თარიღი: 06 დეკემბერი, 2019
დაავადებები, რომელსაც ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტი იწვევს
ყველამ ვიცით, რომ D ვიტამინის როლი ბავშვის განვითარებისთვის შეუფასებელია. რა დატვირთვა აქვს D ვიტამინს, რატომ გახდა ბოლო პერიოდში მისი სკრინინგი ასე აუცილებელი, რა დაავადებების პრევენციას უწყობს ის ხელს და რომელ D ვიტამინზე შევაჩეროთ არჩევანი. ამ თემაზე გვესაუბრება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ეკა უბერი.
ეკა, დავიწყოთ საუბარი იმით, თუ რატომ გახდა ბოლო დროს D ვიტამინის დეფიცტზე საუბარი ასე აქტუალური?
D ვიტამინი არის ერთ ერთი შეუცვლელთაგანი ორგანიზმისთვის, ის კვებითი ნუტრიენტია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის და ის კალციუმის ჰომეოსტაზში მონაწილეობს.
D ვიტამინის აქტუალობამ მოიმატა მას შემდეგ, რაც მედიცინაში უფრო მეტი და ნატიფი ცოდნა დაგროვდა მეტაბოლური პროცესების შესახებ. უფრო ცხადი გახდა ამა თუ იმ მიკროელემენტის მავნებლობისა თუ სარგებლიანობის შესახებ.
D ვიტამინის ძირითადი წყარო არის მზის სხივები, მას სინათლის ვიტამინსაც უწოდებენ. D ვიტამინი აუცილებელია იმისათვის, რომ ბავშვებში არ განვითარდეს რაქიტი, მოზრდილებში კი ძვლის დარბილება, რომელიც 50 წლის შემდგომ ასაკში, განსაკუთრებით ქალბატონებში არის ხოლმე თვალშისაცემი. აქვე არსებობს უამრავი დაავადება, რომლის მექანიზმი ბოლომდე არ არის გარკვეული, მაგრამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი D ვიტამინის დეფიციტსა და სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკებს შორის საკმაოდ დიდია. ესენია გულსისხძარღვთა დაავადებები, იმუნოლოგიური დაავადებები, მაგალითად პირველი ტიპის დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი და ავთვისებიანი სიმსივნეები.
ასე ხელაღებით თქმა, რომ D ვიტამინის დეფიციტი ბავშვებში მხოლოდ რაქიტის გამომწვევია და მოზრდილ ასაკში ეს პრობლემა უკვალოდ ჩაივლის, არასწორია. მსოფლიოში შეიძლება გამოვყოთ ორი ტიპის ქვეყნები, შეზღუდული და საკმარისი რესურსების მქონე, ეს ფაქტორი ყველაფერში აისახება და მათ შორის, კვებით კომპონენტშიც. განვითარებულ ქვეყნებში კვებითი კომპონენტები გამდიდრებულია D ვიტამინით, რაც მინიმუმადე ამცირებს მისი დეფიციტის განვითარების რისკს. საქართველოში ჯერ ეს არ ხდება და ვიმედოვნებ, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება.
D ვიტამინი მცირე რაოდენობით არსებობს რძის ნაწარმში, თევზში და ხორცში, დანარჩენი პროდუქტები მოკლებულია D ვიტამინს. როგორც უკვე ავღნიშნე, ის დიდი რაოდენობით არის მზის სხივებში, მაგრამ აქვე უნდა გვახსოვდეს, ულტრაიისფერი სხივების მავნებლობის საკითხიც და მხოლოდ მზის აბაზანებით მკურნალობა არ უნდა განვიხილოთ. ყველაზე უპრიანი გამოსავალი არის D ვიტამინის მიღება კვებითი დანამატის სახით, რომელიც განსაკუთრებული რისკის მქონე ადამიანისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება და ამაში არაფერი საშიში არ არის. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია D ვიტამინის დოზირება და აღმოჩნდა, რომ ის არ არის ყველასთვის ერთნაირი. ეს დამოკიდებულია ასაკზე და კვებაზე. ბავშისთვის, რომელიც ბუნებრივად იკვებება, D ვიტამინის რაოდენობა ყოველდღიურად საერთაშორისო სტანდარტით, 400 ერთეულს შეადგენს, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია კანის პიგმენტაცია, დედის სტატუსი ორსულობის პერიოდში, გეორგაფიული მდებარეობა და მთელი რიგი საკითხებისა, რაც შესაძლოა ზრდიდეს D ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკს.
რა ფორმით და სიმპტომებით ვლინდება D ვიტამინის დეფიციტი?
განვიხილავთ როგორც დეფიციტს, ასევე უკმარისობას. მწვავე დეფიციტიც და უკმარისობაც თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ ღრმა დეფიციტი არ განვითარდება. ღრმა დეფიციტის დროს შეიძლება გამოვლინდეს რაქიტის ნიშნები, ძვლის დარბილება, ყიფლიბანდის დაგვიანებული შეხორცება, ძვლის დეფორმაცია, ჭარბი ოფლიანობა და მთელი რიგი სიმპტომებისა, რაც ექიმმა უნდა შეაფასოს და არა მშობელმა. ხშირად ბავშვები იმიტომაც ოფლიანობენ, რომ ბევრს აცმევენ და არა იმიტომ, რომ რაქიტის განვითარების რისკები აქვთ.
რა ასაკამდე არის მიზანშეწონილი D ვიტამინის მიღება და აუცილებელია თუ არა მისი მიღება ზაფხულში?
ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, ბავშვი დღენაკლულია თუ არა, რამდენად სრულფასოვნად იკვებება, რამდენად იღებს ხორცს და თევზეულს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კვებითი კომპონენტებიდან მიღებული D ვიტამინი არ არის საკმარისი და საჭიროა დამატება. მაგალითად მუქი კანის პიგმენტაციის დროს, უფრო მაღალია D ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკი, რადგან ულტრაიისფერი სხივებით D ვიტამინის გამომუშება არასაკმარისად ხდება. მნიშვნელოვანია სეზონურობაც, გაზაფხულზე მინიმუმ 15 წუთიანი მზის აბაზანა მაინც არის საჭირო, რათა D ვიტამინის დღე-ღამის საკმარისი დოზა გამომუშავდეს. ეს ადრეული ასაკის ბავშვებში არ არის მიზანშეწონილი, რადგან ულტრაიისფერ სხივებს სხვა გვერდითი პრობლემების გამოწვევაც შეუძლია. ცალსახა გზა არის კვებითი დანამატი, მედიკამენტი, რომლის მიღება ხანგრძლივადაც შეიძლება გაგრძელდეს და ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენტდაციით, პრაქტიკულად ყველა მოზარდი, 18 წლამდე, ყოველდღიურად უნდა იღებდეს D ვიტამინს.
მართალია თუ არა, რომ D ვიტამინის ნაკლებობამ შესაძლოა ბავშვებში ხშირი ავადობა გამოიწვიოს?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზედა სასუნთქი გზების ინფექციების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უკვე თამამად სახელდება D ვიტამინის დეფიციტი. ასევე, უნდა ითქვას, რომ D ვიტამინის ნაკლებობა პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ამიტომაც არის რეკომენდირებული სკრინინგი, ზოგადად პრევენციული მედიცინა ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე შემდგომი მკურნალობა. პრვენცია ასევე მისასალმებელია იმ კუთხით, რომ შემდგომში მთელი რიგი ცვლითი მოშლა არ განვითარდეს ორგანიზმში, განსაკუთრებით კი კალციუმის ცვლის მოშლით განპირობებული პრობლემები.
ყურადრება მინდა გავამახვილო ქალბატონებზე, რომლებიც მიდრეკილნი არიარ ძვლის დარბილებისკენ, მენოპაუზის შემდეგ ორგანიზმში მთელი რიგი ჰორმონალური ცვლები მიმდინარეობს, რაც ძვლების დარბილებას უწყობს ხეს და D ვიტამინის ნაკლებობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ პროცესში.
რატომ ინიშნება D ვიტამინის ანალიზი კალცთან კომბინაციაში?
D ვიტამინი კალციუმის ცვლის პროცესს არეგულირებს, ამიტომაც ღრმა დეფიციტის შემთხვევაში კალციუმის ცვლის დარღვევაც აღინიშნება.
კიდევ რა ტიპის დაავადების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს D ვიტამინის ნაკლებობა?
ადრეულ ასაკში ეს არის რაქიტი, შემდგომში კი ნებისმიერ ასაკში შეიძლერბა განვითარდეს ძვლის დარბილება, რომელიც მთელ რიგ პათოლოგიურ პროცესებს უწყობს ხელს. ასევე უამრავი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები არსებობს სხვა დაავადებების განვითარების რისკებში, ონკოლოგიური, გულსისხლძარღვთა, პირველი ტიპის დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი და ა.შ. ჩამონათვალი სამწუხაროდ ძალიან დიდია. D ვიტამინის ინდივიდუალურ დოზირებასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, იღებს თუ არა ბავშვი რაიმე სხვა პრეპარატებს, გლუკოკორტიკოიდებს, ანტიკოლვურსიურ, ანუ კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ჰორმონალური თერაპიის ჯგუფის მედიკამენტს, რადგან ამ შემთხვევაში D ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკები კიდევ უფრო იზრდება. შესაბამისად კიდევ უფრო აქტიურად არის მოწოდებული სკრინინგი, რადგან სწორად შეირჩეს D ვიტამინის ინდივიდუალური დოზა.
როგორ შევარჩიოთ სწორად D ვიტამინი, მაშინ, როცა ბაზარზე დიდი არჩევანია, რას მივაქციოთ ყურადღება?
ჩვილობის ასაკში მისი მიღება უმჯობესია წვეთების სახით, მე პირადად ”დიფეროლს” გავუწევ რეკომენდაციას, რადგან ეს არის 1000 ერთეული დოზა და აუცილებელია მოზრდილი ორგანიზმის დღე-ღამის ნორმის რეგულირებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია D ვიტამინის მიღება ცივ, უმზეო თვეებში, როდესაც ულტრაიისფერი ტალღების ინდექსი ძალიან დაბალია. რამდენად მზიანიც არ უნდა იყოს ამინდი, ორგანიზმში D ვიტამინის მიღება და შეთვისება პრაქტიკულად არ ხდება. ამიტომ 1000 ერთეული D ვიტამინი 24 საათში არის აბსოლიტურად სრულყოფილი პროფილაქტიკა.
პირად მაგალითზე დაყრდნობით გეტყვით, რომ აღმომაჩნდა D ვიტამინის დეფიციტი, ვიმკურნალე ”დიფეროლის” სამკურნალო დოზით და ახლა ვაგრძელებ პროფილაქტიკურ დოზას. ტაბლეტიზირებული ფორმა მოზრდილი ადამიანისთვის ძალიან მისაღებია, გემოთიც სასიამოვნოა. ინგლისური ხარისხია და ზუსტად იგივე შეფუთვით მაქვს ინგლისში სააფთიაქო დახლებზე ნანახი, რაც კიდევ უფრო მარწმუნებს მის ხარისხში.
D ვიტამინი ორსულებისთვის, რამდენად აუციელებელია მისი განსაზღვრა და შემდგომ მიღება?
ორსულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ტიპის მიკრონუტრიენტის ნორმალური დონის კონცენტრაციის შენარჩუნება. ორსულობის პერიოდში აუცლებელია ჯანსაღი კვება შენარჩუნდეს და თაობებმა იციან, რომ რძის ნაწარმი, ხორცი, თევზი, კვერცხი და ზოგადად ჯანსაღი კვება ერთ ერთი ქვაკუთხედია შემდგომში ჯანმრთელი ნაყოფის განვითარებისთის. D ვიტამინის დეფიციტის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნაყოფის, არამედ დედის ჯანმრთელობისთვის, რადგან პრაქტიკულად ახალი სხეულის ჩამოყალიბება, შექმნა ხდება ამ მიკროელემენტების საფუძველზე, ძვლის არქიტექტონიკა კი ყალიბდება კალციუმის და D ვიტამინის საფუძველზე. უმნიშვნელოვანესია, D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია როგორც დედებში, ასევე ახალშობილში.