათ არ ჰყავთ უფროსი  და/ძმა ისინი იფუნქციონირებენ როგორც უფროსი და უმცროსი შვილი. როგორც წესი ტყუპები თავიანთ დაძმებთან შედარებით, ან სხვა პოზიციის ბავშვებთან შედარებით ტესტირებისას ავლენენ ყველაზე  დაბალ ინტელექტის მაჩვენებლებს. რაც განპირობებულია თანატოლების, ან სხვა უფროსი ბავშვების მიმართ ნაკლები ინტერესით. მოზრდილ ასაკში მათ აქვთ ერთმანეთისგან სეპარაციის და იდენტობის სირთულეები . განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი ერთი სქესანი არიან.

 

ა. ადლერის მოსაზრებით, თუ შვილებს შორის სხვაობა 6-7 წელია (ეს მოსაზღვრე მდგომარეობაა) თითოეული მათგანი შესაძლებელია განხილულ იქნას როგორც დედისერთა შვილი. რაც უფრო მცირეა ასაკობრივი სხვაობა დედმამიშვილებს შორის მით უფრო მძაფრია კონკურენცია  მშობლების ყურადღების, სიყვარულის და აღიარების მოსაპოვებლად. ხშირად უმცროსის ბავშვის დაბადების შემდეგ, უფროსთან შეინიშნება გარკვეული რეგრესი. ის ითხოვს საწოვარას როგორც უმცროსი. სურს ქოთანზე დაჯდომა. ითხოვს ხელში აყვანას, როცა დამოუკიდებლად გადაადგილება თავისუფლად შეუძლია, გამართული მეტყველების შემთხვევაშიც კი იწყებს ენის მოჩლექვით საუბარს და ა.შ. ეს ყოველივე მშობლების ყურადღების მისაქცევად კეთდება.

წყარო: Fortuna.ge