თარიღი: 20 თებერვალი, 2018
რა გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრების ხარისხზე ინტერნეტი და რა პრობლემამდე მივყავართ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს. XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველზე აქტუალურ პრობლემაზე, ბავშვისა მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გადაჭარბებულ გამოყენებასა და უარყოფით შედეგებზე ფსიქოლოგმა ნინო ახალაიამ ისაუბრა.
რამდენად ახდენს ზემოქმედებას ბავშვის ქმედებებზე ინტერნეტის, სმარტფონების, კომპიუტერების და ტელეფონების ხშირი გამოყენება?
ნინო ახალაია: ეს ყველაზე აქტუალური თემაა ფსიქოლოგთან მომართვიანობის თვალსაზრისით. მაშინ როდესაც პატარა უნდა თამაშობდეს და დაკავებული იყოს სხვადასხვა საქმიანობით ის დროს ცისფერ ეკრანთან ყოფნაში ატარებს, ამ დროს ის პასიურია. როგორც მხედველობისთვის, ასევე ფიზიოლოგიური თვალსაზრისით უდიდეს ზიანს აყენებს ის ბავშვს. გადაჭარბებული ინტერნეტ მოხმარების დროს, საკმაოდ ხშირია ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემა. ნუ გიხარიათ როდესაც თქვენი 3 წლის ბავშვი ინგლისურად საუბრობს. პატარა, რომელიც ქართულენოვან ოჯახში იზრდება და საუბრობს რუსულ ან ინგლისურ ენაზე ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ის დიდ დროს ატარებს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, ეს პრობლემა განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ეხებათ. მაშინ როცა ბავშვი ზედმეტად დიდ დროს უთმობს მულტფილმების ყურებას, ქვეითდება მისი ფიზიკური აქტივობის ხარისხი, თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი და განიცდის თამაშის დეფიციტს.
აღსანიშნავია, რომ ადამიანი არის სოცილური არსება და არ უნდა ხდებოდეს მისთვის ეს ურთიერთობა იძულებითი. იმდენად ცოტა დროა დასაშვები ბავშვისთვის იმისათვის, რომ მან მოიხმაროს ინტერნეტი, რომ შეუძლებელია დაკმაყოფილდეს ამ დროით პატარა. პატარა ბავშვებისთვის ინტერნეტის მოხმარებისთვის მხოლოდ 15 წუთია დასაშვები.
ამ პრობლემის თვალსაზრისით, ძალიან გაახალგაზრდავდა ასაკი. ვგულისხმობ იმას, რომ უკვე საკმაოდ პატარა ბავშვები მოიხმარენ ინტერნეტს.
ნინო ახალაია: ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილია ეს ტექნოლოგიები, თოთო ბავშვებსაც კი ამის პრობლემა აქვთ. თვალშისაცემია ეს ყველაფერი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც დედა ბაღში მიიყვანს ბავშვს და იქ პატარა მულტფილმის გარეშე საკვებს არ მიირთმევს. მაშინ როდესაც ბავშვი საკვებს ასეთი ხერხის ზემოქმედებით მიირთმევს ვერ აცნობიერებს იმას, თუ რატომ მიირთმევს საკვებს. დედა ასეთ დროს მხოლოდ, იმაზე ფიქრობს როგორმე გამოკვებოს პატარა, თუ რამხელა ზიანი მოაქვს გაუაზრებელ მოქმედებას მომავალში, სამწუხაროდ ამას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ხშირად პასიურობასთან ერთად ამბობენ, რომ აგრესიულიც ხდება ბავშვი. რამდენად სწორია ეს ყველაფერი?
ნინო ახალაია: აგრესიულობის ხარისხი დამოკიდებულია კიდევ იმაზე თუ რა შინაარსის მულტფილმს უყურებს ბავშვი. აგრესიულობას ხშირად იწვევს ის, რომ იძულებით ხდება ტკბობის შეგრძნება, მაშინ როცა შეუწყვეტენ პატარას მულტფილმის ყურების ხანგრძლივობას. სკოლამდელი ასაკის პატარა რისკებს ვერ ხვდება და ხშირად სწორედ ესაა ნერვული სისტემის აგზნების მიზეზი. განსაკუთრებით ეს ძილის წინ პერიოდში იგრძნობა. სხვა თუ არაფერი, ის შინაარსი, რომელსაც უყურებს ბავშვი, ხშირად შეაღწევს ხოლმე მის ფსიქიკაში და უფრთხობს ძილს.
გამოდის, რომ დღის განმავლობაში უფრო სასურველია ეკრანთან ურთიერთბა ვიდრე ღამით.
ნინო ახალაია: ცხადია ასეა. ალტერნატივის გამოძებნა აუცილებელია. არ არსებობს უკეთესი განმავითარებელი, ემოციური ბალანსის აღმდგენი, იმ მონატრების დამაკომპენსირებელი ვიდრე მშობლის და შვილის ერთად ხატვა, გასეირნება და ურთიერთობა წარმოადგენს. არ არსებობს უკეთესი განმავითარებელი აქტივოებები ბავშვისთვის ვიდრე მასთან ფიზიკური ურთიერთობაა.
ჩვენ ვისაუბრეთ შინაარსზე, ამ შემთხვევაში ხომ არ არის აუცილებელი მშობელმა შეარჩიოს თუნდაც ის მულტფილმები რომელსაც ბავშვმა თუნდაც 15 წუთის განმავლობაში უნდა უყუროს?
ნინო ახალაია: პირველ რიგში ეს არის საბავშვო და არასაბავშვო მულტფილმი. იქ სადაც კარგი ისტორიაა, პრობლემა უფრო ჩანს ვიდრე გადაწყვეტის გზები, ეს უმნიშვნელოვანესია. ასევე საზრუნავია შეარჩიოთ სწორად გმირი თუ როგორი გმირი ყავს მულტფილმს. უდიდესი მნიშნველობა აქვს ამ ყველაფერს რადგან იყო რისკები, კარადიდან, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობების, რადგან პატარა ბაძავდა გმირს, მაგ. სპაიდერმენს, ბეტმენს, რომელსაც მულტფილმებით ხედავდა.
მინდა ვისაუბროთ იმ ფიზიკური პრობელემების შესახებ, რასაც ეს მოწყობილობები უქმნის ბავშვებს.
ნინო ახალაია: უმეტეს შემთხვევაში პრობლემას სტატიკური მოქმედება იწვევს, რადგან ბავშვი არ მოძრაობს. ზოგადად ეს ყველაფერი მთლიანად სხეულს უდიდეს პრობლემას უქმნის. ის რეცეპტორები, რომლებიც თითის ბალიშებზეა განლაგებული და კავშირშია მეტყველებასთან და რაც მხოლოდ ფიზიკურ აქტივობაში გამოიხატება, დათრგუნულია უმოძრაობის დროს. მოტორიკა უნდა განვითარდეს, ეს არის მთელი რიგი სისტემა. თუკი რისკებს გავაცნობიერებთ, თუკი პრიორიტეტებს გადავაწყობთ და ჩამოვაყალიბებთ რა არის მნიშვნელოვანი, საკითხის მიმართ ხედავაც შეიცვლება, მერე აღარ ჩნდება დაუძლეველობის განცდა. გამოსავალი არის რა გვინდა, რეალურად ამაზე ვიფიქროთ.
წყარო: ttps://4u.ge