თარიღი: 04 დეკემბერი, 2023
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ
რას წარმოადგენს კვანძოვანი მიომა და რა ასაკში ვლინდება?
კვანძოვანი მიომა საშვილოსნოს კუნთოვანი შრის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც შესაძლოა ქალის სრული რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში, 16-იდან 50 წლამდე განვითარდეს.
რა სიმპტომები ახასიათებს აღნიშნულ დაავადებას?
თუ კვანძი მზარდია და გარკვეულ ზომას მიაღწევს, მისი ზეწოლა ისეთ ორგანოებზე იჩენს თავს, რომლებიცაა: შარდის ბუშტი, მარცხენა ან მარჯვენა საპროექციო მიდამო, სწორი ნაწლავი. კლინიკური ნიშნები სწორედ ამის შემდეგ იწყებენ გამოვლინებას. კლინიკურ ნიშნებს მიეკუთვნებიან: ხშირი შარდვა, შეგრძნება რომ შარდის ბუშტი ბოლომდე არ იცლება ან დისკომფორტი ნაწლავების არეში.
კვანძოვანი მიომის რა მკურნალობის მეთოდები არსებობს დღეს?
მიომის სამკურნალოდ ძირითადად ქირურგიული მკურნალობის მეთოდი გამოიყენება. სამედიცინო პრაქტიკაში ვიყენებთ პრევენციულ მეთოდებს, რომელთაც ოპერაციის გაკეთების შემდგომ მივმართავთ, რათა კვანძების გაჩენის რისკი შევამციროთ.
ხანგრძლივი გამოცდილებითა და თანამედროვე მიდგომებით გიქმნით მომავალს!
რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი რამაზ ჩარექიშვილი, 32-წლიანი გამოცდილებით, გუნდთან ერთად მზადაა გაგიწიოთ კონსულტაცია და გიმკურნალოთ საუკეთესო შედეგის მიღებამდე.