თარიღი: 21 აგვისტო, 2023
რა ასაკია ყველაზე საყურადღებო და როდის უნდა ვიფიქროთ არტერიულ ჰიპერტენზიაზე, არსებობს თუ არა გამოხატული სიმპტომები, რომლებიც აღნიშნულ დიაგნოზზე მიგვანიშნებს, რა წარმოადგენს არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის განვითარების მთავარ რისკფაქტორს, როდის ინიშნება მარეგულირებელი პრეპარატები და რა არის პირველადი დახმარება მაღალი წნევის დროს – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, „ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის“ კარდიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ზურაბ ფაღავა პასუხობს.
რა ასაკია ყველაზე საყურადღებო, როდის უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ შეიძლება ჩვენს დღის წესრიგში არტერიული ჰიპერტენზია დადგეს და არსებობს თუ არა სიმპტომატიკა, რომელიც აღნიშნულ დიაგნოზზე მიგვანიშნებს?
მაღალი არტერიული წნევა მართლაც ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა. ჩვენი, ჰიპერტენზიის საზოგადოების და NCDC-ს ცნობით, მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 47%-ს აღენიშნება მომატებული არტერიული წნევა გასინჯვის დროს. რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ავადმყოფობა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ამ ეპიდემიოლოგიური კვლევის დროს, 45%-ს მაღალი არტერიული წნევა აქვს, საყურადღებოა.
მაღალი არტერიული წნევა შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაფიქსირდეს, მაგრამ აქ ერთი აუცილებელი გარემოება უნდა განვასხვაოთ. არსებობს ორი ტიპის არტერიული ჰიპერტენზია, ერთი – ესენციური ჰიპერტენზია და მეორე – სიმპტომური ჰიპერტენზია.
ესენციური ჰიპერტენზია ეს არის ჰიპერტენზია, რომლის მიზეზიც არ არის ერთი რომელიმე გარემოება, ის მრავალ ფაქტორიანია, მას ახასიათებს მყარად მომატებული არტერიული წნევა და აუცილებლად საჭიროებს მედიკამენტურ ჩარევას.
სიმპტომურ ჰიპერტენზიას ერთი მიზეზი აქვს, ანუ არის რაღაც დაავადება, მაგალითად, შევიწროებული თირკმლის არტერიები ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, გულის რომელიმე დაავადება. ამ ერთ მიზეზს თან ახლავს აუცილებელი სიმპტომი, მაღალი არტერიული წნევა. ამის ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ესენციური ჰიპერტენზია უფრო ხანდაზმულ ასაკში გვხვდება, ახალგაზრდა ასაკში და ნებისმიერ ასაკში კი შეიძლება სიმპტომური ჰიპერტენზია იყოს. ამ ორის დიფერენცირება და დიაგნოსტიკა ექიმებმა იციან და ახალგაზრდა ასაკში უფრო აღნიშნულ მიზეზს ვეძებთ. ხანდაზმულ ასაკში განწყობილები ვართ, რომ ესენციურ ჰიპერტენზიაზე ვიფიქროთ.
რაც შეეხება სიმპტომებს, არცერთი სიმპტომი არ არის ძალიან ტიპური ჰიპერტენზიისთვის. არიან პაციენტები, რომლებიც საერთოდ არაფერს უჩივიან და არიან პაციენტები, რომელთაც აქვთ თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, დისკომფორტი მკერდის არეში, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ერთი სიმპტომი მეტისმეტად დამახასიათებელია ჰიპერტენზიისთვის.
რა წარმოადგენს არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის განვითარების მთავარ რისკფაქტორს?
რაც შეეხება მეორად, ანუ სიმპტომურ ჰიპერტენზიას, როგორც გითხარით, ის უფრო ხშირად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება და არა იშვიათად არის მემკვიდრული მდგომარეობა, მათ შორის, გენეტიკური მდგომარეობები, რომლებიც არტერიულ წნევას განაპირობებენ.
რაც შეეხება ესენციურ ჰიპერტენზიას, მას აქვს რისკფაქტორები, რომელთა ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ეს არის ჭარბი წონა, რაც იწვევს აქტივიზაციას ნერვიული სისტემის იმ ნაწილის, რომელიც წნევის მომატებაზეა პასუხისმგებელი. ასევე ეს არის უმოძრაო ცხოვრების წესი, ნატრიუმის ჭარბად მოხმარება. ნატრიუმია, მაგალითად, სუფრის მარილი. შემჩნეულია, რომ საქართველოს მოსახლეობა ნატრიუმს ჭარბად მოიხმარს. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 8 გრამ სუფრის მარილს მოიხმარს დღეში მაშინ, როცა არა უმეტეს 5 გრამისა უნდა მოიხმაროს. რისკფაქტორებია ასევე ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, მოწევა და ა.შ. შესაბამისად, უნდა დავიკლოთ წონაში, უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები, უნდა შევამციროთ ნატრიუმის მოხმარება და ა.შ.
რისკფაქტორი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს აუცილებლად განუვითარდება ჰიპერტენზია, ეს არის განწყობა, ანუ ადამიანებს, რომელთაც ჭარბი წონა აქვთ, ჭარბად მოიხმარენ ნატრიუმს, თამბაქოს ეწევიან და ა.შ. უფრო მეტი შანსი აქვთ განუვითარდეთ ჰიპერტენზია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ასე მოხდება.
ყველა თავისებურად ხსნის, თუ რას წარმოადგენს ე.წ. წნევის ნორმა. არის ასეთი გავრცელებული ტერმინები – „მე დაბალ წნევიანი ვარ“, „მე შეჩვეული ვარ ამ ციფრებს“… როგორია გაიდლაინი?
ეს ცოტა რთული საკითხია, მაგრამ ასეთნაირად გიპასუხებთ, ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს, რომ როდესაც წნევა არის 139/89 მეტი, 140/90 კი, ეს ასოცირებულია ისეთ სისხლძარღვოვან დაავადებებთან, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი, თირკმლის დაავადებები და ა.შ. პრაქტიკულად, ლაპარაკია იმაზე, რომ 140/90 ან მეტი ციფრების დროს, პროგრესულად მატულობს რისკი იმისა, რომ შეიძლება განვითარდეს ეს დაავადებები. შესაბამისად, ითვლება, რომ 140/90 უკვე არის არტერიული ჰიპერტენზია.
არის შემდეგ, წმინდა კლინიკური მიდგომა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიწყებთ წნევის დამწევ მკურნალობას ძირითადად მაშინ, როცა 140/90 წნევა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვრთავთ პაციენტს ნებას, რომ წნევა ცოტა უფრო მეტი იყოს, რადგან არის მდგომარეობები, როცა წნევის დაქვეითება ე.წ. ნორმალურ მდგომარეობამდე სწორი არ არის. ჩვენ ვკამათობთ, ღირს თუ არა ამაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ მე მგონი, მაინც ღირს, რადგან არსებობს ასეთი ეპიდემიოლოგიური მიდგომა, რომელიც არის უკიდურესად მკაცრი და ამბობს, რომ წნევა უნდა იყოს 140/90 ქვემოთ, მაგრამ კლინიკურ პრაქტიკაში ზოგჯერ ეს ყველაფერი ასე არ ხდება. მაგალითისთვის, ხანდაზმულ პირებთან, რომელთაც აღენიშნებათ ე.წ. სისტოლური ჰიპერტენზია, ანუ როცა ერთი წნევა არის ძალიან მაღალი, მაგრამ მეორე წნევა არის ძალიან დაბალი, წნევა შესაძლებელია იყოს არა 140/90, არამედ შესაძლებელია იყოს 150/80, 150/70, ანუ როდესაც ქვედა წნევა არის 90-ზე ნაკლები, ზედა წნევა შეიძლება იყოს უფრო მეტი, ვიდრე 140, ამიტომ ეს ყველაფერი ექიმთან ერთად უნდა გადაწყდეს, მაგრამ როგორც გითხარით, პოპულაციური და ზოგადი მიდგომა არის ის, რომ 140/90 უკვე არტერიული ჰიპერტენზიაა.

რას გვეტყვით წნევაზე, რომელიც 139-140-ს ქვემოთ არის, მაგრამ შემაწუხებელია? მაგალითად, 120/80 და ა.შ. , რაც ხშირად იწვევს გარკვეულ დისკომფორტს და იძლევა სიმპტომატიკას ადამიანებში, რომლებიც განსხვავებულ ციფრებს არიან მიჩვეულნი.
უკვე ვთქვით იმის შესახებ, რომ წნევას არ აქვს რაღაც ტიპური და ძალიან სპეციფიკური სიმპტომები, ამიტომ ჩივილები, რომელიც ადამიანს უჩნდება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წნევასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თავის ტკივილი სხვა უამრავი მიზეზის გამო შეიძლება იყოს, ისევე, როგორც ადვილად დაღლა და ა.შ. ამიტომ კლინიცისტი ექიმის ვალდებულებაა, აუცილებლად ნახოს კავშირი ჩივილებსა და მის გამომწვევ მიზეზებს შორის. რაღაც ჩივილები შეიძლება იყოს 120/80-ის შემთხვევაში, 110/80-ის შემთხვევაში, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ ეს დაკავშირებულია წნევასთან.
როდის ინიშნება მარეგულირებელი პრეპარატები?
არ არის სწორი ის შეხედულება, რომ მარეგულირებელი პრეპარატები როცა საჭიროა, აქვეითებენ წნევას და როცა საჭიროა, ზევით წევენ. ყველა ეს პრეპარატი აქვეითებს წნევას. ამ ტიპის პრეპარატები ენიშნებათ ადამიანებს, რომელთაც აქვთ მყარად მომატებული არტერიული წნევა და ისინი პაციენტმა რეგულარულად, სისტემატურად უნდა მიიღოს იმ დოზით, რა დოზითაც ექიმი უნიშნავს. მარეგულირებელი წამლები ბევრნაირია, აქვთ სხვადასხვა მოქმედების მექანიზმი და ეს წამლები, როგორც წესი, ე.წ. ვასკულურია, ანუ მოქმედებენ წვრილ სისხლძარღვებზე და იწვევენ მათ გაფართოებას. წარმოიდგინეთ, ზოგჯერ დაბალ დოზიანი შარდმდენები ინიშნება და ამ შარდმდენებსაც ეს ეფექტი აქვთ, ისინი გამოდევნიან ნატრიუმს და ხდება სისხლძარღვების გაფართოება. ზოგჯერ ინიშნება კომბინირებული დამაქვეითებელი მედიკამენტები, ანუ არის ერთი ტაბლეტი, რომელშიც 2 ან 3 წამალი შედის.
რა არის პირველადი დახმარება მაღალი წნევის დროს?
პირველ რიგში, ყველაზე ცუდი, რაც არის ამ დროს, ეს არის პანიკა, რადგან პანიკა წნევას ზევით წევს. თუ პაციენტი არის ცუდად, სტკივა თავი და დარწმუნებულია, რომ წნევა მომატებული დახვდება, როცა გაიზომავს და აქვს შიში და შფოთვა, ასეთ შემთხვევაში, მან წნევის დამწევი კი არ უნდა მიიღოს, მისთვის გამოცდილი დამამშვიდებელი პრეპარატი უნდა დალიოს და წნევა თავისით შემცირდება.
წნევასთან დაკავშირებულ გადაუდებელ სიტუაციას ჰიპერტენზიული კრიზები ჰქვია. ეს არის მდგომარეობა, როცა წნევა უჩვეულოდ, სწრაფად არის მომატებული, ცდება 160/110-ს, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯობია გამოძახებული იქნას სასწრაფო დახმარება.
განვმეორდები, რომ ყველაზე სახიფათო სწორედ შფოთვა და პანიკაა.
აღსანიშნავია, რომ პაციენტები ხშირად არ ელოდებიან ერთი წამლის ეფექტს, იღებენ მეორეს და ა.შ. უნდა ვიცოდეთ, რომ წამლების არასწორად მიღებისას ბევრად უფრო სახიფათო მოვლენა ხდება, რადგან წნევა თუ დავარდა და უეცრად ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდა, ამან შეიძლება იშემიური ინსულტი გამოიწვიოს, რაც უკიდურესად სახიფათოა.
წნევის მომატებას ძალიან მშვიდად უნდა მოვეკიდოთ. თუ საჭიროა და ვგრძნობთ, რომ ვშფოთავთ და პანიკური დამოკიდებულება გვაქვს, მივიღოთ რამე დამამშვიდებელი პრეპარატი ან გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რადგან უმრავლესობა პირველ რიგში რასაც აკეთებს, ეს არის წნევის მარეგულირებელი პრეპარატის მიღება.
დიახ და ეს არასწორად ხდება. აღსანიშნავია, რომ მარეგულირებლებს ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი აქვთ, ისინი მოქმედებენ დიდხანს, მაგრამ დიდი დროის გასვლის შემდეგ იწყებენ მოქმედებას. ადამიანები კი აღნიშნული პრეპარატის მიღების შემდეგ იმ პრეპარატებსაც იღებენ, რომლებიც ძალიან სწრაფად მოქმედებენ. ამასობაში კი მარეგულირებელიც იწყებს მოქმედებას და წნევა ძალიან ვარდება, რაც ძალიან სახიფათო მომენტია.
თქვენ ახსენეთ ფაქტორები, რომლებიც შეჭიდულია მაღალ წნევასთან და როდესაც პაციენტი ექიმთან მიდის, მრავალი კვლევის დანიშვნის წინაშე დგება ხოლმე, რა არის ნომერ პირველი, რაც ამ დროს უნდა გავაკეთოთ, საიდან უნდა დავიწყოთ კვლევები?
პირველ რიგში, ექიმმა უნდა დაადასტუროს, რომ პაციენტს არტერიული ჰიპერტენზია აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად პაციენტი მიდის ექიმთან და მას წნევა აქვს მომატებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ავადაა, რადგან არსებობს ე.წ. თეთრი ხალათის ჰიპერტენზიები, როცა სრულიად ჯანმრთელია ადამიანი, მაგრამ მას აქვს დაბალი ამტანობა სტრესის მიმართ და როდესაც ის ექიმთან მიდის და რაღაც დრამატულ დიაგნოზს ელის, წნევა აქვს მომატებული. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა დაადასტუროს, სინამდვილეში არის ეს ადამიანი ავად თუ არა. მას შემდეგ, რაც ექიმი დაადასტურებს, რომ პაციენტს მაღალი არტერიული წნევა აქვს, მერე იწყება კვლევა, პირველადია ეს ჰიპერტონია თუ მეორადი. ვინაიდან ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით გამოწვეული ჰიპერტენზიები იშვიათი არ არის, ამას იკვლევენ. არსებობს შესაბამისი რეკომენდაციები და კვლევები, თუ ადამიანი მსუქანია და ა.შ. შესაბამისად, კვლევების ჩატარება სრულიად ბუნებრივია და ამას თავისი მიზანი აქვს.
მინდა გკითხოთ, არტერიულ ჰიპერტენზიაზე, სადაც დამნაშავე გულია, ძირითადად რა პათოლოგიების დროს გვხვდება აღნიშნული პრობლემა?
ეს გვხვდება, მაგალითად, ზოგიერთი მანკის დროს, მაგრამ ეს არის უკვე სიმპტომური, მეორადი ჰიპერტენზია. აორტის სარქვლის ნაკლოვანება შეიძლება გახდეს ჰიპერტენზიის მიზეზი და ამ დროს ჰიპერტენზია არის ისეთი, როცა სხვაობა არის დიდი, ანუ სისტოლური წნევა არის მომატებული, დიასტოლური წნევა კი დაბალი არის. ის ასევე შეიძლება შეგვხვდეს აორტის სარქვლების სტენოზის, ანუ შევიწროების დროს და ასეთ შემთხვევაში, პირიქით, სისტოლური წნევა შეიძლება იყოს ნორმალური, მაგრამ დიასტოლური წნევა შეიძლება იყოს მომატებული.
არა იშვიათად გული უკვე მაღალი წნევის გამო ზიანდება. ადამიანებს, რომელთაც აქვთ პირველადი ჰიპერტენზია, რომელიც ცუდად არის მართული ან ისინი ხანგრძლივი დროის მანძილზე არ იღებენ წამლებს ან არასწორად იღებენ მათ, შეიძლება განუვითარდეთ გულის უკმარისობა ან ე.წ. მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, ანუ გულის კუნთის გასქელება და ეს არის ე.წ. ჰიპერტენზიული გულის სურათი, რომელსაც ზოგჯერ რითმის დარღვევები აქვს. მაღალი არტერიული წნევის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული, არასასიამოვნო ეფექტი სისხლძარღვების დაზიანება და ათეროსკლეროზის განვითარებაა. ეს ხშირად ხდება გულის სისხლძარღვების შემთხვევაში და ამ დროს არის სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების, თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანების, ინსულტის რისკი, ასევე თირკმელების სისხლძარღვების დაზიანების, რა შემთხვევაშიც თირკმლის უკმარისობა ვითარდება.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ყველაფერი პანიკის საფუძველი არ არის, დღეს საკმარისად ეფექტური წამლები არსებობს იმისთვის, რომ წნევის დარეგულირება მოხდეს, მაგრამ ამასთან ერთად პაციენტებმა წონაშიც უნდა დაიკლონ, თამბაქოს მოწევასაც თავი უნდა დაანებონ, ნატრიუმის მოხმარებაც უნდა შეამცირონ და ა.შ. არასწორია ყველაფრის მხოლოდ ექიმისთვის გადაბარება, პრობლემა პაციენტთან თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს, მანაც უნდა გადალახოს ზოგიერთი მავნე ჩვევა.
ქირურგიული ჩარევის საჭიროება და აუცილებლობა გულის რომელი პათოლოგიების დროს დგება?
ძირითადად, კარდიო-ქირურგიული ოპერაციები 2-3 მიზეზით კეთდება. პირველი ეს არის გულის სისხლძარღვების დაზიანება, ეს არის სარქვლოვანი დაზიანებები, როცა ის მკვეთრად არის გამოხატული, რადგან არა მკვეთრად გამოხატული ოპერაციას არ საჭიროებს და აორტის დაზიანება, რომელიც ყველაზე მსხვილი სისხლძარღვი გახლავთ.
წყარო: https://fortuna.ge