თარიღი: 05 აპრილი, 2017
არის თუ არა სასარგებლო სალათის ფურცელი?
სალათის ფურცელი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.
სალათის ფურცელი შეიცავს: ბეტა–კაროტინს, B, C, E და P ვიტამინებს. სალათის ფურცელში აღმოაჩენთ სხვადასხვა ორგანულ მჟავებს და სასარგებლო ნივთიერებებს. სალათაში დიდი რაოდენობითაა კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი, ნატრიუმი და იოდი. ის განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც სიმსუქნეს ებრძვის და დიეტის დაცვა გადაწყვიტა – სალათის ფურცელი მხოლოდ 12 კალორიას შეიცავს.
ზრუნავს გულის ჯანმრთელობაზე. სალათის ფურცელში არსებული C ვიტამინი და ბეტა–კაროტინი ერთდროულად იცავენ ორგანიზმს ცუდი ქოლესტერინისგან. სასურველია, მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებიც უძილობით ან ძილთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის პრობლემებით ხშირად იტანჯებიან.
სალათის ფურცელი ენერგიით გავსებთ
იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც მისგან მომზადებული სალათა არ უყვარდეს – ხშირად მიირთვით ეს გემრიელი საკვები და დატკბით ჯანმრთელობით.