Plasmon
რჩევები ხშირად მოავადე ბავშვების დედებისთვის

თარიღი: 11 დეკემბერი, 2019

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი, პედიატრი - ინგა მამუჩიშვილი

 

რჩევები ხშირად მოავადე ბავშვების დედებისთვის: 

 

პედიატრთან მომართვის ყველაზე ხშირი მიზეზი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებია - ეს არის სხვადასხვა ეტიოლოგიით გამოწვეული მწვავედ მიმდინარე ინფექციების ჯგუფი, რომლებსაც თან ახლავს ზოგადი ინფექციური სიმპტომატიკა სასუნთქი გზების და არც თუ იშვიათად, სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების თანმხლები დაზიანებით.

ვირუსი მრავალნაირია და სხვადასხვა სეზონზე მათი აქტივაცია სხვადასხვაა. ბუნებაში არსებობს გრიპის, პარაგრიპის ვირუსები, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რინოვირუსები, კოქსაკის ვირუსები, რეოვირუსები, როტავირუსები, ადენოვირუსები, ჰერპეს ვირუსები HSV1,2, ადამიანის ციტომეგალოვირუსი, ებშტეინ-ბარის ვირუსი და მრავალი სხვა. ვირუსული ინფექცია მწვავედ იწყება, მას ახლავს ჰიპერთერმია (მაღალი ცხელება), თავის და სახსრების ტკივილი, ღებინება, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, ხშირად ფარინგიტი, ტონზილიტი, კონიუნქტივიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გავარჩიოთ ბავშვი გაცივდა თუ ვირუსული ინფექციით არის, თუმცა ორგანიზმის გადაციებას, ახლავს ვირუსის გააქტივება და შედარებით მარტივად მიმდინარეობს, მაგ რინოვირუსს ხალხში ხშირად გაციებას ეძახიან. ცხვირიდან ჩამონადენი, დაბალი ტემპერატურა, ზომიერად გამოხატული ყელის ტკივილი. სიმპტომები მსგავსია, მაგრამ ვირუსული ინფექციების დროს დაავადების დასაწყისი მწვავეა და სიმპტომებიც უფრო ძლიერადაა გამოხატული.

რათქმაუნდა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დაცვა ვირუსისა და გაციებისგან (რასაც შემდგომში ვირუსის გააქტივება მოყვება). ეს განსაკუთრებით ეხებათ ხშირად მოავადე ბავშვებს. ეს არის პაციენტების ჯგუფი, რომელიც მწვავე რესპირატორული ინფექციებით ავადდება საშუალოდ 6-7 ჯერ წელიწადში, ერთ წლამდე ასაკის ბავშვები იშვიათად ავადობენ, განსაკუთრებით ბუნებრივ კვებაზე მყოფნი,რადგან მათ დედის რძის მეშვეობით აქვთ დამცველობითი მექანიზმი, თან ამ დროს მუშაობს მუცლადყოფნის პერიოდიდან გადაცემული იმუნრი მეხსიერება.

ხშირი ვირუსული ინფექციების პრევენციისთვის გადამწყვეტი არის ბავშვის სწორად მოვლა - ჰიგიენის ნორმების მუდმივი დაცვა, სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, სრულფასოვანი, ბალანსირებული კვება ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვებით, რუტინული დალაგება - ყოველდღიურად სველი წესით წმენდა ზედაპირებსა, რომელსაც ბავშვი ხელით ეხება. დაავადებულებთან ხშირი კონტაქტის აცილება, ბავშვის გაკაჟება, იზოლაცია სხვა ბავშვებისგან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან, იმუნიტეტის მოწესრიგება  უსაფრთხო და აპრობირებული  მედიკამენტებით, მაგალითად ისეთი პრეპარატების გამოყენება როგორიცაა ლარიფანი.

ეს არის ბუნებრივი იმუნომოდულატორი პირდაპირი ანტივირუსული მოქმედებით. ძალიან ეფექტურია როგორც გაციების დროს, ასევე ვირუსული ინფექციებით - განსაკუთრებით გრიპის, ჩუტყვავილას და ჰერპეს ვირუსით გამოწვეული პრობლემების დროს.

როგორც უკვე ავღნიშნე, მთავარია დაავადების პრევენცია -  ლარიფანი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვი არ გაცივდეს, ავარიდოთ ვირუსული ინფექცია, მოვუწესრიგოთ იმუნიტეტი - ამისთვის საჭიროა რაც შეიძლება ხშირად დედამ წაუსვას ბავშვს ლარიფანის მალამო  - დილით - გაღვიძებისთანავე, სახლიდან გასვლისას- სკოლაში ან ბაღში წასვლამდე, ტრანსპორტში ჩაჯდომამდე, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის დროს, სახლში დაბრუნებისას - ხელების დაბანის შემდეგ, ღამით - ძილის წინ.

რაც მთავარია, ლარიფანი უნგოს გამოყენება უნდა მოხდეს მუდმივად, ყოველ დღე. არ უნდა გამოვტოვოთ დღეები, რომ ბავშვი იყოს დაცული.

რაც შეეხება მკურნალობას - დაავადების დაწყებიდან პირველ დღეებში ლარიფანის სპრეის გამოყენება კომბინირებულ თერაპიაში იძლევა საშუალებას, რომ ბავშვი სწრაფად გამოჯანმრთელდეს, უფრო სწრაფად და ადვილად დაამარცხოს ვირუსული ინფექცია და თავიდან ავირიდოთ გართულებები.

ლარიფანი არ გიღალატებთ, თუ თქვენ მას არ დაივიწყებთ!!! ენდეთ თქვენს ექიმს!!!