Plasmon
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული, 24-30 იანვარი

თარიღი: 23 იანვარი, 2016

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული, 24-30 იანვარი

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია შესაძლებელია
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული ევროპის მასშტაბური ინიციატივაა, რომელსაც უძღვება ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაცია(ECCA).
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორგანიზებული პროგრამები თავიდან აცილებს საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის 80%-ს. გარდა ამისა, ადამიანის პაპილომავირუსის (Hუმან პაპილლომა ვირუს -HPV) წინააღმდეგ ვაქცინაცია ძალიან ეფექტურია მოზარდებში გამოყენებისას და შეუძლია კიდევ უფრო შეამციროს საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელება.

მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ თითქმის ყველა შემთხვევა, რატომ უვითარდება 60,000 და 30,000 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზით ყოველწლიურად ევროპაში?

არსებობს ორი ძირითადი მიზეზი:
1. ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და HPV ვაქცინაციის ეფექტური პროგრამები და ქალებს ამ ქვეყნებში უბრალოდ არ მიუწვდებათ ხელი ამ პროგრამებზე,
2. იქაც კი, სადაც ეს პროგრამები არსებობს, ბევრი ქალი არ არის ინფორმირებული მათ მნიშვნელობაზე და ამიტომ არ იყენებენ მათ.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საკითხის პოპულარიზაციისა და  საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები სამ სამიზნე აუდიტორიაში:

1. ფართო საზოგადოება: ხალხს კარგად უნდა ესმოდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და HPV ვაქცინაციის სარგებლის შესახებ რათა ამ სერვისების მოხმარების მოტივაცია გაუჩნდეთ, სადაც ისინი ხელმისაწვდომია;

2. ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლები: ექიმებს, ექთნებს და ჯანდაცვის სხვა პროვაიდერებს უნდა ჰქონდეთ ზუსტი და უახლესი ინფორმაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და HPVვაქცინაციის შესახებ, რათა მათ შეძლონ თავიანთი პაციენტების კითხვებს უპასუხონ და მოუწოდონ ამ სერვისების გამოყენება;

3. პოლიტიკოსები: პოლიტიკური ლიდერები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და ვაქცინაციის სარგებლის შესახებ, რათა მათ გაიგონ ამ პროგრამების პრიორიტეტულობა.

იმისათვის, რომ ჯანმრთელობის ნებისმიერი კამპანია იყოს წარმატებული, აუცილებელია, ხალხის ყურადღების მიპყრობა.

გასული წლის იანვარში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულის დროს 5,000-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა ევროპის მასშტაბით. ამ კამპანიის ფარგლებში ქალებისადა მოზარდებისათვის, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისა და HPV ვაქცინაციის მნიშვნელობაზე მოხდა უამრავი ინფორმაციის გაზიარება. რის შედეგადაც მათ გაუჩნდათ მოტივაცია გამოიყენონ ეს სერვისები.