ალერგიისგან გამოწვეული ცხვირის გაჭედილობასა და ცრემლდენასთან გამკლავება
თარიღი: 05 მაისი, 2025
თუ ბუნებასთან ერთად, გაზაფხულზე თქვენი ალერგიაც იღვიძებს და ცხვირის გაჭედილობით ან ცრემლდენით გამოწვეულ დისკომფორტს ვეღარ უმკლავდებით, რენოქსი დაგეხმარებათ.
რენოქსი (მომეტაზონის ფუროატი) ნაზალური სპრეი, ალერგიული რინიტის სამკურნალო, პირველი რიგის მედიკამენტების ჯგუფს მიეკუთვნება და რეკომენდებულია როგორც სეზონური, ასევე სრულწლიანი ალერგიული რინიტის სამკურნალოდ. ის ეფექტურია როგორც ნაზალური, ასევე ოკულარული (თვალთან დაკავშირებული) სიმპტომების მოსახსნელად.
რენოქსი მოგიხსნით:
ცხვირის გაჭედვას
რინორეას (გამონადენი ცხვირიდან)
ცხვირის წვას, ქავილს, ცემინებას
ცხვირისა და სასის ლორწოვანის შეშუპებას
ცრემლდენას, თვალების სიწითლეს და ქავილს
გარდა ამისა, რენოქსი წარმოადგენს პოლიპოზისა და მწვავე, გაურთულებელი რინოსინუსიტის (ცხვირისა და ცხვირის დანამატი წიაღების ლორწოვანის ანთება) სამკურნალო ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებას. ხელს უწყობს პოლიპების ზომაში შემცირებას, აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას და ამცირებს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ყნოსვის დაკარგვა, სურდო და პოსტნაზალური წვეთი (ცხვირ-ხახის არედან ყელში გადასული ლორწო).
რენოქსს გამოარჩევს დოზირების სიმარტივე და მოხერხებულობაც.
სეზონური და სრულწლიანი ალერგიული რინიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა:
3-11 წლის ასაკის ბავშვები – 1 შესხურება თითო ნესტოში, ერთხელ დღეში
მოზარდები 12 წლიდან და მოზრდილები – 2 შესხურება თითო ნესტოში, ერთხელ დღეში.
მწვავე რინოსინუსიტის სიმპტომების მკურნალობა:
მოზარდები 12 წლიდან და მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმული ასაკი) – 2 შესხურება თითო ნესტოში, ორჯერ დღეში.
ნაზალური პოლიპოზის მკურნალობა:
18 წლის ზემოთ მოზრდილები – 2 შესხურება თითო ნესტოში ერთხელ დღეში. თუ 5-6 კვირის განმავლობაში სიმპტომები არ შემსუბუქდა, შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 2 შესხურებამდე თითო ნესტოში, 2-ჯერ დღეში.
სეზონური ალერგიული რინიტის პროფილაქტიკისთვის, პრეპარატის გამოყენება უმჯობესია, დაიწყოთ სეზონამდე 2-4 კვირით ადრე.
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.